საკნატუნო ამბები

ალაჰის მარგალიტი — ბუნების უნიკალური შედევრი

fun time

21:47 პარ. 19 ივნისი

ალაჰის მარგალიტი —
ბუნების უნიკალური
შედევრი

14
დაკოპირებულია

შუა საუკუნეების ევროპაში მარგალიტი სიწმინდის სიმბოლო იყო, ამიტომ ხატების და საეკლესიო ნივთების შესამკობად იყენებდნენ.  ინდოელები ფიქრობდნენ, რომ მარგალიტი ხამანწკაში მოხვედრილი წვიმის წვეთია, ჩინელებს კი სწამდათ, რომ მარგალიტი დრაკონების ბრძოლის დროს დაწყებული სეტყვის მარცვალია. სინამდვილეში, ამ ლამაზი და მაგიური ქვის წარმოქმნა ხანგრძლივი და მტკივნეული პროცესია, რომელიც მრავალი წლის მანძილზე გრძელდება.

ის 1934 წელს ფილიპინების კუნძულ პალავანზე მსოფლიოში ყველაზე დიდი ბუნებრივი მარგალიტი აღმოაჩინეს, რომელიც გინესის რეკორდების წიგნში მოხვდა.

„ალაჰის მარგალიტის“ დიამეტრი, რომელსაც ზოგჯერ „ლაო-ძის მარგალიტის“ სახელით მოიხსენიებენ, 23,8 სანტიმეტრია, წონა კი – 6,37 კილოგრამი! მიუხედავად იმისა, რომ ამ საოცარ ქვას მარგალიტისთვის დამახასიათებელი ბზინვარება არ აქვს და არასწორი ფორმისაა, ის მაინც ბუნების შედევრად მიიჩნევა.

სამწუხაროდ, მარგალიტის აღმოჩენა უბედურ შემთხვევას უკავშირდება. ახალგაზრდა მეთევზემ, რომელიც ზღვის ფსკერზე მარგალიტებს აგროვებდა, დიდი, ორსაგდულიანი მოლუსკი ვერ დაინახა, რომელიც რამდენიმე ასეულ კილოგრამს იწონიდა და შემთხვევით ხელი ნიჟარაში ჩაყო. ნიჟარის კარი მყისიერად დაიხურა და ახალგაზრდა მამაკაცი მახეში აღმოჩნდა. მსხვერპლმა ხელის გათავისუფლება ვეღარ შეძლო და დაიღუპა. მოგვიანებით მეთევზის ცხედარი მოლუსკთან ერთად ზღვის ზედაპირზე ამოიტანეს. როდესაც ნიჟარა გახსნეს, მასში უზარმაზარი მარგალიტი იპოვეს, რომელიც ფორმით ჩალმიანი ადამიანის თავს წააგავდა, ამიტომ „ალაჰის მარგალიტი“ უწოდეს.

როგორც ბევრ სხვა ძვირფას ქვას, ამ მარგალიტსაც თავისი ლეგენდა ახლავს, რომლის თანახმად, დიდმა ჩინელმა ფილოსოფოსმა ლაო-ძიმ ქვაზე ბუდას, კონფუცისა და საკუთარი პორტრეტები გამოსახა და ისინი სამი სხვადასხვა მოლუსკის ნიჟარაში მოათავსა.

ნიჟარაში მოხვედრისას უცხო სხეული სადაფის შრეებით იფარება და მარგალიტი ყალიბდება. რაც უფრო დიდხანს გრძელდება ეს პროცესი, მით უფრო დიდი ზომისაა მარგალიტი. ლაო-ძის ქვებიც წლების მანძილზე სადაფით იფარებოდა. ზომაში რომ გაზრდილიყვნენ, მათ პერიოდულად უფრო დიდ ნიჟარაში გადააბრძანებდნენ და თაობიდან თაობას გადასცემდნენ. საბოლოოდ, ისინი გიგანტურ ტრიდაკნებში აღმოჩნდნენ. გადმოცემით, ერთ-ერთი ასეთი ნიჟარა ფილიპინების სიახლოვეს, შტორმის დროს დაიკარგა. ლეგენდის მომხრეებს სჯერათ, რომ დაღუპულმა მეთევზემ სწორედ ეს დაკარგული ნიჟარა იპოვა.

თავდაპირველად მარგალიტი დაღუპული მეთევზის ოჯახში ინახებოდა, თუმცა მოგვიანებით ის უილბურ კობს პალავანის ტომის ბელადის შვილის გადარჩენისთვის მადლიერების ნიშნად აჩუქეს.

1980 წელს კობის მემკვიდრემ მარგალიტი კალიფორნიელ ოქრომჭედელს, პიტერ ჰოფმანს 200 ათას დოლარად მიჰყიდა. მოგვიანებით ოქრომჭედელმა ის ვიქტორ ბარბიშს მიჰყიდა, რომელიც დღემდე უნიკალური ქვის მფლობელია.

საინტერესოა, რომ 90-იან წლებში მარგალიტის ყიდვა ოსამა ბენ ლადენს სურდა და მის სანაცვლოდ ბარბიშს 60 მილიონ დოლარს სთავაზობდა. ბარბიშმა ტერორისტისთვის მარგალიტის მიყიდვაზე უარი თქვა და ის ერთ-ერთი ამერიკული ბანკის საცავში მოათავსა.

ვიქტორ ბარბიშის თქმით, ის გეგმავს მსოფლიოში უდიდესი მარგალიტი რომელიმე ცნობილ სახელმწიფო მუზეუმს აჩუქოს, რომ მისით ტკბობა ნებისმიერმა მსურველმა შეძლოს.


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

რობინ ჰუდის „გმირი“ - შერვუდის ტყეშ...

შერვუდის ტყეში 1200 წლის
მუხა გახმა

რატომ არიან ებრაელები ჭკვიანები და...

რატომ არიან ებრაელები
ასეთი ჭკვიანები და
მდიდრები?

რატომ აშრობენ იტალიელები სარეცხს ქუ...

იტალიური ტრადიციები

ახალი კვლევა — დისტანციური მუშაობა...

დისტანციური მუშაობა და
შობადობის ზრდა

11 ქვეყანა, რომელსაც მსოფლიოში საუკ...

11 ქვეყანა, რომელსაც
მსოფლიოში საუკეთესო
მედიცინა აქვს

რატომ არის თვალის მწვანე ფერი იშვია...

რატომ არის თვალის მწვანე
ფერი იშვიათი?

მსოფლიოში ყველაზე გრძელი გვირაბი, რ...

გოტჰარდის გვირაბები

ფრინველი, რომელსაც ყველაზე ძვირად ღ...

ყველაზე ძვირფასი ბუმბული

სადაურია ინდაური? — ფრინველი, რომელ...

სადაურია ინდაური?