რობინ ჰუდის „გმირი“ - შერვუდის ტყეში 1200 წლის მუხა გახმა
14:21
ნოტინგემშირში (ინგლისი) მდებარე შერვუდის ტყის 12 საუკუნის ლეგენდარული „მაიორის მუხა“ (Major Oak), რომელსაც რობინ ჰუდის შესახებ ბალადებით ვიცნობთ, გახმა. ეს ინფორმაცია ფრინველთა დაცვის სამეფო საზოგადოების ექსპერტებმაც დაადასტურეს — მიმდინარე წლის გაზაფხულზე ხემ ფოთლები ვეღარ გამოისხა.
უხუცესი „მაიორის მუხის“ გახმობა მის გარშემო ნიადაგის მდგომარეობის გაუარესებამ გამოიწვია:
პლანეტის ყველა კუთხიდან ჩამოსული ტურისტების მრავალწლიანმა ნაკადმა ხის ძირში გრუნტის დატკეპნა გამოიწვია. წვიმის წყალმა დატკეპნილი ნიადაგიდან ფესვებამდე შეღწევა ვერ შეძლო და მცენარე სიცოცხლისთვის საჭირო საკვები ნივთიერებებისა და ტენის გარეშე დარჩა. შერვუდის ტყის ნაკრძალის თანამშრომლებმა ეს დანაკარგი როგორც „გულსაკლავი“ შეაფასეს.
უახლოეს მომავალში ექსპერტები გეგმავენ ხის ნაწილების საგულდაგულო გამოკვლევას. ეს მკვლევრებს საშუალებას მისცემს გამოავლინონ პოტენციური საფრთხეები ტერიტორიის ვიზიტორებისთვის — იტყობინება The Guardian.
შერვუდის ტყის ლეგენდარულ „მაიორის მუხას“ (Major Oak), ასაკის გარდა, ზომებიც გამაოგნებელი აქვს. ხის ვარჯის გარშემოწერილობა 28 მეტრს აღწევდა, ხოლო მისი წონა, მეცნიერების ვარაუდით, 23 ტონამდე იყო.
საიდან გაჩნდა სახელი „მაიორის მუხა“?
მას „მაიორის მუხა“ მაიორ ჯონ ჰეიმანის პატივსაცემად უწოდეს. მაიორმა1790 წელს გამოსცა წიგნი შერვუდის უძველეს ხეებზე და კონკრეტულად, ეს მუხა დაწვრილებით აღწერა. მანამდე მას უბრალოდ „დედოფლის მუხას“ ან „კოცონის ხეს“ ეძახდნენ.

ხე იმდენად დაბერდა, რომ XX საუკუნის დასაწყისში მისი ტოტების გამაგრება ლითონის ჯაჭვებით დაიწყეს. მოგვიანებით მუხას სპეციალური ხის და ფოლადის საყრდენები დაუდგეს, რათა საკუთარი ტოტების სიმძიმეს არ გაეტეხა.

რობინ ჰუდის „შტაბ-ბინა“ — ლეგენდის თანახმად, რობინ ჰუდი და მისი მეგობრები სწორედ ამ მუხის ფუღუროში ისვენებდნენ.
***
ტყის ხანძრებს ფრინველები აჩენენ?
უცნაური ხე, რომელიც ფრინველებს ხოცავს
დევონშირის საგრაფო - ყველაზე ზღაპრული ადგილი დედამიწაზე
სიახლეები ამავე კატეგორიიდან