სილამაზე/ჯანმრთელობა

სასარგებლო ველური ბრინჯი - არ აგერიოთ შავ ბრინჯში

fun time

21:08 კვი. 23 აპრილი, 2023 წელი

სასარგებლო ველური ბრინჯი

14
დაკოპირებულია

ველური ბრინჯი მსოფლიოში სულ უფრო პოპულარული ხდება, თუმცა, სინამდვილეში ეს ბრინჯი კი არა, წყლის ბალახოვანი მცენარე ციცანიაა. მაღალი ფასის გამო ველური ბრინჯი დელიკატესად მიიჩნევა, მაგრამ მისი სარგებელი ფასზე უფრო მაღალია. 

 

ველური ბრინჯის თვისებები

1. საჭმლის მომნელებელი სისტემის მუშაობას ეხმარება

ველურ ბრინჯში ბოჭკოს, იგივე უჯრედისის მაღალი შემცველობა საჭმლის მომნელებელი სისტემის მუშაობას ეხმარება და ნაწლავებს ტოქსინებისგან წმენდს. ველური ბრინჯი რეკომენდებულია საჭმლის მომნელებელი სისტემის დარღვევების მქონე ადამიანებისთვის.

2. იცავს გულს

ველური ბრინჯი ამაგრებს არტერიების კედლებს და აფერხებს გულ-სისხლძარღვთა დაავადებების განვითარებას. ველური ბრინჯი ქოლესტერინს და გაჯერებულ ცხიმებს არ შეიცავს, რაც ამცირებს ათეროსკლეროზის განვითარების ალბათობას.

3. ამაღლებს იმუნიტეტს

ველური ბრინჯი დიდი რაოდენობით C ვიტამინს შეიცავს, რაც იმუნური სისტემის გაძლიერების მთავარი კომპონენტია. C ვიტამინი ასტიმულირებს სისხლის თეთრი უჯრედების (ლეიკოციტების) გამომუშავებას, რომელიც ორგანიზმს ინფექციებისგან იცავს. C ვიტამინის სხეულში მოხვედრისას კოლაგენის გამომუშავება იწყება - ეს არის ცილა, რომელიც ორგანოს შემაერთებელი ქსოვილის საფუძველს წარმოადგენს.

4. ძვლებს ამაგრებს

ასაკის მატების, მინერალებისა და სასარგებლო ელემენტების დაკარგვის პარალელურად, იწყება ძვლოვანი სისტემა რღვევა. ძვლების ჯანმრთელობისთვის აუცილებელია, რომ ორგანიზმს საკმარისი რაოდენობით ფოსფორი, მაგნიუმი და ვიტამინი PP მიეწოდებოდეს. ველური ბრინჯის რეგულარული მოხმარება ოსტეოპოროზის შესანიშნავი პროფილაქტიკაა, რაც განსაკუთრებით აქტუალურია 40 წელზე უფროსი ასაკის ქალებისთვის.

5. ხელს უწყობს წონის დაკლებას

თეთრი ბრინჯისგან განსხვავებით, შავი ბრინჯი დაბალკალორიული, უგლუტენო პროდუქტია, რომელიც ზედმეტი წონის დაკლებაში დაგეხმარებათ. ბოჭკოს მაღალი შემცველობის წყალობით, ველური ბრინჯის მცირე ულუფაც კი დანაყრების შეგრძნებას იწვევს, რაც ზედმეტი საკვების მიღებისგან დაგიცავთ.

6. ანელებს დაბერებას

ველური ბრინჯში ანტიოქსიდანტების შემცველობა თეთრ ბრინჯთან შედარებით 20-30-ჯერ მეტია. ცნობისთვის, სწორედ ანტიოქსიდანტები ანეიტრალებენ თავისუფალ რადიკალებს, რომლებიც ჯანსაღ უჯრედებს კიბოს უჯრედებად მუტაციას აიძულებენ. თავისუფალი რადიკალების დაგროვება დაბერების პროცესს, ნაოჭებს და ასაკობრივ ლაქებს იწვევს. ველური ბრინჯის რეგულარული მიღებით, ახალგაზრდობას გაიხანგრძლივებთ და თავს გაცილებით მხნედ იგრძნობთ.

7. ამცირებს შაქრის დონეს

დიაბეტით დაავადებულ ადამიანებს თეთრი ბრინჯის მიღება ეკრძალებთ, თუმცა ველური ბრინჯის შემთხვევაში განსხვავებული ჩვენებაა. მასში შემავალი ბოჭკო სისხლში შაქრის დონის შემცირებას ეხმარება. ის განსაკუთრებით სასარგებლოა მე-2 ტიპის დიაბეტით დაავადებულთათვის.

8. ზრდის და აძლიერებს კუნთებს

ველური ბრინჯი 6-8% პროტეინს - ძვლოვანი სისტემისა და კუნთების საშენ მასალას შეიცავს, ამიტომ ბოდიბილდერების მენიუს შემადგენელი ნაწილია.

შავი ბრინჯი და ველური ბრინჯი

გაითვალისწინეთ, რომ შავი და ველური ბრინჯი ერთი და იგივე არ არის. შავი ბრინჯი ველური ბრინჯის ჩინური სახეობაა. ზოგიერთი არაკეთილსინდისიერი მწარმოებელი შეფუთვაზე ველურ ბრინჯს აწერს, შეფუთვში კი შავი ბრინჯია.

როგორ მოვამზადოთ ველური ბრინჯი?

ველური ბრინჯი მოხარშვამდე აუცილებლად უნდა დაალბოთ. მისი გადაჭარბებული მიღება ყაბზობას იწვევს, ამიტომ ბოსტნეულთან ერთად უნდა მიირთვათ.

100 გრ ველური ბრინჯი შეიცავს:

  • ცხიმები – 1,0 გრ,
  • ნახშირწყლები – 74,0 გრ,
  • ცილები – 7,0 გრ,
  • კალორიულობა – 333 კკალ.

ესეც დაგაინტერესებთ:

როგორ მოვხარშოთ ფანტია ბრინჯი

რისგან კეთდება ხელოვნური ბრინჯი და როგორ განვასხვაოთ ის ნამდვილისგან?


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

კომშის სასარგებლო თვისებები

კომშის სასარგებლო
თვისებები

5 მიზეზი იმისთვის, რომ სპირულინა რა...

რა არის სპირულინა

მუშმულას სასარგებლო თვისებები

მუშმულას თვისებები

მუსკატის კაკალი - სასარგებლო თვისებ...

მუსკატის კაკალი
სასარგებლო თვისებები

ქაცვის თვისებები

ქაცვის თვისებები

ღორის ხორცის სასარგებლო თვისებები დ...

ღორის ხორცის სასარგებლო
თვისებები

გოგრის თესლი - როგორ ვჭამოთ სწორად?

გოგრის თესლის სასარგებლო
თვისებები და
უკუჩვენებები

იაპონელმა მეცნიერებმა შექმნეს მოწყო...

სიზმრების ჩაწერა
შესაძლებელია

შემოდგომის საკვები - 10 ყველაზე სას...

შემოდგომის ხილი და
ბოსტნეული