საკნატუნო ამბები

სად ჯობია დასვენება ფსიქიკის აღსადგენად?

fun time

19:24 შაბ. 28 თებერვალი

სად ჯობია დასვენება
ფსიქიკის აღსადგენად?

14
დაკოპირებულია

ჰელსინკის უნივერსიტეტის თანამშრომლებმა ჩაატარეს ექსპერიმენტი, რომელმაც დაადგინა, რომ ფსიქოლოგიური მდგომარეობ გაჯანსაღებისთვის ყველაზე სასარგებლო პლანეტის ტროპიკულ სარტყელში დასვენებაა.

ტროპიკები ეგზოტიკაა, რომელიც გვიზიდავს და გვაჯადოებს, თუმცა, ამავდროულად, გვაშინებს კიდეც. მალარია, ინფექციები, უჩვეულო კვების მენიუ და წყლის თავისებურებები - ასეთ „ეგზოტიკას“ ხშირად თან ისეთი უსიამოვნება ახლავს, როგორიცაა დიარეა. მაშ, ღირს თუ არა შორეულ მოგზაურობაში გამგზავრება?

ჰელსინკის უნივერსიტეტის მკვლევებმა ამ კითხვას 729 თანამემამულეზე ჩატარებული ექსპერიმენტის შედეგებით უპასუხეს. ფინელი მოქალაქეები დასავლეთ აფრიკაში ორალური დიარეის საწინააღმდეგო ვაქცინის კლინიკური კვლევის ფარგლებში იმყოფებოდნენ. მონაწილეებმა გამგზავრებამდე და სამშობლოში დაბრუნების შემდეგ შეავსეს კითხვარი, რომელიც მათ ფსიქოლოგიურ კეთილდღეობას აფასებდა.

ექსპერიმენტში მონაწილეებმა აღიარეს, რომ ევროპული ანტივირუსები აფრიკული მიკროორგანიზმების წინააღმდეგ სუსტი აღმოჩნდა - „საფარის“ დროს მოგზაურთა 71 პროცენტს კუჭ-ნაწლავის პრობლემები აწუხებდა. ამის მიუხედავად, ექსპერიმენტის შედეგები აჩვენებს, რომ ტროპიკულმა შვებულებამ მონაწილეთა უმეტესობის ფსიქოლოგიური კეთილდღეობა გააუმჯობესა და ყველა მათგანი ცივ ფინეთში თბილი მოგონებებით დაბრუნდა. თუმცა, მოგზაურთა სულებში „პასტორალური მუსიკა“ დიდხანს არ გაგრძელებულა — ერთ თვეში მათ ისევ მოიწყინეს. ექსპერიმენტის მონაწილეებს, რომლებმაც ტროპიკულ შვებულებაში ზამთარში იმყოფებოდნენ, უფრო ხანგრძლივი ეფექტი აღენიშნათ მათთან შედარებით, ვინც წელიწადის სხვა დროს იმოგზაურა.

ზოგადად, ექიმები ამბობენ, რომ ფსიქიკური ჯანმრთელობისთვის საუკეთესოა ისეთი ადგილები, სადაც ბუნებასთან სიახლოვე იგრძნობა და მშვიდი განმარტოება შეიძლება. თუ პლანეტის ტროპიკულ სარტყელში დასვენებას ვერ ახერხებთ, შეგიძლიათ მთაში, სოფლის ეკო-სასტუმროები, გლემპინგის ადგილები ან სანატორიუმები შეარჩიოთ. ასევე ეფექტურია ზღვისპირა დასვენება, სპა პროცედურები, იოგა და გარემოს შეცვლა „ციფრული დეტოქსიკაციისთვის“.

***

4 საახალწლო ტრადიცია, რომელიც ბავშვის ფსიქიკაზე უარყოფითად მოქმედებს

რჩევები მათთვის, ვისაც მუდმივი დაღლილობა აწუხებს

რა სარგებლობა აქვს სიზარმაცეს ჯანმრთელობისთვის


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

რატომ იმატა მსოფლიოში ტყუპების რაოდ...

რატომ მოიმატა მსოფლიოში
ტყუპების რაოდენობამ?

Chupa Chups-ის ლოგო სალვადორ დალიმ...

Chupa Chups-ის ლოგო სალვადორ
დალიმ შექმნა

რატომ უჭირს კატას ხიდან ჩამოსვლა, თ...

რატომ უჭირს კატას ხიდან
ჩამოსვლა

სასწაულმოქმედი ხილი, რომელიც შაქარზ...

მსოფლიოში ყველაზე ტკბილი
ხილი - ტაუმატოკოკუ

ქვეყნები, სადაც ჩვენი საყვარელი პრო...

9 ქვეყანა, სადაც ჩვენი
საყვარელი პროდუქტები
აკრძალულია

რატომ უნდა გაყინოთ ყავის მარცვლები?

რატომ უნდა გაყინოთ ყავს
მარცვლები

რატომ არ შეიძლება იაპონიაში რესტორნ...

იაპონური კვების კულტურა

ვინ, როდის და რატომ გამოიგონა სუფრი...

სუფრის დანა - ნივთის
ისტორია

გამოიგონეს თვალის ლინზა, რომლითაც ს...

ლინზები ღამის ხედვისთვის