საკნატუნო ამბები

როგორ საუბრობენ პრეზიდენტები ტელეფონით?

fun time

18:09 პარ. 6 მარტი

როგორ საუბრობენ
პრეზიდენტები ტელეფონით?

14
დაკოპირებულია

წარმოიდგინეთ, რომ ორი ქვეყნის პრეზიდენტი ტელეფონით  უმნიშვნელოვანეს საკითხს განიხილავს, რომელზედაც მილიონობით ადამიანის ბედია დამოკიდებული. თუ დაფიქრებულხართ როგორ იმართება ეს მოლაპარაკებები, ვინ უწევს მათ ორგანიზებას,  რატომ გრძელდება საუბარი ზოგჯერ ორ წუთს, ზოგჯერ კი რამდენიმე საათს?

მოდით, დიპლომატიის კულისებში ჩავიხედოთ და გავიგოთ, როგორ იმართება სატელეფონო საუბრები სახელმწიფოთა ლიდერებს შორის.

როგორ იგეგმება სატელეფონო ზარ?

სანამ ქვეყნის მეთაურები ყურმილში ერთმანეთის ხმას გაიგებენ, ათობით ადამიანი უზარმაზარ სამუშაოს ასრულებს. როგორც წესი, ინიციატივა მრჩევლების, საგარეო საქმეთა მინისტრების ან დიპლომატებისგან მოდის. ისინი საუბრის დროს, ხანგრძლივობას და განსახილველი თემების სავარაუდო ჩამონათვალსაც კი ათანხმებენ.

პოლიტიკური კრიზისის ან კონფლიქტების დროს სატელეფონო საუბრები დაჩქარებულ რეჟიმში იგეგმება. სხვა დროს კი ყველაფერი რამდენიმე დღით ან კვირით ადრე იწერება, რადგან პრეზიდენტებს დატვირთული გრაფიკი აქვთ და მათი განრიგი ერთმანეთს უნდა დაემთხვეს.

როგორ იცავენ უსაფრთხოება?

ლიდერებს შორის სატელეფონო საუბარი სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საქმეა, ამიტომ საუბრები სპეციალური, დაცული ხაზებით იმართება, რომელთა მოსმენაც თითქმის შეუძლებელია. ხშირად ამ მიზნით თანამგზავრული კავშირი ან საგანგებოდ გამოყოფილი არხები გამოიყენება.

მაშინაც კი, თუ პრეზიდენტებმა ერთმანეთის ენა იციან, როგორც წესი, საუბრის დროს მათ გვერდით პროფესიონალი თარჯიმნები იმყოფებიან. ეს გაუგებრობის თავიდან აცილებაში ეხმარებათ.

თითქმის ყველა ოფიციალური ზარი იწერება, ხოლო მათი შინაარსი დოკუმენტურად ფიქსირდება. ეს დიპლომატების შემდგომი მუშაობისთვის აუცილებელია.

რაზე საუბრობენ პრეზიდენტები?

თემები შეიძლება მრავალფეროვანი იყოს: ეკონომიკური თანამშრომლობიდან დაწყებული, კრიზისული სიტუაციებით დასრულებული. ზოგჯერ ლიდერები პირისპირ (მრჩევლების გარეშე) საუბრობენ, რათა პირადი კონტაქტი დაამყარონ.

პოლიტიკაში სათქმელს პირდაპირ იშვიათად ამბობენ. ფრაზა „ჩვენ კონსტრუქციული დიალოგის იმედი გვაქვს“ შეიძლება როგორც მოლაპარაკებებისთვის მზადყოფნას, ისე ფარულ გაფრთხილებას ნიშნავდეს.

ზოგჯერ საუბარი 2-3 წუთს გრძელდება, მაგრამ პოლიტიკოსები ამ დროში ყველაზე მნიშვნელოვან საკითხზე შეთანხმებას ასწრებენ.

როცა რაღაც გაუთვალისწინებელი ხდება

ტექნიკური შეფერხებები პრეზიდენტებსაც აქვთ. კავშირი შეიძლება მოულოდნელად გაწყდეს, თარჯიმანი შეცდეს, საუბარი კი არასასურველი მიმართულებით განვითარდეს, ამიტომ მნიშვნელოვანი ზარების წინ რეპეტიციებს გადიან, მრჩევლები კი საუბრის განვითარების შესაძლო ვარიანტებს წინასწარ ამზადებენ.

ყოფილა შემთხვევები, როდესაც დროის სხვაობის გამო ერთ ლიდერს მეორისთვის შუაღამისას დაურეკავს ან ცუდი თარგმანის გამო გაუგებრობა შექმნილა, თუმცა, დიპლომატები ყოველთვის ცდილობენ მსგავსი ხარვეზების გამოსწორებას.

სახელმწიფოს მეთაურების სატელეფონო საუბარი მხოლოდ „რაღაცის განხილვა“ არ არის. ეს არის საშუალება, რომელიც კონფლიქტების თავიდან აცილებაში, შეთანხმებების მიღწევასა და გლობალური პრობლემების მოგვარებაში გვეხმარება. თითოეული ასეთი საუბრის უკან ასობით ადამიანის შრომა და უდიდესი პასუხისმგებლობა დგას.

მორიგ ჯერზე, როდესაც ახალ ამბებში მოისმენთ, რომ ორი ქვეყნის პრეზიდენტმა სატელეფონო საუბარი გამართა, უკვე გეცოდინებათ, რომ ამ ამბის მიღმა დიპლომატიის, ტექნოლოგიებისა და ადამიანური ურთიერთობების ისტორიაა.

***

ლოგიკური გამოცანა აშშ-ის პრეზიდენტების შესახებ

მსოფლიოში ყველაზე ღარიბი პრეზიდენტი (ფოტორეპორტაჟი)

მსოფლიოში ერთადერთი ქალი, რომელსაც ორი პრეზიდენტი ქმარი ჰყავდა!

როგორ დაეხმარა 11 წლის გოგონას რჩევა ლინკოლნს გაპრეზიდენტებაში


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

26 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

26 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

დანიაში შექმნეს საცვალი, რომელსაც გ...

დანიური საცვლები Organic Basics

სიგარეტი რეცეპტით — საინტერესო ფაქტ...

სიგარეტი რეცეპტით

რატომ გადავიდა მსოფლიო პატარა თეფშე...

სადილი პატარა თეფშებით

ჩინელმა ქალმა ნაგვის კონტეინერებში...

ჩინელმა ქალმა ნაგვის
კონტეინერებში ნაპოვნი 30
ბავშვი გაზარდა

ნივთები, რომლებიც მალე წარსულს ჩაჰბ...

ნივთები, რომლებიც მალე
წარსულს ჩაჰბარდება

როტშილდების 5 წესი - ფინანსური სიმდ...

ბუკინგემშირში,
როტშილდების ცნობილი
სასახლე - უადესდონის
მამული

მესამე ფარი - რატომ არ გაამართლა ავ...

სამფარიანი ავტომობილი Tucker
48 (Tucker Torpedo)

იაპონიაში ნებისმიერ ზრდასრულს აქვს...

როგორც ინარჩუნებენ
იაპონელები სოციალურ
ქცევის კულტურას?