საკნატუნო ამბები

სელფი 28 წლის შემდეგ - როგორ ცხოვრობს დღეს მსოფლიოში პირველი ოჯახი, სადაც 6 ტყუპი გოგო გაჩნდა

fun time

18:00 პარ. 25 ივნისი, 2021 წელი

ტყუპი დები

14
დაკოპირებულია

1983 წლის 18 ნოემბერი უოლტონების ცხოვრებაში გამორჩეული დღე იყო. ამ დღეს, მხოლოდ ამ ოჯახისთვის კი არა, მთელი მსოფლიოსთვის განსაკუთრებული მოვლენა მოხდა, რადგან მსოფლიოში პირველი ექვსი ტყუპი გოგონა დაიბადა და ყველა ცოცხალი გადარჩა!

ჯანეტი ამ დღეს ღიმილით იხსენებს, თუმცა მაშინ საქმე სამხიარულოდ არ ჰქონდა. სამშობიაროსკენ მიმავალ გზაზე საშინელ საცობში მოჰყვნენ, რომელიც სატვირთო მანქანის უპასუხისმგებლო მძღოლმა შექმნა. ამ დროს ცოლ-ქმარს ყველაზე მეტად საავადმყოფოში დაგვიანების ეშინოდათ ...

მას შემდეგ 30 წელი გავიდა. ჟანეტი უკვე ბებიაა. მისთვის ძალიან უჩვეულო იყო 3.3 კგ-იანი შვილიშვილის დანახვა, რადგან მისი გოგონები მხოლოდ 1 კგ-ს იწონიდნენ.

⚜⚜⚜

ოდესღაც უოლტონების უშვილო ოჯახი ბავშვების აყვანაზე ოცნებობდა. ექიმები უბრალოდ ხელებს შლიდნენ და ამბობდნენ, რომ დახმარება არ შეეძლოთ. სასოწარკვეთილებამდე მისული ცოლ-ქმარი მშობლებად გახდომის იმედს თანდათან კარგავდა.

ჯანეტის ორსულობამ მეუღლეებზე შოკისმომგვრელად იმოქმედა. მომავალმა მამამ ერთწლიანი შვებულება აიღო, რომ საყვარელ მეუღლეს შვილების გაზრდაში დახმარებოდა. თავად ჯანეტმა კი გადაწყვიტა, რომ მთელი ცხოვრება შვილებისთვის მიეძღვნა.

არასაკმარისი წონის გამო, ექვსივე ახალშობილმა გოგონამ სიცოცხლის პირველი ექვსი კვირა ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში გაატარა. მშობლებს მხოლოდ ამის შემდეგ მისცეს გოგონების სახლში წაყვანის უფლება და მრავალფეროვანი ყოველდღიურობაც დაიწყო...

როცა ჯანეტის ქალიშვილი დედასთან წუწუნებს, რომ ბავშვის გაჩენის შემდეგ ძალიან ცოტა სძინავს და ახალშობილის მოვლა უჭირს, ჯანეტს მხოლოდ ეღიმება. მას და მის მეუღლეს ორი წლის განმავლობაში თითქმის არ სძინებიათ. კარგია, რომ ერთად თავი გაართვეს, მაგრამ ქმრის გარეშე რა ეშველებოდა?

სირთულეები უკან დარჩა და დღეს წყვილმა, რომელსაც თავისი გოგოების პატარობა ენატრება, გადაწყვიტა დაეანგარიშებინა, ბავშვის საფენის რა რაოდენობა შეიძინა პირველ წელს. და იცით რა ციფრი მიიღეს? 11 000! ამ დროს მთელი სახლი ბავშვის ჰიგიენური საშუალებებისა და სარეცხის ფხვნილის სუნში იყო გახვეული..

სუფთა ჰაერზე სეირნობის დროს თითოეულ მეუღლეს ტყუპებისთვის განკუთვნილი ორმაგი ეტლი მიჰყავდა და ხელში კიდევ ერთი ბავშვი ეკავა. სტუმრის მოსვლა უდიდეს ბედნიერებად ითვლებოდა, რადგან მას მესამე ეტლი წაყვანა შეეძლო.

ერთი წლის შემდეგ ჯანეტ გრეტჰემის ქმარი სამსახურში დაბრუნდა და მხატვარ-დეკრატორის კარიერა გააგრძელა. ორიოდე წლის შემდეგ ჯანეტმაც დაარღვია პირობა და მუშაობა სამშობიარო სახლის ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში დაიწყო, სადაც თითქმის პენსიამდე დარჩა.

ლეგენდარული ბებიას შვილიშვილიც ამავე საავადმყოფოში გაჩნდა!

ახალშობილ გოგონას ისეთი დიდი ოჯახი დახვდა, რომ მასთან სათამაშოდ ოჯახის წევრები რიგში დგებ
იან. ჯანეტი და მისი ქმარი კი დანარჩენი გოგოების გათხოვებას და ახალ შვილიშვილებს სულმოუთქმელად ელიან. გოგონები ჯერ არ ჩქარობენ... იქნებ ლეგენდარული დედის გენეტიკის გამეორების ეშინიათ?


ესეც საინტერესოა 🔰:

9 მითი ტყუპების შესახებ


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

თანამედროვეობის 6 ყველაზე ძვირად ღი...

ჟან-მიშელ ბასკია

სიტყვები, რომლებმაც 50-იან წლებში „...

კბილის პასტა ქოლგეითი

ახალი კვლევა: ძვირფასი მანქანების მ...

ძვირფასი ფული და მანქანის
მართვის სტილიმძღოლები

ახალი კვლევა: ქალაქებში 60%-ით მეტი...

ახალი კვლევა - წვიმა
მეგაპოლისებში

იაპონია ხანდაზმულთა რაოდენობით რეკო...

იაპონია ხანდაზმულთა
რაოდენობით რეკორდსმენი
გახდა

„დედამიწის შვილი“ - რატომ დგას ბავშ...

დედამიწის შვილი

შენობა, რომელიც დამოუკიდებლად თბება...

პასიური სახლები - მომავლის
პროექტი

მსოფლიოს ყველაზე უცნაური ციხე, სადა...

სან პედროს ციხე ბოლივიაში

ვიწრო სახლი, სადაც იმაზე მეტი სივრც...

ყველაზე ვიწრო სახლი
მსოფლიოში