სილამაზე/ჯანმრთელობა

ნიახური წონაში დასაკლებად

fun time

12:00 შაბ. 10 ივნისი, 2023 წელი

ნიახური წონაში
დასაკლებად

14
დაკოპირებულია

ნიახური ზედმეტ წონას ებრძვის. თანაც, მისი ყველა ნაწილი შეგიძლიათ მიირთვათ: ღერო, ფოთოლი, ფესვი და თესლი. ჩვენ გიამბობთ როგორ შეიძლება ამ მცენარის დახმარებით წონაში დაკლება და გასწავლით რეცეპტებს, რომლებიც თქვენს დიეტას ძალიან გემრიელს გახდიან. 

ნიახური შეიძლება დაუმატოთ სალათებს და წვნიანებს, ასევე შეიძლება უმადაც მიირთვათ. ნიახურისგან შეიძლება მოამზადოთ ნაყენი, რომელიც უამრავ სასარგებლო ნივთიერებას შეიცავს.

ნიახურის 7-დღიანი დიეტა

ამ დიეტით შეგიძლიათ 2-იდან 5 კგ-მდე დაიკლოთ.

პირველი და მეორე დღე

მთელი დღე - ნიახურის წვნიანი და წყალგარეული ნიახურის წვენი.

მესამე დღე

მთელი დღე - ნიახურის წვნიანი და ნებისმიერი ხილი.

მეოთხე დღე

მთელი დღე - ხილი და ყოველი ჭამის შემდეგ ერთი ჭიქა ნიახურის წვენი.

მეხუთე დღე

საუზმე: იოგურტი.

სადილი: სტაფილოს, ჩირის და ნიახურის სალათა.

ვახშამი: სტაფილოსა და კომბოსტოს სალათი, ერთი ჭიქა ნიახურის წვენი.

მეექვსე დღე

საუზმე: იოგურტი, ხილის სალათა.

სადილი: ნიახურის სალათა.

ვახშამი: მოხარშული კარტოფილი კომბოსტოთი, გამომცხვარი ვაშლი.

მეშვიდე დღე

მთელი დღე - ხილი, ბოსტნეული, მარცვლეული, პური.

მერვე დღე

მთელი დღე - ნიახურის წვნიანი, ნიახურის წვენი.

გაითვალისწინეთ:

  • ნიახურის მაქსიმალური სადღეღამისო დოზაა 250 გრ.
  • დღეში არაუმეტეს 100 გრ წვენი უნდა მიირთვათ.
  • ნიახურის თესლი შეგიძლიათ სანელებლად გამოიყენოთ.
  • დიეტის განმავლობაში დანარჩენი საკვები უნდა იყოს ნაკლებად ცხიმიანი და მაქსიმალურად ჯანსაღი.

ნიახურის უკუჩვენება

მცენარის გამოყენება არასასურველია კუჭის წყლულის და ეპილეფსიის დროს, ორსულობის ბოლო ტრიმესტრში და ლაქტაციის პერიოდში, ინდივიდუალური აუტანლობის შემთხვევაში.

მკაცრი მენიუს მიუხედავად, ეს დიეტა დიეტა ადვილად გადააქვს ორგანიზმს, რასაც ნიახურის სასარგებლო თვისებები განაპირობებს. ნიახური მდიდარია მინერალებითა და ვიტამინებით, ამიტომ ამ დიეტას ორგანიზმისთვის განსაკუთრებული უარყოფითი შედეგები არ მოაქვს, მაგრამ დიეტის დაწყებამდე საჭიროა სპეციალისტის კონსულტაცია.

დღის განმავლობაში სვით სუფთა წყალი, გაზგასული მინერალური წყალი, შეგიძლიათ - მწვანე ჩაი და ყავა უშაქროდ. დიეტის ძირითადი პირობაა ყოველდღე ნიახურის წვნიანის მიღება.

ნიახურის წვნიანის რეცეპტი

  • ნიახურის ღერო - 200 გრ.
  • თეთრი კომბოსტო - 500 გრ.
  • სტაფილო - 1 ცალი
  • ხახვი - 2 თავი
  • პომიდორი - 2 ცალი
  • მწვანე ბულგარული წიწაკა
  • ტომატის წვენი (ან წყალში გახსნილი ტომატი) - 2 ლ.

ბოსტნეული წვრილად დაჭერით, დაასხით ტომატის წვენი, მაღალი ცეცხლით სწრაფად მიიყვანეთ ადუღებამდე, ადუღეთ 2-3 წუთი, შემდეგ ცეცხლს დაუწიეთ. მზად იქნება, როცა სტაფილო და კომბოსტო დარბილდება.


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

არომათერაპია - რა გავლენას ახდენს ჯ...

Aromatherapy

კონსერვები ზამთრისთვის - ზიანი და ს...

კონსერვები ზამთარში

საკვები, რომელიც ასუფთავებს სისხლძა...

სისხლძარღვების გაწმენდა
კვებით

ნესვის სარგებლობა

ნესვის სარგებლობა

რა წესები უნდა დავიცვათ, რომ საზამთ...

საზამთროთი მოწამვლა
როგორ ავირიდოთ

რატომ არის სასარგებლო ყავისთვის წყლ...

რატომ არის სასარგებლო
ყავისთვის ცივი წყლის
მიყოლება

ოლეანდრე - საშიში სილამაზე, რომელმა...

ოლეანდრა - შხამიანი
მცენარე

ინდონეზიელმა მეცნიერებმა საშიშ კოღო...

ინფექციური დაავადება
დენგე

რატომ იკლებს ადამიანი სიმაღლეში ასა...

ასაკი და სიმაღლე