სილამაზე/ჯანმრთელობა

საქონლის ან ცხვრის ძვლის ტვინი — რამდენად საშიშია მისი ჭამა?

fun time

18:41 კვი. 30 მარტი

ძვლის ტვინი - დელიკატესი

14
დაკოპირებულია

საქონლის ან ცხვრის ძვლის ტვინი ნამდვილი დელიკატესია, რომელსაც ბევრი გურმანი კულინარიული ხელოვნების მწვერვალად მიიჩნევს. მაინც, რა სარგებელი აქვს ძვლის ტვინს და რა რისკებთან არის დაკავშირებული მისი მოხმარება? 

რა არის ძვლის ტვინი?

ძვლის ტვინი არის რბილი, ცხიმიანი ქსოვილია, რომელიც ძვალში მდებარეობს. როგორც წესი, მას ბარძაყისა და წვივის დიდი ძვლებიდან იღებენ. კულინარიაში ძვლის ტვინს ხშირად ბულიონებში, გამოსაცხობად ან სხვადასხვა სოუსის საფუძვლად იყენებენ.

ძვლის ტვინის კვებითი ღირებულება

ძვლის ტვინი მდიდარია სასარგებლო ცხიმებით, ვიტამინებით (A, K2), მინერალებით (რკინა, კალციუმი, ფოსფორი) და კოლაგენით. ეს ნივთიერებები ძვლების, სახსრებისა და იმუნური სისტემის ჯანმრთელობას ხელს უწყობს.

ძვლის ტვინის გამორჩეული გემო

კრემისმაგვარი, სასიამოვნო შემადგენლობა და ღრმა, მდიდარი გემო მას შეფმზარეულების საყვარელ ინგრედიენტად აქცევს. მაგალითად, შემწვარი ძვლის ტვინი, ზღვის მარილით და ხრაშუნა ტოსტით, ნამდვილი კულინარიული შედევრია.

ძვლის ტვინი სხვადასხვა ქვეყნის მენიუში

ზოგიერთ კულტურაში, მაგალითად, ნენეცების (არაინდოვროპელი ეთნოსი, რუსეთის ტერიოტრიაზე) და მონღოლების სამზარეულოში სქონლის ძვლის ტვინი ტრადიციული მენიუს ნაწილია. მას ენერგიისა წყაროდ მიიჩნევენ, განსაკუთრებით — მკაცრ კლიმატურ პირობებში.

რა შემთხვევაშია საშიში ძვლის ტვინის ჭამა?

ძვლის ტვინი შესაძლოა საფრთხის შემცველი იყოს, თუ მას არასწორად მოამზადებთ.

1. თუ ცხოველი დაავადებული იყო, მაგალითად, ენცეფალოპათიით, ბაქტერიები შეიძლება ძვლის ტვინშიც დარჩეს, ამიტომ უმჯობესია, პროდუქტი მხოლოდ სანდო წყაროებიდან შეიძინოთ.

2. მაღალი კალორიულობა — ძვლის ტვინი ძალიან ცხიმიანი პროდუქტია. ადამიანები, რომლებსაც ჭარბი წონა ან გულ-სისხლძარღვთა დაავადებები აწუხებთ, მის ჭარბად მიღებას უნდა მოერიდონ.

3. ინფექციის რისკი — თუ ძვლები სათანადოდ არ დაამუშავეს ან, მეტიც — თუ უმად მიირთმევთ, ძვლის ტვინში შეიძლება ბაქტერიები (მაგალითად, სალმონელა ან ნაწლავის ჩხირი) დარჩეს.

ძვლის ტვინი და ალერგიული რეაქციები

ზოგიერთ ადამიანს შესაძლოა ძვლის ტვინში შემავალი ცილების მიმართ შეუწყნარებლობა ჰქონდეს, რაც ალერგიულ რეაქციას გამოიწვევს.

როგორ შევარჩიოთ და მოვამზადოთ ძვლის ტვინი?

შეძენის დროს მხოლოდ სუფთა, სანდო წყაროდან მიღებული ძვლები შეარჩიეთ. გირჩევთ უპირატესობა მიანიჭეთ საქონლის ან ცხვრის ძვლებს.

ძვლის ტვინის მომზადება

მომზადებამდე ძვლები ცივ წყალში დაალბეთ, რათა სისხლის ნარჩენები მოშორდეს.

შეწვა — მოათავსეთ ძვლები საცხობ ფორმაზე, მოაყარეთ მარილი და 200°C ტემპერატურაზე, 15 წუთის განმავლობაში გამოაცხვეთ.

მოხარშვა — დაამატეთ ბულიონს ბოსტნეული და გემრიელი ბულიონი მოხარშეთ.

დაბოლოს, ღირს თუ არა ძვლის ტვინის ჭამა?

თუ სწორად შეარჩევთ და მოამზადებთ, ძვლის ტვინი არამარტო გემრიელი, არამედ სასარგებლო პროდუქტიცაა, თუმცა, მნიშვნელოვანია რისკების გათვალისწინება — აუცილებლად დარწმუნდით, რომ პროდუქტი ხარისხიანია და სწორად მოამზადეთ.

ესეც საინტერესოა:

ღორის ხორცის სასარგებლო თვისებები და მავნებლობა: მითები და რეალობა

დაკონსერვებული თევზის სასარგებლო თვისებები



სიახლეები ამავე კატეგორიიდან

გოგრის ზეთის სასარგებლო თვისებები,...

როგორ მივიღოთ გოგრის ზეთი?

სტრესი ინსულტის რისკს ზრდის, მაგრამ...

სტრესი ინსულტის რისკს
ზრდის, მაგრამ მხოლოდ
ქალებში

თუ სიბერის გეშინიათ, მწარე საკვები...

მწარე საკვები
ჯანმრთელობისთვის

რით არის ფსტა სასარგებლო და რატომ ღ...

რით არის ფსტა სასარგებლო

როგორ გამოვიყენოთ ჯანჯაფილი?

ჯანჯაფილის ფესვის არჩევა

კარაქი თუ მცენარეული ზეთი? — რომელი...

კარაქი თუ მცენარეული ზეთი?

ფლამინგოს ტესტი — დადექით ცალ ფეხზე...

ფლამინგოს ტესტი

რა არის კაპერსი? - არომატული დელიკა...

რა არის კაპერსი?

რომელი ბრინჯია ყველაზე სასარგებლო დ...

რომელი ბრინჯი ჯობია?