საკნატუნო ამბები

„სისხლიან ფულს ვერ მივიღებ“ - რატომ თქვა გამომგონებელმა 60 მილიონ დოლარზე უარი?

fun time

14:15 სამ. 4 ოქტომბერი, 2022 წელი

ამერიკელი გამომგონებელი
ჯეფრი ვან მიდლბრუკი

14
დაკოპირებულია

ამერიკელმა გამომგონებელმა ჯეფრი ვან მიდლბრუკმა (Jeffrey Van Middlebrook) 2006 წელს შეიმუშავა ტექნოლოგია, რომელიც საყოფაცხოვრებო ნარჩენების წვის შედეგად წარმოქმნილი აირების გამოყოფისა და შეგროვების საშუალებას იძლეოდა. წარმოებაში გამოყენების შემთხვევაში, გამოგონებას უდიდესი მოგების მოტანა შეეძლო, თუმცა, არც მთავრობას და არც კერძო კომპანიებს გამოგონების სახელოსნოდან სამრეწველო მასშტაბზე გადასაყვანად საჭირო თანხის გადახდა არ სურდათ.

 

საბოლოოდ, 2013 წელს, ქვანახშირის „სუფთად წვის“ მეთოდით მსოფლიოში ქვანახშირის ყველაზე დიდი მომხმარებელი ჩინეთი დაინტერესდა.

ამ ქვეყანაში ჰაერის დაბინძურებით გამოწვეული დაავადებების გამო ყოველწლიურად დაახლოებით, ნახევარი მილიონი ადამიანი იღუპება. ნახშირის წვა ჩინეთში შავი სმოგის წარმოქმნის ერთ-ერთი მთავარი მიზეზია, რასაც მთავრობა ჯერჯერობით უშედეგოდ ებრძვის.

ჩინეთის ერთ-ერთმა უნივერსიტეტმა, რომლის უკან კომუნისტური პარტიის ბოსები დგანან, მეცნიერს კვლევის გაგრძელების და მოწყობილობის პროტოტიპის შექმნისთვის 60 მილიონი დოლარი შესთავაზეს.

არავინ იცის, როგორ განვითარდებოდა მოვლენები, რომ მიდლბრუკს ახალი ამბების გამოშვებიდან ჩინეთში სინდისის პატიმრების წამებისა და მათთვის შინაგანი ორგანოების ამოცლის შესახებ არ შეეტყო.
როგორც გამომგონებელმა მოგვიანებით აღიარა, მორალური დილემის წინაშე აღმოჩნდა.

„ჩინელები ცხვირწინ მილიონებს მიფრიალებდნენ, მე კი ამ ქვეყნის შესახებ საშინელებებს ვკითხულობდი. ბოლოს მივხვდი, რომ არ შემიძლია ამის გაკეთება. მე ვერ მივიღებდი სისხლიან ფულს მთავრობისგან, რომელიც საკუთარ მოქალაქეებს ხოცავდა,“ - განაცხადა მეცნიერმა.

„რატომ არ შეიძლება აიღო ფული, შენი ტექნოლოგია მსოფლიოს სასიკეთოდ განავითარო და შემდეგ მიღებული მილიონები კარგი საქმის საკეთებლად გამოიყენო?" - ეკითხებოდნენ მეცნიერს მეგობრები.

მიდლბრუკი ყველას პასუხობდა:

„თუ მართალია, რომ ისინი ადამიანებს შინაგანი ორგანოებისთვის კლავენ და ამაში ხელისუფლების უმაღლესი პირები არიან ჩართულნი, მე ჩემს ტექნოლოგიას ვერ მივყიდი და სისხლიან ფულს ვერ მივიღებ. უბრალოდ, არ შემიძლია ამის გაკეთება.“

ესეც დაგაინტერესებთ:

გენიოსების გამოგონებები, რომლებითაც ყოველდღე ვსარგებლობთ

ნობელიანტი მკვლელები - მეცნიერები, რომელთა გამოგონებას მსოფლიო ნანობს

წყარო: www.theepochtimes.com


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

4 შემთხვევა, როდესაც ციდან ფული მარ...

4 შემთხვევა, როდესაც ციდან
ფული მართლა ცვიოდა

ალასკის მკაცრ კლიმატს რომ გაუძლონ,...

როგორ უძლებს ბაყაყი
ყინვას?

როგორ საუბრობენ პრეზიდენტები ტელეფო...

როგორ საუბრობენ
პრეზიდენტები ტელეფონით?

ფეხსაცმელი, როგორც ოქსფორდის უნივერ...

მამაკაცის ფეხსაცმელი -
ოქსფორდების ისტორია

სად ჯობია დასვენება ფსიქიკის აღსადგ...

სად ჯობია დასვენება
ფსიქიკის აღსადგენად?

რატომ იმატა მსოფლიოში ტყუპების რაოდ...

რატომ მოიმატა მსოფლიოში
ტყუპების რაოდენობამ?

Chupa Chups-ის ლოგო სალვადორ დალიმ...

Chupa Chups-ის ლოგო სალვადორ
დალიმ შექმნა

რატომ უჭირს კატას ხიდან ჩამოსვლა, თ...

რატომ უჭირს კატას ხიდან
ჩამოსვლა

სასწაულმოქმედი ხილი, რომელიც შაქარზ...

მსოფლიოში ყველაზე ტკბილი
ხილი - ტაუმატოკოკუ