იცით თუ არა

20 საოცარი ფაქტი ტყუპების შესახებ

fun time

19:10 ორშ. 27 ივნისი, 2022 წელი

საინტერესო ფაქტები
ტყუპის შესახებ

14
დაკოპირებულია

ტყუპები ათასობით წლის მანძილზე აოცებდნენ კაცობრიობას და ბევრი დღესაც ვერ აცნობიერებს, რას ნიშნავს, იყო ტყუპისცალი. გთავაზობთ რამდენიმე საინტერესო ფაქტს ტყუპების შესახებ.

1. ტყუპების 22% ცაციაა. მოსახლეობის დანარჩენ ნაწილში ეს მაჩვენებელი 10% არ აღემატება.

2. ტყუპების დაბადების რაოდენობა მათი დაბადების ადგილზეა დამოკიდებული. მაგალითად, შეიძლება ერთ ქალაქში ერთდროულად ბევრი ტყუპი დაიბადოს. ამ ფენომენის მიზეზები ჯერ კიდევ უცნობია.

3. ერთმანეთისგან განასხვავებენ ერთი კვერცხუჯრედიდან დაბადებულ, იდენტურ (მონოზიგოტური) და სხვადასხვა კვერცხუჯრედიდან დაბადებულ (დიზიგოტურ) ტყუპებს. ასევე არსებობს შვიდი განსხვავებული ქვეტიპი, მაგალითად, სხვადასხვა ტიპის სიამის ტყუპი.

4. ტყუპები ყოველთვის ერთ დღეს არ იბადებიან.

5. გამორიცხული არ არის, რომ ტყუპებს სხვადასხვა მამა ჰყავდეთ.

6. იდენტურ ტყუპებს განსხვავებული თითის ანაბეჭდები აქვთ.

7. იდენტური ტყუპების დაახლოებით 25%-ს სარკისებრ ტყუპებს უწოდებენ.

8. იდენტურ ტყუპებს თითქმის ერთნაირი ელექტროენცეფალოგრამა აქვთ.

9. 21-ე საუკუნეში სამჯერ მეტი ტყუპი იბადება, ვიდრე მე-20-ში. სავარაუდოდ, ამის მიზეზი ინვიტრო განაყოფიერების გავრცელებაა, რომლის დროსაც რამდენიმე ემბრიონის ერთდროულად გადანერგვა ხდება.

10. თითოეულ ტყუპებს საუბრის საკუთარი მანერა უვითარდება.

11. შეუძლებელია იდენტური ტყუპები სხვადასხვა სქესის დაიბადონ.

12. ტყუპებზე ორსულობის ვადა ნაკლებია. ჩვეულებრივი ორსულობის ხანგრძლივობა 39-40 კვირას შეადგენს, ტყუპების შემთხვევაში კი ეს დრო 36 კვირამდე მცირდება, სამი ტყუპის შემთხვევაში - 33-34 კვირამდე, ოთხი ტყუპის - 30 კვირამდე, ხუთის - 28-29 კვირამდე.

13. გარკვეულ დიეტის საშუალებით ტყუპების გაჩენის შანსი შეიძლება გაიზარდოს.

14. დედას სხვადასხვა კვერცხუჯრედიდან ტყუპების გაჩენისკენ გენეტიკური მიდრეკილება აქვს, ხოლო იდენტური ტყუპების დაბადება შემთხვევითია.

15. სხვადასხვა კვერცხუჯრედიდან დაბადებულ ტყუპს შეიძლება, განსხვავებული კანის ფერი ჰქონდეთ.

16. ტყუპებს შეიძლება საშვილოსნოში ყოფნის სხვადასხვა ასაკი ჰქონდეთ.

17. დაბადებისას ტყუპების მაქსიმალური წონა 12 კგ 340 გ. იყო

18. ტყუპებს, რომლებიც დაბადებისთანავე ერთმანეთს დააშორეს, სადაც არ უნდა იცხოვრონ, მსგავსი თვისებები და ინტერესები ექნებათ.

19. მეცნიერებს მიაჩნიათ, რომ ტყუპების დაბადების შანსი გაცილებით მაღალია, ვიდრე რეალური შემთხვევა.

20. ტყუპების სქესისა და ტიპის რაოდენობა უცნაურად სიმეტრიულია.

👉 ესეც საინტერესოა:

სელფი 28 წლის შემდეგ - როგორ ცხოვრობს დღეს მსოფლიოში პირველი ოჯახი, სადაც 6 ტყუპი გოგო გაჩნდა

9 მითი ტყუპების შესახებ

ტყუპისცალმა დებმა ერთმანეთი 36 წლის შემდეგ სოციალური ქსელით აღმოაჩინეს


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

რატომ არ უნდა შეეხოთ კატას თათებზე

რატომ არ უნდა შეეხოთ კატას
თათებზე

რისი დადგმა არ შეიძლება Wi-Fi როუტე...

რისი დადგმა არ შეიძლება Wi-Fi
როუტერთან ახლოს

რატომ არ შეიძლება ზღვის წყლით ხანძრ...

რატომ არ შეიძლება ზღვის
წყლით ხანძრის ჩაქრობა?

რატომ ეშინიათ ძლიერ ზვიგენებს დელფი...

რატომ ეშინიათ ძლიერ
ზვიგენებს დელფინების?

რატომ ყივიან მამლები?

რატომ ყივიან მამლები?

მცენარეული ყველი, რომელიც ცხოველურზ...

მცენარეული ყველი

რატომ არ უნდა გადაყაროთ კაკლის ნაჭუ...

რატომ არ უნდა გადაყაროთ
კაკლის ნაჭუჭი და უღელი?

რა სარგებლობა აქვს სიზარმაცეს ჯანმრ...

სიზარმაცის სარგებელი

რა არის „დუბაის შოკოლადი“ და რატომ...

დუბაის შოკოლადი