საკნატუნო ამბები

დევონშირის საგრაფო - ყველაზე ზღაპრული ადგილი დედამიწაზე

fun time

13:07 ხუთ. 6 იანვარი, 2022 წელი

დევონშირის საგრაფო

14
დაკოპირებულია

ლა მანშის სრუტეს ჩრდილოეთ ნაპირზე გადაშლილი დევონშირის საგრაფო არა მარტო ინგლისში, მთელ მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე ლამაზ ადგილად ითვლება. ჯადოსნური სახლებისა და ულამაზესი ციხესიმაგრეების ნახვისას, რთული წარმოსადგენია, რომ მთელი ეს დიდებულება ნახატი კი არა, თანამედროვე ბრიტანეთის რეალობაა. 

ეს წარმოუდგენლად თვალწარმტაცი ადგილები მთელი მსოფლიოდან უამრავ ტურისტს იზიდავს. აქ ადამიანებს უზარმაზარი სასახლეების სამეფო არქიტექტურის გარდა, სოფლის პატარა, ზღაპრული სახლები იზიდავთ.

სახლის თითოეული მფლობელი ცდილობს საკუთარი ეზოს დიზაინში უნიკალური ატმოსფერო შექმნას. ყველა, ვისაც დევონშირში სახლი აქვს, საკუთარ ზღაპარს მოწიწებითა და სიყვარულით ქმნის.

დევონშირში სახლები მხოლოდ ბუნებრივი, ეკოლოგიურად სუფთა მასალისგან არის აშენებული. ფასადის და ინტერიერის გაფორმების, ასევე ბუნებრივი გადახურვისთვის დევონშირში ამ დრომდე ლერწამი და ჩალა გამოიყენება. ბავშვებისთვის ხეებზე ჯადოსნურ სახლებს აშენებენ. აქ ვერსად ნახავთ ლითონის ფილებს ან სხვა თანამედროვე მასალას. ექსტერიერის დეკორაციისთვის კი ძირითადად, ხე გამოიყენება.

ქვეყნის სამხრეთ-დასავლეთით მდებარე დევონშირი ინგლისში სიდიდით მესამე საგრაფოა.

თუ გსურთ ბრიტანელების ტრადიციებსა და ნამდვილ ბუნებას გაეცნოთ ან მწვანე ტურიზმის მოყვარული ბრძანდებით, მოგზაურობა აუცილებლად დევონშირიდან უნდა დაიწყოთ. ამ ტიპის ტურიზმი როგორც ინგლისის ხელისუფლების, ასევე დევონშირის მოსახლეობის მხარდაჭერით სარგებლობს.

საკურორტო და ტურისტული ბიზნესი დევონშირის შემოსავლის ძირითად წყაროდ მას შემდეგ იქცა, რაც ამ ადგილებში მე-19 საუკუნეში რკინიგზა გაიყვანეს და საგრაფოს თვალწარმტაცი ბუნების მოყვარულები მიაწყდნენ.

ადგილობრივი მოსახლეობა ტურისტებისთვის ისტორიული ინსტალაციის გზით, წინაპრების ცხოვრების მოყოლას ცდილობს.

ამ ადგილებში არის ძალიან ბევრი ღირსშესანიშნაობაა, რომელთა მონახულება მხოლოდ სტუმრებს კი არა, თავად ბრიტანელებსაც ძალიან უყვართ.

გეოლოგიური საოცრება - დევონშირის საგრაფო მსოფლიო მემკვიდრეობის ბუნებრივი ძეგლია, რომელსაც იუნესკო იცავს.



სიახლეები ამავე კატეგორიიდან

26 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

26 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

დანიაში შექმნეს საცვალი, რომელსაც გ...

დანიური საცვლები Organic Basics

სიგარეტი რეცეპტით — საინტერესო ფაქტ...

სიგარეტი რეცეპტით

რატომ გადავიდა მსოფლიო პატარა თეფშე...

სადილი პატარა თეფშებით

ჩინელმა ქალმა ნაგვის კონტეინერებში...

ჩინელმა ქალმა ნაგვის
კონტეინერებში ნაპოვნი 30
ბავშვი გაზარდა

ნივთები, რომლებიც მალე წარსულს ჩაჰბ...

ნივთები, რომლებიც მალე
წარსულს ჩაჰბარდება

როტშილდების 5 წესი - ფინანსური სიმდ...

ბუკინგემშირში,
როტშილდების ცნობილი
სასახლე - უადესდონის
მამული

მესამე ფარი - რატომ არ გაამართლა ავ...

სამფარიანი ავტომობილი Tucker
48 (Tucker Torpedo)

იაპონიაში ნებისმიერ ზრდასრულს აქვს...

როგორც ინარჩუნებენ
იაპონელები სოციალურ
ქცევის კულტურას?