საკნატუნო ამბები

ეტიკეტის 10 წესი, რომელიც, სასურველია, ყველამ იცოდეს

fun time

16:00 პარ. 15 აპრილი, 2022 წელი

ეტიკეტის 10 წესი

14
დაკოპირებულია

დარწმუნებული ხართ, რომ კულტურულად იქცევით? ეს 10 წესი გიკარნახებთ, რას გულისხმობს სწორად მოქცევა ყველაზე ელიტურ კამპანიაშიც კი...

 

1. წვნიანი კერძის თეფში, სასურველია, საერთოდ არ დახაროთ რომელიმე მხარეს, მაგრამ, თუკი ამ ჩვევას ვერ ივიწყებთ, თეფში აუცილებლად მხოლოდ თქვენ მხარეს დახარეთ.

2. როდესაც ქალბატონი სუფრიდან მიდის, მამაკაცი აუცილებლად ფეხზე უნდა წამოდგეს.

3. უცხო გარემოში სასიყვარულო სახელებით მიმართვა ცუდი ტონია. ხშირად შეყვარებულები ერთმანეთს მოფერებით სხვადასხვა სახელებით მიმართავენ: პაწუ, ბაჭია, ბარტყი, ბასუ, ფისო და ა.შ. უცხო საზოგადოებაში ამ სიტყვების გამოყენება უხერხულად ითვლება. როდესაც მარტო არ ხართ, სასურველია ერთმანეთს სახელებით მიმართოთ. ეს, სხვათა შორის, ბავშვებთან ურთიერთობასაც ეხება.

4. საწრუპით სასმელის ბოლომდე დალევა სასურველი არ არის. საწრუპში შემავალი ჰაერი უხერხულ ხმას გამოსცემს.

5. არ დაღეჭოთ საღეჭი რეზინი საუბრის დროს.

6. საუბრის დროს არ დახედოთ ტელეფონს ან საათს. ამგვარად თქვენ მოსაუბრის მიმართ უინტერესობასა და უპატივცემულობას გამოხატავთ.

7. ხელის ჩამორთმევა ასაკით ან თანამდებობით უფროსი ადამიანის პრეროგატიაა: სამსახურის უფროსი თანამშრომელს ართმევს, მასწავლებელი - მოსწავლეს და ა.შ.

8. ქალებს ხელის ჩამორთმევით, როგორც წესი, არ ესალმებიან, მაგრამ, თუკი მამაკაცს ქალბატონმა ხელი პირველმა გაუწოდა, რა თქმა უნდა, მამაკაციც ხელის ჩამორთმევით პასუხობს.

9. როდის და რომელი ყვავილი უნდა მიართვათ მამაკაცს:
ყვავილები: ქრიზანთემა, ვარდი, დელფინიუმი, ორქიდეა, ბამბუკი, კალა, ლილია, ტიტა, შროშანი, პლუმერია.
ფერები: იასამნისფერი, ბორდოსფერი, თეთრი, ლურჯი, მწვანე.
მიზეზი: ფილმის ან კონცერტის პრემიერა. წიგნის ან სტატიის გამოცემა, მეცნიერული აღმოჩენა ან პრემიის გადაცემა, სპორტული მიღწევები (რეკორდი) და ასევე, დაბადების დღე.

10. კიბეზე პირველი მამაკაცი ადის, ხოლო ჩამოსვლის დროს, პირიქით, ჯერ ქალბატონი ჩამოდის, შემდეგ - მამაკაცი. ქალბატონი ყოველთვის კიბის სახელურის მხრიდან ადის კიბეზე და არ არის ვალდებული, გაატაროს შემხვედრი მამაკაცი, თუ ის ბარგით დატვირთული არ არის.

და ორი სიტყვით რესტორინის ეტიკეტზე: არ დადოთ ტელეფონი მაგიდაზე; დიდი ნაჭრები პატარა ლუკმებად დაყავით, რათა ჭამის დროს დიდი პირის გაღება არ მოგიწიოთ; დაელოდეთ, სანამ ცხელი კერძი შეგრილდება. ნუ შეუბერავთ მას გაგრილების მიზნით; არ ისაუბროთ, სანამ პირში ლუკმა გიდევთ.

⭕⭕⭕

წვეულების ეტიკეტი - სუფრასთან ქცევის წესები, რომლებიც ბევრმა დაივიწყა

საჩუქრის ეტიკეტი - თუ არ ვიცით, როგორ და რა ვაჩუქოთ

ქცევის ეტიკეტი - კიდევ 22 წესი


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ჩინეთში ქუჩაში უცხო ადამიანის დახმა...

ჩინეთში უცხო ადამიანების
დახმარება კანონით ისჯება

ბავარიის ალპებში ჩაკარგული მოხატული...

სოფელი ობერამერგაუ

ჩინეთში ერთი ოჯახის წევრებმა ერთმან...

ჩინეთში ერთი ოჯახის
წევრებმა ერთმანეთზე 23-ჯერ
იქორწინეს

„თეთრი პრივილეგია“ - ვინ არის ის 7...

თეთრი პრივილეგია

ამერიკელმა მეცნიერებმა შექმნეს აბი,...

აბი, რომელსაც
სპორტდარბაზის ჩანაცვლება
შეუძლია

10 ერთნაირი ბინა 10 სხვადასხვა პატრ...

10 ერთნაირი ბინა 10
სხვადასხვა პატრონის
ხელში

„გოგონა და სვავი“ - კადრი, რომელმაც...

კევინ კარტერი, „გოგონა და
სვავი“

სმარტფონების ერა 2050 წელს დამთავრდ...

სმარტფონები 2050 წლისთვის

ექსტრემალური გართობა ინდოეთში - გად...

ექსტრემალური გართობა
ინდოეთში