იცით თუ არა

ახალი კვლევა — როგორ მოქმედებს სიცივე სხეულის შინაგან მდგომარეობაზე?

fun time

18:29 სამ. 25 თებერვალი, 2025 წელი

სიცივე და ადამიანის
შინაგანი მდგომარეობა

14
დაკოპირებულია

ნორვეგიის შრომის ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების ინსტიტუტის (STAMI) მკვლევრის, ფრედ ჰაუგენის თქმით, ადრე მიაჩნდათ, რომ დაბალ ტემპერატურაზე ხანგრძლივი ზემოქმედება გარკვეულ გენებს ააქტიურებს, რომლებიც სხეულის ადაპტაციის პროცესს აჩქარებენ, თუმცა, ვერავინ იფიქრებდა, რომ ასეთი ცვლილებები შეიძლება მეტისმეტად სწრაფად - სულ რაღაც ერთ სამუშაო დღეში მოხდეს. 

ამ პროცესების შესწავლა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ჩრდილოეთ რეგიონებში მცხოვრები და მომუშავე ადამიანებისთვის, სადაც დაბალ ტემპერატურას ხშირად ხანმოკლე დღე ახლავს.

***

ნორვეგიაში დასაქმებული ადამიანების 32% ცვლებში მუშაობს, ხოლო 17% იძულებულია, დაბალ ტემპერატურაზე იმუშაოს. ამ ფაქტორების გამო შეიძლება რესპირატორული, გულ-სისხლძარღვთა დაავადებებისა და ტრავმის რისკი გაიზარდოს, ყურადღების კონცენტრაცია შემცირდეს და კუნთებსა და სახსრებში ქრონიკული ტკივილი განვითარდეს.

კვლევის დროს მეცნიერებმა დაადგინეს, თუ როგორ რეაგირებს თაგვის სხეული დღის ამა თუ იმ მონაკვეთის მიხედვით ტემპერატურის ცვლილებებზე.

ექსპერიმენტმა აჩვენა, რომ სიცივეში გატარებული 8 საათი სხვადასხვა უჯრედში, განსაკუთრებით — ყავისფერ ცხიმში, სხვადასხვა სახის რეაქციას ააქტიურებს. ცნობისთვის, ყავისფერი ცხიმი უნიკალური ქსოვილია, რომელსაც სპეციალური პროტეინის — UCP1-ის დახმარებით სითბოს გამომუშავება შეუძლია. ყავისფერი ცხიმი ჩვილებს გაცილებით მეტი აქვთ, ვიდრე მოზრდილებს, რაც მათ სითბოს შენარჩუნებაში ეხმარება. მკვლევრებმა დაადგინეს, რომ ყავისფერი ცხიმის გააქტიურება დამოკიდებულია დღის ამა თუ იმ მონაკვეთზე და ჰორმონ FGF21-ის დონის ცვლილებაზე, რომელიც ყავისფერ ცხიმოვან ქსოვილში და ღვიძლის უჯრედებში წარმოიქმნება.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი აღმოჩენა იყო ის, რომ სიცივე ე.წ. საათობრივ გენებზე მოქმედებს, რომლებიც სხეულის ბიორიტმს არეგულირებენ. ეს გენი ყველა უჯრედში წარმოდგენილია და აკონტროლებს ჰიპოთალამუსს, ტვინის უბანს, რომელიც პასუხს აგებს შიდა საათზე. როგორც აღმოჩნდა, სიცივის ზემოქმედებამ შეიძლება ეს რიტმი დაარღვიოს და უჯრედულ დონეზე ჯეტლაგი ანუ ბიოლოგიური, ცირკადული რითმების დარღვევა გამოიწვიოს. სიცივის მიმართ განსაკუთრებით მგრძნობიარე აღმოჩნდა ბიოლოგიურ საათთან და პერიფერიულ ნერვულ სისტემასთან დაკავშირებული ყავისფერი ცხიმის გენები.

***

მიუხედავად იმისა, რომ კვლევები ჯერჯერობით მხოლოდ თაგვებზე ჩატარდა, ეს მომავალი ექსპერიმენტებისთვის შესანიშნავ საფუძველს იძლევა. მეცნიერები გეგმავენ გაარკვიონ როგორ აისახება გენებზე, რომლებიც სიცივესთან ადაპტაციას აწესრიგებენ, დღის ესა თუ ის მონაკვეთი, როდესაც ადამიანს სიცივეზე ყოფნა უწევს.

ახალი მონაცემები მეცნიერებს ისეთი მიდგომების შემუშავებაში დაეხმარება, რომლებიც ადამიანის სხეულზე დაბალი ტემპერატურის უარყოფით გავლენას შეამცირებს.

ესეც დაგაინტერესებთ:

ახალი კვლევა — ჭორაობა სასარგებლოა!

ახალი კვლევა — ქორწინების ხანგრძლივობა ქორწინებამდე პარტნიორების რაოდენობაზეა დამოკიდებული

სიმსუქნე გადამდებია — მეცნიერების ახალი აღმოჩენა



სიახლეები ამავე კატეგორიიდან

კუ — ევოლუციის საოცრება დინოზავრები...

კუ - ევოლუციის საოცრება

აშშ-ის შტატები, სადაც ათეისტებს სახ...

აშშ-ის შტატები, სადაც
ათეისტებს სახელმწიფო
თანამდებობების დაკავება
ეკრძალებათ

რატომ აშენებდნენ ქოხებს „ქათმის ფეხ...

ქოხი ქათმის ფეხებზე

სააღდგომო კვერცხი — ტრადიციები, სიმ...

სააღდგომო კვერცხი

ბიბლიური თემები კინოში — ქრისტეს რო...

ენრიკე ირასოკი

ბზობა - ერთადერთი შემთხვევა, როცა ზ...

ქრისტეს შესვლა
იერუსალიმში. XII საუკუნე,
მოზაიკა, პალატინის კაპელა,
იტალია.

როგორ შევინახოთ სააღდგომო კვერცხი,...

სააღდგომო კვერცხის
შენახვა

საკმევლის თვისებები

საკმევლის თვისებები

„სტოპ“ ნიშნის ავტორს მანქანა არასდრ...

„სტოპ“ ნიშნის ავტორს
მანქანა არასდროს
უტარებია