სილამაზე/ჯანმრთელობა

რჩევები მათთვის, ვისაც მუდმივი დაღლილობა აწუხებს

fun time

15:30 კვი. 12 მარტი, 2023 წელი

დიეტოლოგების რჩევები

14
დაკოპირებულია

ოდესმე დაფიქრებულხართ, რატომ გრძნობთ მუდმივად დაღლილობას და რატომ აკლია ორგანიზმს აუცილებელი საკვები ნივთიერებები, თუკი დაბალანსებულად იკვებებით? საქმე ის არის, რომ პრობლემას იწვევს ის, რასაც ჭამის შემდეგ არასწორად აკეთებთ! თუკი ვითარების გამოსწორება გსურთ, სცადეთ, მინიმუმ, ეს 5 წესი დაიცვათ:

წესი №1: ჭამის შემდეგ არ მოწიოთ

თამბაქოს მავნებლობის შესახებ ყველამ იცის, მაგრამ, როგორც ექიმები გვარწმუნებენ, ჭამის შემდეგ მოწევა ჯანმრთელობისთვის კიდევ უფრო საზიანო და 1 ღერის მოწევა 10 ღერის ტოლფასია.

წესი №2: ჭამის შემდეგ არ მიიღოთ ცხელი შხაპი

ჭამის შემდეგ საჭმლის მომნელებელ ორგანოებს სისხლი გაძლიერებულად მიეწოდება და ამის გამო ორგანიზმის ტემპერატურა იზრდება. ამიტომ ჭამის დასრულებისთანავე ცხელმა შხაპმა ან აბაზანამ შეიძლება გულის ცემა გაახშიროს.

თუკი დიდი რაოდენობით ცილა, უჯრედისი, ცხიმები ან რაფინირებული ნახშირწყლები მიიღეთ, ასევე იზრდება მუცლის არეში სპაზმის განვითარების ალბათობა;

თუმცა მსუბუქი ვახშმის შემდეგ გრილი ან თბილი შხაპი, რომელიც სხეულის ტემპერატურას არ მოუმატებს, დისკომფორტს ნაკლებად გამოიწვევს.

წესი №3: ჭამის შემდეგ არ დალიოთ ჩაი

ყველა მივეჩვიეთ, რომ ჭამის შემდეგ ჩაი ან ყავა დავლიოთ და რამე ტკბილი დესერტი დავაყოლოთ, მაგრამ ეს ძალიან საშიშია ჩვენი ჯანმრთელობისთვის.

ჩაი დიდი რაოდენობით ტანინებს შეიცავს, რომლებიც ნაწლავებში რკინის შეწოვას აქვეითებს. სწორედ ამას უკავშირდება რკინის ფარული დეფიციტი, რომლის შესახებ ადამიანმა შეიძლება არც კი იცოდეს.

წესი №4: ჭამის შემდეგ არ მიირთვათ ტკბილი

ექიმებისა და დიეტოლოგების უმეტესობა ჭამის შემდეგ ტკბილი დესერტის მირთმევის წინააღმდეგია.

ვინაიდან დანაყრების გრძნობა ჭამის დასრულებიდან გარკვეული დროის შემდეგ მოდის, დესერტის დაყოლება შეიძლება ზედმეტი იყოს და პრობლემურ ადგილებში ზედმეტი კილოგრამების ჩალაგება გამოიწვიოს.

უმჯობესია დესერტი ან ხილი ცალკე მიირთვათ და ძირითად ტრაპეზს არ დაუკავშიროთ.

წესი №5: ჭამის შემდეგ არ წამოწვეთ

ალბათ, თითოეულ ჩვენგანს ერთხელ მაინც გასჩენია სურვილი, რომ გემრიელი სადილის შემდეგ წამოწოლილიყო ან დაეძინა კიდეც. მაშ იცოდეთ, რომ ჭამის შემდეგ წამოწოლის მოყვარულთა 80%-ს პერიოდულად გულძმარვა აწუხებს.

საქმე ის გახლავთ, რომ ჰორიზონტალურ მდგომარეობაში კუჭის წვენის მჟავა უკან, საყლაპავში მიედინება და გულძმარვას იწვევს. ამ შემთხვევაში ადამიანი შეიძლება ჭამის შემდეგ ხველებამ შეაწუხოს, რაც საყლაპავის ლორწოვანი გარსის მარილმჟავით დაწვის ბრალია.

მნიშვნელოვანია, რომ პრობლემა დროულად შენიშნოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში შედეგები შეიძლება ძალიან უსიამოვნო იყოს.

ასევე საინტერესოა:

გულის მკვებავი პროდუქტები

დღეში მართლა 2 ლიტრი წყალი უნდა დავლიოთ?

რატომ სვამენ ტიბეტელი ლამები დილაობით ცხელ წყალს?


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

გაჭერით ლიმონი და დატოვეთ საძინებელ...

ლიმონი ჯანმრთელობისთვის

ხილი დიეტის დროს

ხილი დიეტის დროს

K ვიტამინის ნაკლებობა - მიზეზები და...

K ვიტამინის ნაკლებობა

სატაცურის სასარგებლო თვისებები

სატაცურის სასარგებლო
თვისებები

ახალი დიეტა - ორი ჭიქა წყალი

ახალი დიეტა - ორი ჭიქა
წყალი

5 ყველაზე სასარგებლო ეთერზეთი

5 ყველაზე სასარგებლო
ეთერზეთი

საქონლის ან ცხვრის ძვლის ტვინი — რა...

ძვლის ტვინი - დელიკატესი

გოგრის ზეთის სასარგებლო თვისებები,...

როგორ მივიღოთ გოგრის ზეთი?

სტრესი ინსულტის რისკს ზრდის, მაგრამ...

სტრესი ინსულტის რისკს
ზრდის, მაგრამ მხოლოდ
ქალებში