რატომ არის აუცილებელი თავზე ტომრის ჩამოცმა იაპონიის მაღაზიებში?
16:59 სამ. 28 ნოემბერი, 2023 წელი
იაპონია დანარჩენი მსოფლიოსგან მკვეთრად განსხვავდება, რაც მისკენ უამრავ ტურისტს იზიდავს. იაპონური უცნაურობები ყოველი ფეხის ნაბიჯზე გვხვება - ყოველდღიურ ცხოვრებაში, კულტურაში, ტრადიციებში და ა.შ.
იაპონიაში მოგზაურობა თუ მოგიწევთ, ეს ინფორმაცია აუცილებლად გამოგადგებათ 👇
უცნაური წესები იაპონურ მაღაზიებში:
ტანსაცმლის მაღაზიის გასასინჯ ოთახში შესვლამდე ფეხსაცმლის გახდას მოგთხოვენ. ტანსაცმლის მაღაზიის გარდა, ფეხსაცმლის გახდა ზოგ ოფისში, მუზეუმში, ბიბლიოთეკებში, ტაძრებში და რესტორნებშიც კი მოგიწევთ.
მაგრამ ეს ყველაფერი არაა:
იაპონელთა უმეტესობა ტუალეტში სპეციალური ფეხსაცმლით დადის, ამიტომ, ნუ გაგიკვირდებათ, თუ იაპონურ ტუალეტში შესვლამდე სპეციალური ჩუსტების ჩაცმას მოგთხოვენ.
ფეხსაცმლის გახდის შემდეგ, გამყიდველმა შეიძლება მუყაოს ყუთისკენ მიგითითოთ, რომელშიც გამჭვირვალე მასალისგან დამზადებული ტომრები აწყვია.
რა თქმა უნდა, დაბნეული ტურისტები ტომრების დანიშნულებას ვერ ხვდებიან, თუმცა მათ უხსნიან, რომ გასახდელ ოთახში შესვლის წინ ტომრის თავზე ჩამოფარება მოუწევთ. ამითვის კედელზე ინსტრუქციაც არის გამოკრული.
პედანტმა იაპონელებმა ეს წესი იმისთვის მოიფიქრეს, რომ მომხმარებლებმა ახალ ტანსაცმელზე კოსმეტიკის კვალი არ დატოვონ.
თუ გავითვალისწინებთ, რომ ქალბატონები სახეზე სხვადასხვანაირ ტონალურ კრემებს, ტუჩსაცხებსა და თვალის ჩრდილებს ისვამენ, გამორიცხული არაა, რომ ახალი ტანსაცმელი გასინჯვის დროს დასვარონ, გამჭვირვალე ტომარა კი ასეთი უსიამოვნებების ასაცილებლადაა.
იაპონური ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის ზომები
იაპონიას ევროპულისგან განსხვავებული ფეხსაცმლის ზომის სისტემა აქვს.
ტრადიციული, იაპონური ზომის სისტემასთან ერთად, რომელიც მთელ აღმოსავლეთ აზიაში გავრცელებულია, სიგრძის, მათ შორის ფეხსაცმლის სიგრძის გასაზომად, დიდი ხანია მეტრული სისტემა მოქმედებს. ეს ძალიან მოსახერხებელია, რადგან ფეხის ზომის გასაგებად, სახაზავით გაზომვაც საკმარისია.
მაგალითად, თუ თქვენი ფეხის სიგრძე 28 სმ-ია, იაპონიაში ეს არის 28 ზომას ნიშნავს, რაც ევროპული 42 ზომის ანალოგიურია.
რაც შეეხება ქალის ტანსაცმელს, იაპონიაში არსებობს «free size» ანუ თავისუფალი ზომა. ასეთი სამოსი სხვადასხვა ელასტიკური თასმებისა და ღილაკების საშუალებით შეიძლება თქვენთვის სასურველ ზომაზე დააყენოთ. ასეთ სამოსს ბევრი უპირატესობა აქვს. მთავარი უპირატესობა კი ისაა, რომ თავისუფალი ზომის კაბის შესაძენად გოგონებს გასახდელ ოთახებში ტრიალი და კაბის მორგება არ სჭირდებათ.
თუ იაპონია გაინტერესებთ 🇯🇵:
იაპონიაში რკინიგზის სადგური ერთადერთი მგზავრისთვის მუშაობს
როგორ აშენებენ იაპონელები სეისმოგამძლე ცათამბჯენებს?
ამები - მარგალიტებზე მონადირე იაპონელი „ქალთევზები“, რომლებსაც ზვიგენებისაც არ ეშინიათ
პროდუქტები, რომლებსაც იაპონიასა და ჩინეთში არ ჭამენ, ჩვენ კი ყოველდღიურ რაციონში გვაქვს
სიახლეები ამავე კატეგორიიდან