ურთიერთობა

ქაშერული სექსი და სიყვარულის 4 პრინციპი ებრაელებისგან

fun time

23:00 პარ. 21 მაისი, 2021 წელი

ებრაული ტრადიციები

14
დაკოპირებულია

იცით, რომ რელიგიური ებრაელი ბედნიერი ქორწინების მეფეა, რომელიც ნებისმიერ ოჯახის ფსიქოანალიტიკოსს ასი თავით სჯობს. 

დაახლოებით, ასი წლის წინათ ცნობილმა სოციოლოგმა, ებრაულ ოჯახში გაზრდილმა ემილ დურკჰაიმმა (David Émile Durkheim) ერთი პარადოქსი შენიშნა - ყველა ისტორიული პრობლემის მიუხედავად, ებრაელებმა სიცოცხლისუნარიანობის შენარჩუნება შეძლეს; სხვა ერებთან შედარებით, ებრაელებში სუიციდის მაჩვენებელი კრიტიკულად დაბალი იყო. ეს ებრაული მსოფლმხედველობის დამსახურებაა, რომელიც კრიზისის მართვის სახელმძღვანელოს წარმოადგენს.

ებრაული მსოფლმხედველობის თავისებურებები მხოლოდ კრიზისული პერიოდისთვის კი არა, მშვიდობის დროს, კერძოდ, სიყვარულში უნიკალური დამხმარეა.

სანამ დასავლური კულტურის ხალხები ქორწინების კრიზისს განიცდიან და გენდერულ იდენტობებში გარკვევას ცდილობენ, ებრაელებთან სიმშვიდეა.

რა თქმა უნდა, დასავლურ კულტურას თავისი ხიბლი აქვს, თუმცა, ზოგჯერ, საღი აზრის შენარჩუნებისთვის სცენიდან მაყურებელთა დარბაზში უნდა ჩამოხვიდეთ.

გთავაზობთ, ცოტა ხნით გენდერული ქაოსისგან დაისვენოთ და ყველაზე ქაშერულ საწოლში გადაინაცვლოთ.

ვნახოთ, რომელი წესები ეხმარება ებრაელებს, რომ ისტორიაში ერთ–ერთ ყველაზე ოჯახურ ერად დარჩეს:

ქმარი ვალდებულია, ცოლს ჩააცვას და გამოკვებოს!

სანამ ევროპელები არკვევენ, უნდა გადაიხადოს თუ არა ახალგაზრდა მამაკაცმა თავისი გოგონას ყავის საფასური, ებრაელები ქორწინებამდე მკაცრ საქორწინო კონტრაქტს - „კტუბუს“ აფორმებენ.

ამ ხელშეკრულების თანახმად, ქმარი ვალდებულია, ცოლი გამოკვებოს, შემოსოს და მისი სხვა საჭიროებების დაკმაყოფილება სრულად უზრუნველყოს.

განქორწინების შემთხვევაში, ქმარი ვალდებულია ყოფილ მეუღლეს იმდენი ფული მისცეს, რომ, მინიმუმ, ერთი წელი კომფორტული ცხოვრებისთვის ეყოს.

სექსი ქმრის მოვალეობაა და ცოლის უფლება!

ებრაელთა საქორწინო კონტრაქტში კიდევ ერთი საინტერესო მუხლია. საქმე ის გახლავთ, რომ თორა სექსს განიხილავს, როგორც ცოლის მიმართ ქმრის მოვალეობას და არა პირიქით! ქმარი ვალდებულია, რეგულარულად დააკმაყოფილოს ცოლი საწოლში და დარწმუნდეს, რომ სექსმა მას სიამოვნება მოუტანა.

მეუღლის სიამოვნებისთვის, ქმარი, ფაქტობრივად, ღვთის წინაშეა პასუხისმგებელი - ამ ებრაულმა იდეამ პროგრესს საუკუნეებით გაუსწრო!

ორიოდე საუკუნის წინ ევროპაში გოგონებს ასწავლიდნენ, რომ ინტიმური ურთიერთობის დროს სამშობლოსა და დედოფალზე ეფიქრათ. ამასთან, ქალის აქტიური ლიბიდო „ისტერიულ დაავადებასთან“ ასოცირდებოდა. ებრაელები კი ათასი წლის წინ გულმოდგინედ აკმაყოფილებდნენ ცოლებს, რადგან იცოდნენ - ეს ოჯახის კეთილდღეობის საიდუმლოა.

კარგი იქნებოდა, რომ პოსტსაბჭოთა კულტურას, სადაც სექსს რატომღაც კვლავ „მამაკაცის მოთხოვნილებად“ მიიჩნევენ, ებრაელებისგან ქალის ფიზიოლოგიის პატივისცემა ესწავლა.

ცოლ-ქმარი თვეში 12 დღეს ცალ-ცალკე საწოლში ატარებს

ერთ-ერთი მთავარი სირთულე, რომელიც წლების შემდეგ მეუღლეებს შორის ჩნდება, ერთმანეთის მობეზრებაა. ებრაული რელიგიური წყაროები ამ უსიამოვნების თავიდან აცილების ჭკვიანურ გზას აღწერენ.

ხანგრძლივ ურთიერთობებში მარადიული ვნების შენარჩუნების რეცეპტი მარტივია - თვეში 12 დღე ერთმანეთს არ უნდა შეეხოთ.

მენსტრუაციის დროს და მას შემდეგ, ერთი კვირის განმავლობაში, ცოლ-ქმარს ეკრძალება ჩახუტება, კოცნა, სექსი და ერთ საწოლში ძილი.

დაშორების პერიოდში მეუღლეები ერთმანეთისთვის სიმბოლურად ისევ პატარძლები და საქმროები ხდებიან. 12-დღიანი თავშეკავების შემდეგ მათთვის თითქოს ისევ პირველი საქორწინო ღამე დგება.

თუ ატყობთ, რომ თქვენს წყვილში ვნებების ცეცხლი ქრება, ეცადეთ, ებრაულ მეთოდებს მიმართოთ. ეს თქვენი ურთიერთობისთვის ბევრად უსაფრთხოა, ვიდრე რჩეულთან ერთად სვინგ-კლუბში წასვლა, სამში სექსის მოწყობა და სხვა მსგავსი საქმიანობა.

მოექეცი შენს ცოლს ისე, როგორც ღმერთი ექცევა ებრაელ ხალხს

თორას მთხრობელები მამაკაცსა და ქალს შორის ქორწინებას ღმერთის ებრაელებისთვის მიცემულ აღთქმას ადარებენ. აღთქმის თანახმად, ღმერთი თავის ხალხს ისე ექცევა, როგორც ქმარი ცოლს: აცმევს, კვებავს და უვლის. ყოველთვის, როდესაც ღვთის რჩეული ერი მცნებას არღვევდა, თავს ღმერთის რისხვა ატყდებოდა, მაგრამ საბოლოოდ ყველაფერს აპატიებდა. ზუსტად ასე უნდა ხდებოდეს მოყვარულ ცოლ-ქმარს შორისაც.

რა თქმა უნდა, ასეთი დამოკიდებულების დროს ქორწინების ინსტიტუტს არავითარი კრიზისი არ ელოდება.


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ვინ იყო ერთადერთი არასრულწლოვანი, ვ...

არასრულწლოვანი, ვინც
სსრკ-ში სიკვდილით დასაჯეს

ვინ არის მსოფლიოში ერთადერთი მამაკა...

ბჰუტანის IV მეფე, ცოლებთან
ერთად

რატომ იცინოდნენ ბრალდებულები ნიურნბ...

რატომ იცინოდნენ
ბრალდებულები ნიურნბერგის
პროცესზე?

მან ერთადერთხელ დაარღვია პროტოკოლი...

დედოფალი ელისაბედ II

როგორ უნდა მოიქცეთ, თუ თქვენს შეურა...

ბრძნული იგავი

თავი რომ გადაერჩინა, მარტოხელა დედა...

ინდოელი ქალის ისტორია

ებრაელი მამის 10 რჩევა შვილს!

ებრაელი მამის 10 რჩევა
შვილს!

ასეთ ადამიანებს ნუ დაეხმარებით!

ასეთ ადამიანებს ნუ
დაეხმარებით!

ისწავლეთ „არას“ თქმა! - მარტივი ხრი...

ისწავლეთ „არას“ თქმა!