ნიახურის სასარგებლო თვისებები - დაუჯერებელია, მაგრამ ფაქტია!
13:00 კვი. 19 ივნისი, 2022 წელი
თუ ნედლი ნიახურის გემო არ მოგწონთ, ყოველთვის შეგიძლიათ, მოამზადოთ კერძი, რომელშიც ნიახური სხვა პროდუქტებს კარგად ეხამება - წვნიანები და სალათები ნიახურით უჩვეულოდ არომატულია. ორგანიზმისთვის ნიახურის სიკეთე კი დაუჯერებლად დიდია...
რატომ არის აუცილებელი ნიახურის ჭამა:
1) ნიახური დაბალკალორიული პროდუქტია;
მისი ერთი ღერი მხოლოდ 10 კალორიას შეიცავს. ეს მნიშვნელოვანია მათთვის, ვინც მუდმივად ებრძვის ჭარბ წონას. დაამატეთ ნიახური სალათს მაღალკალორიული ინგრედიენტების ნაცვლად. მიიღებთ ძალიან მსუბუქ, თუმცა ჯანმრთელობისათვის სასარგებლო, გემრიელ კერძს.
2) ნიახური ორგანიზმს ინფექციასთან ბრძოლაში ეხმარება, ხელს უწყობს იმუნიტეტის ამაღლებას;
თუ ასთმა ან ქრონიკული ბრონქიტი გაწუხებთ, რეგულარულად მიირთვით ნიახური. ასე გაცილებით სწრაფად გამოკეთდებით.
3) ღამით ნიახურის ერთი ღერის ჭამა მშვიდი ძილის გარანტი იქნება;
ნიახური სხვადასხვა მიკროელემენტების ხარჯზე, რომლებსაც საკმაოდ შეიცავს, დამამშვიდებლად მოქმედებს ნერვულ სისტემაზე. მის შემადგენლობაში მყოფი მაგნიუმი მოდუნებაში დაგეხმარებათ.
4) ნიახური ხელს უწყობს ორგანიზმიდან ტოქსინების გამოდევნას;
თუ ზედმეტი ჭამეთ, ან დალიეთ და დისკომფორტს განიცდით, ეს მცენარე სწრაფად აღადგენს ორგანიზმში ბალანსს და დაგიბრუნებთ სიმხნევეს.
5) ნიახური შეიცავს წყალს დიდი რაოდენობით და შესანიშნავად ატენიანებს თქვეს ორგანიზმს.
ორგანიზმში წყლის დონის შემცირებისას ნიახურის ჭამა ჭკვიანური გადაწყვეტილება იქნება.
6) ნიახური ნატურალურ მინერალურ მარილებს შეიცავს;
ეს სასარგებლოა ძვლებისთვის და ასევე, სხეულში მიმდინარე სხვადასხვა გაცვლითი პროცესებისათვის.
7) თუ მხედველობის პრობლემები გაქვთ, ნიახური გარკვეულწილად შეძლებს თქვენს დახმარებას;
ამ მცენარის ერთი ღერი შეიცავს A ვიტამინზე ორგანიზმის დღეღამური მოთხოვნის 10%-ს. A ვიტამინი სასარგებლოა კანისთვისაც.
8) ნიახური შეიცავს ნივთიერებას, რომელიც ამცირებს სისხლში ქოლესტერინის რაოდენობას;
ამ კომპონენტის დამსახურებაა, რომ ეს მწვანილი ხანგრძლივად ინახება. ნიახური ბუნებრივი ანტიოქსიდანტების ძლიერი წყაროა.
9) ნიახური არეგულირებს არტერიულ წნევას;
ფტალიდები - ასე ეწოდება უნიკალურ შემადგენლობებს, რომლითაც მდიდარია ეს მწვანილი. ასე რომ, ყველას, ვისაც ჰიპერტონია აწუხებს, ვურჩევთ, ნიახური კვების რაციონის განუყრელ ნაწილად აქციონ.
10) ამ სასარგებლო მცენარეს სექსუალური ცხოვრების გაუმჯობესებაც შეუძლია;
ის ფერომონებს შეიცავს. შეჭამ ნიახურს პაემნის წინ და წარმატება გარანტირებულია.
11) ლუითეოლინი, იგივე ფლავონოიდი, ასევე ნიახურის შემადგენელი ნაწილია;
ეს ძალიან ძლიერი ანტიოქსიდანტია. შეუძლია, შეაჩეროს ორგანიზმში კიბოს უჯრედების გავრცელება. კიბოს პროფილაქტიკისათვის აუცილებელია ნიახურის კვების რაციონში შეტანა.
დაბოლოს: ნიახურის მოყვანა თავისუფლად შეგიძლიათ სახლში, ფანჯრის რაფაზე და მუდმივად გექნებათ ახალი მწვანილი.
არ გამოგრჩეთ 👇
ნივრის შემადგენლობა - გადაჭარბებული ხომ არ არის მისი სარგებელი?
მუხუდოს სასარგებლო თვისებები და მოხარშვის წესი
სიახლეები ამავე კატეგორიიდან