საკნატუნო ამბები

რატომ არიან ებრაელები ჭკვიანები და მდიდრები?

fun time

16:59

რატომ არიან ებრაელები
ასეთი ჭკვიანები და
მდიდრები?

14
დაკოპირებულია

სტივენ სპილბერგი, სტენლი კუბრიკი, ჰარისონ ფორდი, ნატალი პორტმანი, ბარბრა სტრეიზანდი, ბობ დილანი, ბილი ჯოელი, ძმები კოენები, ალბერტ აინშტაინი, ზიგმუნდ ფროიდი – ეს სახელები ყველასთვის კარგად ცნობილია, რადგან თითოეულის უკან გამორჩეული ბიოგრაფია და ისეთი დამსახურებებია, რომლებმაც მსოფლიო აღიარება მოუტანეს.

ცნობადობისა და მსხვილი საბანკო ანგარიშების გარდა, ამ ადამიანებს კიდევ ერთი ნიშანი აერთიანებთ – ისინი ებრაელები არიან. ამ შემთხვევაში, გავრცელებული აზრი იმის შესახებ, რომ ყველა ებრაელი ჭკვიანი, მოხერხებული და მდიდარია, 100%-ით მართალია.

სხვათა შორის, ებრაელი არა მხოლოდ პლანეტის უმდიდრეს და ყველაზე ცნობილ ადამიანებს შორის, არამედ ყველაზე ჭკვიანებს შორისაც ბევრია. ამაში ადვილად დარწმუნდებით, თუ ნობელისა და სხვა პრესტიჟული პრემიის ლაურეატების სიას გადახედავთ.

ებრაელების ჭკუისა და მოხერხებულობის ერთ-ერთი მიზეზი რთული გარემოებებია, რომელშიც ეს ხალხი არსებობის მანძილზე აღმოჩნდა. კერძოდ, ანტისემიტური განწყობების გამო მათ ორჯერ ან სამჯერ უფრო მეტი შრომა უწევდათ იმავე სიკეთეების მისაღებად, რაც სხვებს ჰქონდათ.

ებრაელების მრავალსაუკუნოვან ისტორიაში ძალიან ბევრი სევდიანი გვერდია. ისინი მუდმივად დევნას განიცდიდნენ და მსოფლიოს არცერთ ქვეყანაში, სადაც კი დასახლებას და საკუთარი საქმის წამოწყებას ცდილობდნენ, მოსვენებას არ აძლევდნენ:

👉 მე-13 საუკუნეში ებრაელებს ევროპაში მიწის ფლობა აუკრძალეს, მათ არ ჰქონდათ სოფლის მეურნეობის და წარმოების უფლება. მარტივად რომ ვთქვათ, ებრაელებს ყოველდღიური ლუკმაპურის გამომუშავების შესაძლებლობა წაართვეს.

ამის მიუხედავად, ებრაელები ევროპაში (იტალიაში) პირველები გახდნენ, ვინც ქაღალდისა და შუშის წარმოების ტექნოლოგიები დანერგა. როდესაც ყველასთვის ცნობილი გახდა, რომ ამ საქმეში პიონერები ებრაელები იყვნენ, ქაღალდისა და შუშის წარმოება აიკრძალა, ხოლო ებრაელები სპეციალურ, ყველა მხრიდან შემოღობილ კვარტალებში – „გეტოებში“ ჩაასახლეს.

იტალიის მთავრობას ებრაელების ქვეყნიდან სრულიად გაძევება არ შეეძლო, რადგან ხაზინას მათი ფული სჭირდებოდა. საბოლოოდ, ყველა იტალიელი ებრაელი კუნძულ კანარეჯოზე გადაასახლეს, სადაც რაიონი „Getto Nuovo“ მოაწყვეს.

გადასახლებულ ებრაელებს აუკრძალეს უძრავი ქონების ფლობა, სახვითი ხელოვნებით დაკავება და, განსაკუთრებული საჭიროების გარეშე, გეტოს ტერიტორიის დატოვება. თუ გეტოდან გასვლა აუცილებელი იყო, ებრაელებს სპეციალური თავსაბურავები უნდა დაეხურათ, ყვითელი ფერის განმასხვავებელი ნიშნებით.

👉 1791 წელს რუსეთში ებრაელებისთვის „ბინადრობის ზღვარიც“ კი შემოიღეს – საზღვარი, რომლის გადაკვეთაც ებრაელებს არავითარ შემთხვევაში არ შეეძლოთ. შესაბამისად, ებრაელების უმრავლესობას მოსკოვში, პეტერბურგსა და რუსეთის სხვა მსხვილ ქალაქებში ცხოვრება ეკრძალებოდა.

გაგაძევეს ერთი ადგილიდან? იპოვე სხვა, ბევრად უკეთესი. უფლებას არ გაძლევენ, რამე საქმით დაკავდე? აკეთე ის, რაც შენამდე არავის უკეთებია და წარმატებას მიაღწიე! ცხოვრებამ ებრაელებს ნებისმიერ სიტუაციაში გამოსავლის პოვნა და მისგან სარგებლის მიღება ასწავლა.

ამა თუ იმ პრობლემის წარმოქმნისას, სასოწარკვეთის ნაცვლად, იმაზე ფიქრს იწყებენ, თუ როგორ და სად შეძლებენ ფულის შოვნას. ამაში ცუდი არაფერია. ყოველ შემთხვევაში, პრობლემებისგან ყურადღების გადატანაში მაინც ეხმარებათ.

ებრაელების წარმატების კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ასპექტი მათი მოლაპარაკების უნარია. ებრაულ საზოგადოებაში ეს უნარი ხელოვნებასთანაა გათანაბრებული და მას ბავშვობიდანვე ასწავლიან. თუ ებრაელი მოლაპარაკებას ვერ ისწავლის, ის სხვა ადამიანებთან პროფესიულ ურთიერთობებში ვერაფერს მიაღწევს.

ყველაზე მარტივია, ზურგი აქციო ადამიანს, რომელსაც თანამშრომლობა არ სურს, მაგრამ ებრაელებს ეს არ შეუძლიათ. მეტიც, ყველა ებრაელი ბიზნესმენი დარწმუნებულია, რომ საერთო ენის გამონახვა ნებისმიერ ადამიანთან შესაძლებელია და სწორედ ეს არის მისი პირველადი ამოცანა.

მუდმივად დევნის პირობებში ცხოვრებამ ებრაელი ხალხის თვალში განათლების მნიშვნელობა საგრძნობლად აამაღლა, ამიტომ ებრაელებში, პირველ რიგში, ადამიანის ცოდნა და ინტელექტუალური ძალა ფასდება.

ებრაელი ხალხის ცხოვრებისეული დევიზია, რომ ადამიანი ყოველ თავისუფალ წუთს რაღაცას უნდა სწავლობდეს, ანუ მთელი თავისუფალი დრო ახალი ცოდნის მიღებას უნდა მოახმაროს. ებრაელების მენტალიტეტი ისეთია, რომ რა სფეროშიც არ უნდა მუშაობდნენ, ცდილობენ, პირველთა შორის პირველები იყვნენ.

ზემოთ თქმულის მიუხედავად, არსებობს სფეროები, რომლებიც ებრაელებმა ვერ დაიპყრეს. „ებრაელ ხალხს არ შეუძლია იამაყოს წარმატებებით ათლეტიკაში, ფეხბურთსა და სოფლის მეურნეობაში.

***

ებრაელი მამის 10 რჩევა შვილს!

რატომ ატარებენ ებრაელები პატარა ქუდს?

ქაშერული სექსი და სიყვარულის 4 პრინციპი ებრაელებისგან


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

რატომ აშრობენ იტალიელები სარეცხს ქუ...

იტალიური ტრადიციები

ახალი კვლევა — დისტანციური მუშაობა...

დისტანციური მუშაობა და
შობადობის ზრდა

11 ქვეყანა, რომელსაც მსოფლიოში საუკ...

11 ქვეყანა, რომელსაც
მსოფლიოში საუკეთესო
მედიცინა აქვს

რატომ არის თვალის მწვანე ფერი იშვია...

რატომ არის თვალის მწვანე
ფერი იშვიათი?

მსოფლიოში ყველაზე გრძელი გვირაბი, რ...

გოტჰარდის გვირაბები

ფრინველი, რომელსაც ყველაზე ძვირად ღ...

ყველაზე ძვირფასი ბუმბული

სადაურია ინდაური? — ფრინველი, რომელ...

სადაურია ინდაური?

რატომ ბანაობენ ავსტრალიის ჩრდილოეთშ...

რატომ ბანაობენ
ავსტრალიის ჩრდილოეთში
კოლჰოტებით?

იტალიაში დააკანონეს ანაზღაურებადი შ...

შვებულება ავად გამხდარი
შინაური ცხოველის
მოსავლელად