იცით თუ არა

როგორ დაეხმარა 11 წლის გოგონას რჩევა ლინკოლნს გაპრეზიდენტებაში...

fun time

18:00 კვი. 29 აგვისტო, 2021 წელი

პრეზიდენტი ლინკოლნი

14
დაკოპირებულია

გოგონამ ლინკოლნს ერთი საინტერესო რჩევა მისცა, რომელიც პრეზიდენტობის კანდიდატმა გაითვალისწინა...

1860 წლის 15 ოქტომბერს, საპრეზიდენტო კამპანიის მიმდინარეობისას, ლინკოლნმა ნიუ-იორკის შტატის პატარა ქალაქ ვესტლენდში მცხოვრები 11 წლის გოგონა გრეის ბედელისგან წერილი მიიღო. პატარა ამერიკელი ლინკოლნის გულწრფელი გულშემატკივარი გახლდათ და წერილში, არც მეტი, არც ნაკლები, წვერის მოშვება სთხოვა - გრეის აზრით, პრეზიდენტის გამხდარ სახეს წვერის მოშვება მოუხდებოდა.

„მე ოთხი სრულწლოვანი ძმა მყავს, რომელთაგან ერთი არჩევნებზე ხმას აუცილებლად თქვენ მოგცემთ, მაგრამ, თუ წვერს მოუშვებთ, დანარჩენი სამის დარწმუნებასაც შევძლებ, რომ მის მაგალითს მიჰბაძონ. თქვენ ძალიან გამხდარი სახე გაქვთ და წვერში გაცილებით ახოვანი და სიმპათიური გამოჩნდებით. ქალებს წვერიანი მამაკაცები მოსწონთ და ისინი შეეცდებიან, ქმრები და შეყვარებულები დაარწმუნონ, არჩევანი თქვენზე შეაჩერონ. ასეთ შემთხვევაში, თქვენ აუცილებლად გახდებით პრეზიდენტი“, - წერდა გრეის ბედელი.

ლინკოლნის საპასუხო წერილი 1980 წლის 19 ოქტომბრით თარიღდება:

„წვერი ადრე არასოდეს მიტარებია. როგორ ფიქრობთ, ბრიყვად ხომ არ ჩამთვლიან, ახლა რომ მოვუშვა?“

ბევრი ფიქრისა და ყოყმანის შემდეგ, 51 წლის ლინკოლნმა გოგონას რჩევა გაითვალისწინა და შედეგად, 1860 წლის 6 ნოემბერს აშშ-ს მე-16 პრეზიდენტი გახდა.

ლინკოლნი ხშირად იმეორებდა, რომ წვერის მოშვება პატარა ამერიკელმა გოგონამ გადააწყვეტინა.

აღსანიშნავია, რომ ერთხელ, ილინოისიდან ვაშინგტონში მგზავრობის დროს, ლინკოლნი საინაუგურაციო სიტყვის წარმოსათქმელად გრეის ბედელის მშობლიურ ქალაქ ვესტლენდში შეჩერდა. ტრიბუნაზე ასვლისთანავე მან იკითხა, დამსწრეთა შორის ხომ არ იყო პატარა გოგონა, სახელად გრეისი.

შეკრებილ ადამიანებში მაღლა აწეული პატარა ხელი გამოჩნდა. როცა გრეისი პრეზიდენტთან მიიყვანეს, მან გოგონა ხელში აიყვანა და ხმამაღლა განაცხადა, რომ ამერიკის პრეზიდენტი სწორედ ამ გოგონას წყალობით გახდა.

ესეც საინტერესოა:

როგორ ცხოვრობს მსოფლიოში ყველაზე ღარიბი პრეზიდენტი (ფოტორეპორტაჟი)

მსოფლიოში ერთადერთი ქალი, რომელსაც ორი პრეზიდენტი ქმარი ჰყავდა!

რამდენია პრეზიდენტის ხელფასი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში?


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

რატომ არის გასაიდუმლოებული სტივ ჯობ...

რატომ არის
გასაიდუმლოებული სტივ
ჯობსის საფლავი

რატომ უთითებენ წყლის ბოთლებზე ვარგი...

რატომ უთითებენ წყლის
ბოთლებზე ვარგისობის
ვადას

სასწავლო წლის დაწყების დრო მსოფლიოს...

სასწავლო წლის დაწყების
დრო მსოფლიოს სხვადასხვა
ქვეყანაში

მხედრული სალამი - რატომ მიაქვთ ამ დ...

რატომ მიაქვთ მხედრული
მისალმების დროს თავთან
ხელი?

„მეცხრე სიმფონიის წყევლა“ — რატომ ე...

მეცხრე სიმფონიის წყევლა

საინტერესო ფაქტები სასკოლო ფორმის შ...

სკოლა Christ's Hospital

რატომ ახურავთ მზარეულებს მაღალი ქუდ...

რატომ ახურავთ მზარეულებს
მაღალი ქუდები?

საინტერესო ფაქტები ადამიანის გულის...

ადამიანის გული

რას ნიშნავს ფრაზა „აკუნა მატატა“?

ზანზიბარი - ტანზანიის
ავტონომიური კუნძულოვანი
რეგიონი ინდოეთის
ოკეანეში