საკნატუნო ამბები

ჭიქა ულვაშებისთვის ჯენტლმენებისთვის

fun time

18:00 სამ. 4 ოქტომბერი, 2022 წელი

ჭიქა ულვაშებისთვის

14
დაკოპირებულია

არ გეგონოთ, რომ ასეთი ჭიქები სპეციალურად თანამედროვე ჰიპსტერებისთვის შეიქმნა. ჭიქა ულვაშებისთვის ჯერ კიდევ ვიქტორიანულ ეპოქაში გამოჩნდა და ძალიან დიდი პოპულარობით სარგებლობდა დიდ ბრიტანეთში...

ვიქტორიანულ ეპოქაში ყველა ჯენტლმენი, ვინც საკუთარ თავს პატივს სცემდა, ულვაშს ატარებდა. ვიქტორიანელ ჯენტლმენებს ძალიან უყვარდათ თავიანთი ულვაშები, საათობით ივარცხნიდნენ, რათა განსაკუთრებული ჰაეროვნება მიენიჭებინათ. ამის შემდეგ კი ცვილს ისვამდნენ, რომლის მეშვეობითაც სასურველ ფორმას აძლევდნენ. აი, ცხელი სასმელების დაგემოვნებისას კი ორთქლი ცვლის ადნობდა, რომელიც საბოლოოდ ჭიქაში აღმოჩნდებოდა ხოლმე.

ბუნებრივია, ამ დროს ჩაის გემო ეკარგებოდა, ულვაშებს კი - ფორმა. კიდევ ერთი საშიშროება ის იყო, რომ ჩაით თუ ყავით დასველებული ულვაში ფერსაც იცვლიდა.

ამიტომაც საჭირო გახდა, რამე მოეფიქრებინათ. 1860 წელს ინგლისელი ჰარვი ადამსის ამ გენიალურმა გამოგონებამ ულვაშიან ჯენტლმენებს ცხელი სასმელებით ტკბობის საშუალება მისცა.

ჭიქა ულვაშებისთვის - ეს იყო ჩვეულებრივი ჭიქა, სპეციალური პატარა „მოედნით“, სადაც ულვაშების მოთავსება შეიძლებოდა. სიახლე ყველას მოეწონა და მალე მთელ ევროპაში გავრცელდა.

ასევე, საინტერესოა:

ეტიკეტის 10 წესი, რომელიც, სასურველია, ყველამ იცოდეს

წვეულების ეტიკეტი - სუფრასთან ქცევის წესები, რომლებიც ბევრმა დაივიწყა

რატომ არ შეიძლება ტელეფონის მაგიდაზე დადება? - ეს და კიდევ 22 მთავარი წესი!


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ფრინველი, რომელსაც ყველაზე ძვირად ღ...

ყველაზე ძვირფასი ბუმბული

სადაურია ინდაური? — ფრინველი, რომელ...

სადაურია ინდაური?

რატომ ბანაობენ ავსტრალიის ჩრდილოეთშ...

რატომ ბანაობენ
ავსტრალიის ჩრდილოეთში
კოლჰოტებით?

იტალიაში დააკანონეს ანაზღაურებადი შ...

შვებულება ავად გამხდარი
შინაური ცხოველის
მოსავლელად

სახეზე მიხატული ღიმილი — უძველესი ხ...

აინუს ტომი

„ბანჯგვლიანი კუ“, რომელიც უკანალიდა...

ბანჯგვლიანი კუ

ძროხა, რომელსაც სახელი აქვს მეტს იწ...

ძროხა, რომელსაც სახელი
აქვს, მეტს იწველება

რატომ უწოდეს დედამიწაზე ერთ-ერთ ყვე...

აღდგომის კუნძული

მინგუნის ზარი - უნიკალური გიგანტი,...

მინგუნის ზარი