საკნატუნო ამბები

რატომ იმატა მსოფლიოში ტყუპების რაოდენობამ?

fun time

17:10 ხუთ. 26 თებერვალი

რატომ მოიმატა მსოფლიოში
ტყუპების რაოდენობამ?

14
დაკოპირებულია

სამეცნიერო ჟურნალმა Human Reproduction-მა ცოტა ხნის წინ პირველი გლობალური კვლევის მონაცემები გამოაქვეყნა, რომლის თანახმად, ბოლო ორმოცი წლის განმავლობაში მსოფლიოში იმაზე მეტი ტყუპი დაიბადა, ვიდრე ოდესმე.

კვლევის შედეგებზე დაყრდნობით, ექიმებმა დაასკვნეს, რომ თუ 1980 წელს ყოველ 1000 ახალშობილზე მხოლოდ 9 ტყუპი იბადებოდა, ახლა ეს მაჩვენებელი 12-მდე გაიზარდა. ეს ნიშნავს, რომ მსოფლიოში ყოველწლიურად 1,5 მილიონზე მეტი ტყუპი იბადება ანუ ყოველი 42 ახალშობილიდან 1 ტყუპია.

ექიმებმა აღმოაჩინეს, რომ ტყუპების რაოდენობის ზრდა, ძირითადად, ხელოვნური განაყოფიერებით არის გამოწვეული, თუმცა სხვა ფაქტორებიც მნიშვნელოვანია - მსოფლიოში მშობიარე ქალების საშუალო ასაკი მნიშვნელოვნად გაიზარდა. ამასთან, რაც უფრო უფროსია ქალი, მით უფრო დიდია მისი მრავალნაყოფიანი ორსულობის ალბათობა. მნიშვნელოვან როლს თამაშობს ორალური კონტრაცეპტივების გამოყენებაც.

ექიმები აღნიშნავენ, რომ მხოლოდ ორნაყოფიანი ტყუპების (ანუ სხვადასხვა კვერცხუჯრედიდან დაბადებული ტყუპების) შემთხვევები გაიზარდა, მრავალნაყოფიანი მშობიარობის შემთხვევები კი უცვლელი დარჩა.

„ორმაგი ბედნიერების“ მიუხედავად, ექიმები ყველას ახსენებენ, რომ თანამედროვე მედიცინის ყველა მიღწევის მიუხედავად, ტყუპების მშობიარობა ერთ-ერთ ყველაზე საშიშ სამედიცინო პროცედურად რჩება, რომელიც საფრთხეს უქმნის როგორც დედის, ასევე ბავშვის სიცოცხლეს.

***

20 საოცარი ფაქტი ტყუპების შესახებ

9 მითი ტყუპების შესახებ

ტყუპისცალმა დებმა ერთმანეთი 36 წლის შემდეგ სოციალური ქსელით აღმოაჩინეს


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

მესამე ფარი - რატომ არ გაამართლა ავ...

სამფარიანი ავტომობილი Tucker
48 (Tucker Torpedo)

იაპონიაში ნებისმიერ ზრდასრულს აქვს...

როგორც ინარჩუნებენ
იაპონელები სოციალურ
ქცევის კულტურას?

ალაჰის მარგალიტი — ბუნების უნიკალურ...

ალაჰის მარგალიტი —
ბუნების უნიკალური
შედევრი

რობინ ჰუდის „გმირი“ - შერვუდის ტყეშ...

შერვუდის ტყეში 1200 წლის
მუხა გახმა

რატომ არიან ებრაელები ჭკვიანები და...

რატომ არიან ებრაელები
ასეთი ჭკვიანები და
მდიდრები?

რატომ აშრობენ იტალიელები სარეცხს ქუ...

იტალიური ტრადიციები

ახალი კვლევა — დისტანციური მუშაობა...

დისტანციური მუშაობა და
შობადობის ზრდა

11 ქვეყანა, რომელსაც მსოფლიოში საუკ...

11 ქვეყანა, რომელსაც
მსოფლიოში საუკეთესო
მედიცინა აქვს

რატომ არის თვალის მწვანე ფერი იშვია...

რატომ არის თვალის მწვანე
ფერი იშვიათი?