იცით თუ არა

რატომ ატარებენ ებრაელები პატარა ქუდს?

fun time

12:00 ორშ. 27 სექტემბერი, 2021 წელი

კიპა - ებრაელების ქუდი

14
დაკოპირებულია

ამ პატარა, მრგვალ ქუდს, რომელიც კეფის ზედა ნაწილს ფარავს, კიპას ეძახიან. ოდესელი ებრაელები ჩვეულებრივი ქსოვილისგან შეკერილ შავ კიპას ატარებენ; აშშ-სა და ევროპაში სხვადასხვანაირი ახურავთ: ჭრელი ნაქსოვი, ნაბდის, შავი ველვეტის; საქართველოში უფრო იშვიათად შეხვდებით ებრაელს თავზე კიპით, ისიც - უფრო შაბათობით...

თავდაპირველად, ებრაელების ქუდი ღმერთთან კონტაქტის სიმბოლოდ მიიჩნეოდა. უფლის მსახურება (ლოცვა, კურთხევა, თორას შესწავლა) მხოლოდ თავსაბურავით ხდებოდა.

მოგვიანებით, ზოგიერთმა ებრაელმა საერთოდ უარი თქვა კიპას მოხსნაზე.

ამით ებრაელები იმის დემონსტრირებას ახდენენ, რომ მათი ყოველი ქმედება ღვთის მსახურებისკენაა მიმართული, უფლის არსებობას აღიარებენ და მას საკუთარ თავზე მეტად აფასებენ, როცა სხეულის ყველაზე მნიშვნელოვანი და განვითარებული ნაწილით კიპას ატარებენ.

ისე კი, ვერც თორაში და ვერც თალმუდში ვერ ამოიკითხავთ, რომ მორწმუნემ ქუდი უნდა ატაროს. ეს ტრადიცია ებრაელებმა თავად შექმნეს.

ქრისტიანი მამაკაცები ღმერთის მიმართ მორჩილებას ქუდის მოხდით გამოხატავენ, იუდეველები კი პირიქით, თავზე კიპას დადებით აღიარებენ.

ორთოდოქსი ებრაელები კიპას მუდმივად ატარებენ, კონსერვატორები - მხოლოდ სინაგოგაში შესვლისა და საკვების მიღების დროს, ხოლო თანამედროვე, რეფორმატორი ებრაელები საერთოდ არ მიიჩნევენ რწმენის ატრიბუტად.

იმის მიუხედავად, რომ ებრაელი ქალები კიპას არ ატარებენ, ისინი თავიანთ რელიგიის მიმართ პატივისცემას თავსაფრის ან, გათხოვების, შემდეგ პარიკის ტარებით გამოხატავენ. ებრაული წესებით, მიიჩნევა, რომ გათხოვილი ებრაელის თმა მხოლოდ მეუღლემ უნდა ნახოს.

კიპები ერთმანეთისგან ფერით, ზომით, ფორმითა და მასალით განსხვავდება. ამის მიხედვით შეიძლება განსაზღვროთ, მისი პატრონი იუდაიზმის რომელ მიმდინარეობას განეკუთვნება. მაგალითად, ჰასიდები კიპას ცილინდრის ან ბეწვის ქუდის ქვეშ ატარებენ, რომლის წარმოშობის ისტორია და მნიშვნელობა ცალკე კვლევის საგანია.

🔰:

რატომ წერენ ებრაელები მარჯვნიდან მარცხნივ?

ებრაული ქორწილი - სიყვარულის 4 მთავარი პრინციპი


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

როგორ მოძრაობენ გემები ღამით, განათ...

როგორ მოძრაობენ გემები
ღამით

რატომ არის გასაიდუმლოებული სტივ ჯობ...

რატომ არის
გასაიდუმლოებული სტივ
ჯობსის საფლავი

რატომ უთითებენ წყლის ბოთლებზე ვარგი...

რატომ უთითებენ წყლის
ბოთლებზე ვარგისობის
ვადას

სასწავლო წლის დაწყების დრო მსოფლიოს...

სასწავლო წლის დაწყების
დრო მსოფლიოს სხვადასხვა
ქვეყანაში

მხედრული სალამი - რატომ მიაქვთ ამ დ...

რატომ მიაქვთ მხედრული
მისალმების დროს თავთან
ხელი?

„მეცხრე სიმფონიის წყევლა“ — რატომ ე...

მეცხრე სიმფონიის წყევლა

საინტერესო ფაქტები სასკოლო ფორმის შ...

სკოლა Christ's Hospital

რატომ ახურავთ მზარეულებს მაღალი ქუდ...

რატომ ახურავთ მზარეულებს
მაღალი ქუდები?

საინტერესო ფაქტები ადამიანის გულის...

ადამიანის გული