საკნატუნო ამბები

ფეხსაცმელი, როგორც ოქსფორდის უნივერსიტეტის კულტურული მემკვიდრეობა

fun time

18:11 ოთხ. 4 მარტი

მამაკაცის ფეხსაცმელი -
ოქსფორდების ისტორია

14
დაკოპირებულია

„ოქსფორდები, მაგრამ არა ბროგები,“ — ამბობს ჯაშუშური ფილმის - Kingsman მთავარი გმირი - ბრწყინვალე კოსტიუმში გამოწყობილი,  ბრიტანელი არისტოკრატი თავისი უცვლელი სტილით. კოსტიუმი უდავოდ იმიჯის მნიშვნელოვანი ნაწილია, თუმცა კიდევ უფრო მეტს ნიშნავს ფეხსაცმელი.

ხარისხიანი ფეხსაცმელი მამაკაცის გარდერობის განუყოფელი ნაწილი და მისი სწორად შერჩევა არანაკლებ მნიშვნელოვანია, ვიდრე ტანსაცმლის სტილი.

ოქსფორდები, ბროგები, დერბები, ლოფერები — მამაკაცის უკიდურესად პოპულარული მოდელებია ფეხსაცმელში. ეს არის ყოველდღიურად ან ოფიციალურ ღონისძიებაზე ჩასაცმელი ტყავის ფეხსაცმელი, რომელსაც დაბალი ქუსლი აქვს.

რა არის ოქსფორდები?

ოქსფორდები თავდაპირველად, ოქსფორდის უნივერსიტეტის ტერიტორიაზე, ოფიციალური ღონისძიებებისთვისა და საქმიანი შეხვედრებისთვის შეიქმნა.
მალე ეს მოდელი საუნივერსიტეტო აუდიტორიებს გასცდა და სტილის, ელეგანტურობისა და პრესტიჟის სიმბოლოდ იქცა.
კლასიკური დიზაინის და უნივერსალურობის გამო ოქსფორდები არა მხოლოდ დიდ ბრიტანეთში, არამედ მთელ მსოფლიოში მამაკაცების გარდერობის შეუცვლელ ნაწილად იქცა.

ამ მოდელის განმასხვავებელი ნიშნებია:

  • დახურული შნურები,
  • პრიალა ცხვირი (cap toe)
  • და არავითარი ნახვრეტები!

ამგვარად, ოქსფორდები ელეგანტურობის, ტრადიციებისა და ოქსფორდის უნივერსიტეტის კულტურულ მემკვიდრეობის და მთლიანად, ბრიტანული საქმიანი სტილის სიმბოლოდ იქცა.

საინტერესო ფაქტი

ყველამ ვიცით, რომ მოლაპარაკებაზე ჭუჭყიანი ფეხსაცმლით მისვლა პარტნიორის საშინელი შეურაცხყოფაა, მაგრამ იცით თუ არა, როგორ შეიძლება ფეხსაცმლის მეშვეობით კარგი შთაბეჭდილების მოხდენა?

თუ შეხვედრაზე ოქსფორდებით მიხვედით — ესე იგი, აშკარად სერიოზული განზრახვები გაქვთ.

თუ გინდათ, რომ შთაბეჭდილება ცოტა შეამსუბუქოთ, მაშინ ბროგები უნდა ჩაიცვათ. ის ირლანდიასა და შოტლანდიაში სოფლის მოსახლეობისთვის შეიქმნა. დიახ, თანამედროვე საქმიანი სტილის კლასიკა ფერმერებისგან წამოვიდა!

პერფორაციის ანუ სხვადასხვა პატარა ნახვრეტების ზოლების სახით დატანის იდეას broguing ეწოდება და კელტური სიტყვიდან brogues მომდინარეობს.

რა შუაშია სოფელი?

საქმე ისაა, რომ სოფელში ნოტიო კლიმატი და ასფალტის არარასებობა ფეხსაცმელს ასველებდა და მის გამძლეობას მნიშვნელოვნად ამცირებდა. ხშირად ადამიანებს ფეხსაცმლის გახდა და წყლის გადაღვრა უწევდათ. ნახვრეტების დახმარებით ფეხსაცმელი სწრაფად შრებოდა და ტენიან, ჭაობიან გარემოში ცხოვრებას მნიშვნელოვნად ამარტივებდა.

დღეს, ოფისის თანამშრომლების, რომლებსაც ბროგები აცვიათ, ნახვრეტების დანიშნულებაზე წარმოდგენა არ აქვთ, თუმცა მოდელი აქტუალობას XVI საუკუნიდან მოყოლებული, არ კარგავს.

***

დიდ ბრიტანეთში გამოუშვეს წინდები ხელოვნური ინტელექტით

ჭიქა ულვაშებისთვის ჯენტლმენებისთვის

რატომ დასაჯეს ინგლისელებმა ცილინდრის გამომგონებელი?


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ძროხა, რომელსაც სახელი აქვს მეტს იწ...

ძროხა, რომელსაც სახელი
აქვს, მეტს იწველება

რატომ უწოდეს დედამიწაზე ერთ-ერთ ყვე...

აღდგომის კუნძული

მინგუნის ზარი - უნიკალური გიგანტი,...

მინგუნის ზარი

ამერიკაში მოტორიზებული თხილამურები...

ძრავიანი თხილამური

4 შემთხვევა, როდესაც ციდან ფული მარ...

4 შემთხვევა, როდესაც ციდან
ფული მართლა ცვიოდა

ალასკის მკაცრ კლიმატს რომ გაუძლონ,...

როგორ უძლებს ბაყაყი
ყინვას?

როგორ საუბრობენ პრეზიდენტები ტელეფო...

როგორ საუბრობენ
პრეზიდენტები ტელეფონით?

სად ჯობია დასვენება ფსიქიკის აღსადგ...

სად ჯობია დასვენება
ფსიქიკის აღსადგენად?

რატომ იმატა მსოფლიოში ტყუპების რაოდ...

რატომ მოიმატა მსოფლიოში
ტყუპების რაოდენობამ?