საკნატუნო ამბები

იაპონიაში ნებისმიერ ზრდასრულს აქვს უფლება, უცნობ ბავშვს შენიშვნა მისცეს

fun time

15:40

როგორც ინარჩუნებენ
იაპონელები სოციალურ
ქცევის კულტურას?

14
დაკოპირებულია

თავიდანვე უნდა ვთქვათ, რომ იაპონელებს სოციალური ქცევის მაღალი კულტურა აქვთ და ეს ისტორიის, აღზრდის, განათლებისა და საზოგადოებრივი მოლოდინების შედეგია.

იაპონურ კულტურაში დიდი მნიშვნელობა აქვს ჰარმონიას.

იქ ბავშვობიდან ასწავლიან:

  • არ შეუქმნა სხვებს დისკომფორტი;
  • გაითვალისწინე გარშემომყოფები;
  • იფიქრე იმაზე, როგორ იმოქმედებს შენი ქცევა სხვებზე.

რა თქმა უნდა, იაპონიაშიც არსებობს: დანაშაული, ბულინგი სკოლებში, სოციალური იზოლაცია, სამუშაოსთან დაკავშირებული სტრესი...

მაგრამ ყოველდღიურ ყოფაში — ქუჩაში, ტრანსპორტში, საზოგადოებრივ სივრცეებში — წესრიგისა და ერთმანეთის პატივისცემის დონე მაინც ძალიან მაღალია.

იაპონელთა სოციალური ქცევის ფილოსოფია ასეთია: „ჩემი თავისუფლება მთავრდება იქ, სადაც სხვას დისკომფორტს ვუქმნი.“

ეს განსაკუთრებით სასიცოცხლოდ აუცილებელია იმ ქვეყანაში, რომელიც მჭიდროდ არის დასახლებული და ადამიანებს შეზღუდულ სივრცეში უწევთ ყოველდღიური თანაცხოვრება.

***

იაპონიაში ბავშვობიდან ასწავლიან, რომ სხვებისთვის უხერხულობის შექმნა სერიოზული პრობლემაა.

ამიტომ იაპონიაში ნებისმიერ ზრდასრულს შეუძლია, უცნობ ბავშვს შენიშვნა მისცეს.

იაპონელებს მიაჩნიათ, რომ თითოეული ბავშვი ყველა ზრდასრულის პასუხისმგებლობაა და თუ ბავშვი რაღაც არასწორად აკეთებს, ხოლო შენ არ ერევი მის საქციელში, ასე შენ შეცდომას უშვებ და პასუხისმგებლობას თავიდან ირიდებ.

მათთვის არ არსებობს „ჩემი შვილები“ და „შენი შვილები“ ­ ­- არსებობენ ჩვენი შვილები, რადგან, მათი გაგებით, ადამიანის აღზრდა კოლექტიური ამოცანაა და არა მხოლოდ ერთი ოჯახის პირადი საქმე.

სწორედ ამიტომ, იაპონიაში ჩვეულებრივ მოვლენად ითვლება, როცა ქუჩაში უცნობი ადამიანი ბავშვს შენიშვნას აძლევს, როცა ხანდაზმული ქალი ტრანსპორტში პატარას თავაზიანად უსწორებს ქცევას, ან როცა მაღაზიის თანამშრომელი ბავშვს ზრდილობიანად სთხოვს, ყველაფერს ხელით არ შეეხოს.

და ისინი ამას ქედმაღლურად არ აკეთებენ — ისინი ამას აკეთებენ, როგორც გულშემატკივრები, პატივისცემითა და კეთილგანწყობით.

იაპონელებს სწამთ, რომ სწორედ ასე სწავლობენ მომავალი თაობები ყოფა-ცხოვრების კულტურას, სოციალურ ქცევას და კომუნიკაციას: საზოგადოებრივ ტრანსპორტში, ქუჩასა თუ დაწესებულებებში წესრიგის დაცვას, თავაზიანობას, სხვისი სივრცის პატივისცემას და კონფლიქტების მშვიდობიანად მოგვარებას.

ეს კულტურა ყოველდღიურ ცხოვრებაშიც აისახება:

არავინ ყრის ნაგავს ქუჩაში,

საზოგადოებრივ საპირფარეშოებს სუფთად ტოვებენ,

სკოლებში ბავშვები თავად ალაგებენ საკლასო ოთახებს და თანაკლასელებს სადილის დარიგებაშიც ეხმარებიან.

არა იმიტომ, რომ ვალდებულნი არიან, არამედ იმიტომ, რომ ასე სწორია. ისინი ფიქრობენ მათზე, ვინც მათ შემდეგ მოვა.

იქ პატივისცემა, უბრალოდ, წესი არ არის – ეს არის საერთო პასუხისმგებლობა ჰარმონიული თანაცხოვრებისთვის.

***

იაპონიის 10 უცნაურობა

რატომ არის აუცილებელი თავზე ტომრის ჩამოცმა იაპონიის მაღაზიებში?

რატომ არ შეიძლება იაპონიაში რესტორნიდან დარჩენილი საკვების სახლში წაღება?


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ალაჰის მარგალიტი — ბუნების უნიკალურ...

ალაჰის მარგალიტი —
ბუნების უნიკალური
შედევრი

რობინ ჰუდის „გმირი“ - შერვუდის ტყეშ...

შერვუდის ტყეში 1200 წლის
მუხა გახმა

რატომ არიან ებრაელები ჭკვიანები და...

რატომ არიან ებრაელები
ასეთი ჭკვიანები და
მდიდრები?

რატომ აშრობენ იტალიელები სარეცხს ქუ...

იტალიური ტრადიციები

ახალი კვლევა — დისტანციური მუშაობა...

დისტანციური მუშაობა და
შობადობის ზრდა

11 ქვეყანა, რომელსაც მსოფლიოში საუკ...

11 ქვეყანა, რომელსაც
მსოფლიოში საუკეთესო
მედიცინა აქვს

რატომ არის თვალის მწვანე ფერი იშვია...

რატომ არის თვალის მწვანე
ფერი იშვიათი?

მსოფლიოში ყველაზე გრძელი გვირაბი, რ...

გოტჰარდის გვირაბები

ფრინველი, რომელსაც ყველაზე ძვირად ღ...

ყველაზე ძვირფასი ბუმბული