საკნატუნო ამბები

ტყუპისცალმა დებმა ერთმანეთი 36 წლის შემდეგ სოციალური ქსელით აღმოაჩინეს

fun time

14:00 ოთხ. 21 აპრილი, 2021 წელი

შეხვედრა 36 წლის შემდეგ

14
დაკოპირებულია

სამხრეთ კორეაში დაბადებული დები ერთმანეთს სამშობიაროშივე დააცილეს და ორ სხვადასხვა ამერიკულ ოჯახში გაგზავნეს, - ამის შესახებ Good Morning America იუწყება.

მოლი სინერტმა და ემილი ბუშნელმა ერთმანეთის შესახებ არაფერი იცოდნენ, თუმცა დნმ-ის ტესტმა ყველაფერს ნათელი მოჰფინა.

უცნობია, რატომ გადაწყვიტა მათმა ოჯახმა გოგონების შეერთებულ შტატებში გაშვილება, მაგრამ ფაქტია, რომ სინერტი ფლორიდიელმა ოჯახმა იშვილა, ხოლო ბუშნელი პენსილვანიელმა.

თავიდან დებმა ურთიერთობა სოციალურ ქსელში დაიწყეს და გაოცებულებმა აღმოაჩინეს, რომ სახლში ორივეს კატა ჰყავდა, გამოსაშვებ საღამოზე ორივეს ერთნაირი, უბრეტელო კაბა ეცვა და ყელზე ჩოკერი ეკეთა.

„გაოგნებული ვარ.. ეს ალბათ ტყუპების ერთ-ერთი დამახასიათებელი თვისებაა, რომელიც ჩვენ აღმოვაჩინეთ, - ამბობს ბუშნელი.

ტყუპები ერთმანეთს პირველად 29 მარტს, 36-ე დაბადების დღეზე შეხვდნენ. დღესასწაულზე ბუშნელი დასთან, ფლორიდაში ქალიშვილთან ერთად გაფრინდა. ”ეს არის ყველაზე ბედნიერი მომენტი ჩემს ცხოვრებაში. მე ცხოვრების 36 წელი მომპარეს, რომელიც შემეძლო დასთან ერთად გამეტარებინა“ - ამბობს მოლი.


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

როგორ გაჩნდა დაბადების დღის აღნიშვნ...

როგორ გაჩნდა დაბადების
დღის აღნიშვნის ტრადიცია

გაგიმარჯოს! — როგორ გაჩნდა ჭიქების...

როგორ გაჩნდა ჭიქების
მიჭახუნების ტრადიცია

ვინ იყო კაცი, რომელიც ერთდროულად, 2...

ფელა ანიკულაპო კუტი

რატომ ითრევს ჭაობი ადამიანს?

ჭაობები საქართველოში

რატომ გაიზარდა საფრანგეთში სიგარეტზ...

რატომ გაიზარდა
საფრანგეთში სიგარეტზე
მოთხოვნა

რა მნიშვნელობა აქვს პოლიტიკოსის გარ...

რა მნიშვნელობა აქვს
პოლიტიკოსის გარეგნობას?

კარნი-მატა - ტაძარი, სადაც შავ ვირთ...

კარნი-მატას ტაძარი

ბრიტანელების 15 ჩვევა, რომელიც უცხო...

ბრიტანელების 15 ჩვევა,
რომელიც უცხოელებს აოცებს

როგორ ახერხებენ იაპონელები ქალაქებშ...

ქუჩების დასახელებების
თავისებურება იაპონიაში