სილამაზე/ჯანმრთელობა

სიმსუქნე გადამდებია - მეცნიერების ახალი აღმოჩენა

fun time

16:10 სამ. 10 დეკემბერი

სიმსუქნე გადამდებია

14
დაკოპირებულია

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია გვაფრთხილებს, რომ სიმსუქნე შესაძლოა 21-ე საუკუნის ეპიდემიად იქცეს. უკვე დღეს, პირველად კაცობრიობის ისტორიაში, პლანეტაზე უფრო მეტი ჭარბწონიანი ადამიანია (300 მილიონი), ვიდრე გამხდარი. 

ჭარბწონიანთა რაოდენობით პირველ ადგილზე შეერთებული შტატებია – აქ 108 მილიონი მსუქანი ადამიანია, ანუ ქვეყნის მოსახლეობის თითქმის ყოველი მეორე. მოსახლეობის მესამედში კი სიმსუქნე ნამდვილ ავადმყოფობად იქცა, რომელიც თითქმის ყველა ორგანოსა და სისტემის მუშაობაზე ახდენს გავლენას.

ევროპის ქვეყნებში ცოტა უკეთესი მდგომარეობაა, მაგრამ ე.წ. მესამე სამყაროს ქვეყნებში 115 მილიონი ჭარბწონიანი ადამიანია.

სიმსუქნის გამომწვევი მიზეზები

ჩვეულებრივ, სიმსუქნის გამომწვევ მიზეზებს შორის ასახელებენ: არაჯანსაღ მენიუს, ჭარბ ცხიმებს, ნახშირწყლებს და ცხოვრების უმოძრაო წესს, მაგრამ მეცნიერებმა კიდევ ერთი ფაქტორი აღმოაჩინეს, რომლის მიხედვითაც სიმსუქნე ინფექციურ დაავადებად უნდა ჩაითვალოს.

სიმსუქნე შეიძლება გადამდები იყოს - ნაწლავის ფლორის კვლევამ აჩვენა, რომ მასში მცხოვრები ბაქტერიების მესამედი წარმოქმნის სპორებს, რომლებსაც ღია სივრცეში არსებობა და ადამიანებს შორის გავრცელება შეუძლიათ - ამ დასკვნამდე დიდი ბრიტანეთის სანგერის ინსტიტუტის მეცნიერები მივიდნენ, - იუწყება ბრიტანული გამოცემა The Telegraph.

ათი წლის წინათ, სენტ-ლუისში (აშშ) ვაშინგტონის უნივერსიტეტის მკვლევრებმა აღმოაჩინეს, რომ მსუქანი თაგვების ნაწლავებიდან აღებული მიკრობების გამხდარი თაგვების სხეულში გადატანა ამ უკანასკნელთა წონის მატებას იწვევდა, რაც მსგავსი ექსპერიმენტებით არაერთხელ დადასტურდა.

სიმსუქნის „გადადების“ მიზეზი

ახალი კვლევა ვარაუდობს, რომ ამ მიკრობებს სხეულის გარეთ ცხოვრება და სხეულში გარემოდან შესვლა შეუძლიათ, ამასთან, ზიანს აყენებენ ნაწლავებში ჯანსაღი ბაქტერიების პოპულაციას და დაავადებების განვითარებას იწვევენ. ახლა ცხადია, რატომ აწუხებს ჭარბი წონა ერთი ოჯახის რამდენიმე წევრს. დიახ, ეს ეს მხოლოდ გენეტიკა არაა.

„სიმსუქნე და ნაწლავის ანთებითი დაავადებები, მათ შორის კრონის დაავადება და კოლიტი, შეიძლება ადამიანიდან ადამიანს გადაეცეს" - განაცხადა სანგერის ინსტიტუტის დოქტორმა ტრევორ ლოულიმ, რომელიც კვლევას ხელძღვანელობდა. მისი განმარტებით, ერთ სახლში მცხოვრები ადამიანები აუცილებლად ცვლიან ბაქტერიებს, რაც შეიძლება სიმსუქნის „გადადების“ მიზეზი გახდეს. რა თქმა უნდა, არიან ადამიანები, რომლებიც დაავადებების მიმართ უფრო მგრძნობიარენი არიან და ამ შემთხვევაში შეიძლება სხვადასხვა ფაქტორების ერთობლიობაზე ვისაუბროთ.

მეცნიერები დარწმუნებულები არიან, რომ ჯანმრთელი ადამიანების ნაწლავებში ბაქტერიების შესწავლა ავადმყოფებში ბალანსის აღდგენას და მკურნალობას დაეხმარება.

ბაქტერიები ადამიანის სხეულის წონის დაახლოებით ორ პროცენტს შეადგენს. ბევრი მათგანი ჟანგბადის მიმართ მგრძნობიარეა და მათი ლაბორატორიაში კულტივირება რთულია, რაც დიდი ხნის განმავლობაში მეცნიერებს შესწავლაში ხელს უშლიდა.

ახლა ბიოლოგებმა შეძლეს მიკროორგანიზმების კატალოგის შედგენა და იმედოვნებენ, რომ შექმნიან ბაქტერიების ნაკრებს, რომელიც ნაწლავის მიკროფლორის ჯანსაღ მდგომარეობას აღადგენს.

ესეც დაგაინტერესებთ:

D ვიტამინის ნაკლებობა სიმსუქნეს იწვევს

დაკლებული 1 კგ-სთვის 2 გრ. ოქრო - ქვეყნები, სადაც სიმსუქნესთან ბრძოლა სახელმწიფო პოლიტიკაა


წყარო: www.telegraph.co.uk


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

3 ხილი, რომელიც ზამთარში ჯანმრთელობ...

3 ხილი, რომელიც ზამთარში
ჯანმრთელობისთვის
სასარგებლოა

დალიეთ სიამოვნებისთვის - მოკლე ინსტ...

ღვინის სმის წესები

კომშის სასარგებლო თვისებები

კომშის სასარგებლო
თვისებები

5 მიზეზი იმისთვის, რომ სპირულინა რა...

რა არის სპირულინა

მუშმულას სასარგებლო თვისებები

მუშმულას თვისებები

მუსკატის კაკალი - სასარგებლო თვისებ...

მუსკატის კაკალი
სასარგებლო თვისებები

ქაცვის თვისებები

ქაცვის თვისებები

ღორის ხორცის სასარგებლო თვისებები დ...

ღორის ხორცის სასარგებლო
თვისებები

გოგრის თესლი - როგორ ვჭამოთ სწორად?

გოგრის თესლის სასარგებლო
თვისებები და
უკუჩვენებები