სილამაზე/ჯანმრთელობა

სატაცურის სასარგებლო თვისებები

fun time

19:23 ხუთ. 24 აპრილი

სატაცურის სასარგებლო
თვისებები

14
დაკოპირებულია

ასპარაგუსი ანუ სატაცური გემრიელი და სასარგებლო ბოსტნეულია, რომელიც მდიდარი გემოსა და სასარგებლო თვისებების გამო უყვართ. ის სხვადასხვა სახეობისა და ფერის არსებობს, თუმცა ყველაზე გავრცელებული მწვანე და თეთრი სატაცურია. 

მოდით ვნახოთ როგორია სატაცურის სარგებელი:

სატაცური მდიდარია ბოჭკოებით, რაც ხელს უწყობს საჭმლის მომნელებელი სისტემის გამართულ მუშაობას. ის გვეხმარება შეკრულობის პრევენციაში და ნაწლავური მიკროფლორის ჯანმრთელობის შენარჩუნებაში.

სატაცური შეიცავს ისეთ ანტიოქსიდანტებს, როგორიცაა გლუტათიონი და რუტინი. ეს ნივთიერებები ორგანიზმის უჯრედებს თავისუფალი რადიკალების ზიანისგან იცავს, რაც, თავის მხრივ, დაბერების პროცესებსა და ქრონიკული დაავადებების განვითარების რისკს ამცირებს.

სატაცურში შემავალი C ვიტამინი მნიშვნელოვან როლს ასრულებს იმუნური სისტემის გაძლიერებაში და ორგანიზმის ინფექციებისა და დაავადებების მიმართ მდგრადობის ამაღლებაში.

სატაცურში არსებული ფოლიუმის მჟავა შეიძლება სისხლში ქოლესტერინის დონის შემცირებაში დაგვეხმაროს, რაც გულ-სისხლძარღვთა სისტემის მდგომარეობაზე დადებითად მოქმედებს.

სატაცურს აქვს მსუბუქი შარდმდენი ეფექტი, ხელს უწყობს შარდოვანას, ნიტრატების, თავისუფალი რადიკალების გამოდევნას ორგანიზმიდან, რის გამოც აქტიურად გამოიყენება ონკოლოგიური დაავადებების პოფილაქტკისათვის.

მოსალოდნელი რისკები სატაცურის მიღებისას:

1. სატაცურის მიღების შემდეგ შარდს შეიძლება დამახასიათებელი სუნი მიეცეს. არ ინერვიულოთ - ეს უსაფრთხო და ბუნებრივი პროცესია, რომელიც ასპარაგუსის გადამუშავებას უკავშირდება.

2. ზოგ ადამიანს შეიძლება სატაცურზე ალერგია ჰქონდეს, რაც გამონაყარით, ქავილით ან შეშუპებით ვლინდება. თუ მსგავსი სიმპტომები შენიშნეთ, უმჯობესია მისი მიღება შეწყვიტოთ და ექიმს მიმართოთ.

3. სატაცურმა შეიძლება ზოგი მედიკამენტის ათვისებაზე გავლენა მოახდინოს. თუ რაიმე პრეპარატს იღებთ, სატაცურის მიღებამდე ექიმთან კონსულტაცია უნდა გაიაროთ.

სატაცურის სეზონი

სატაცურის სეზონი ჩვეულებრივ იწყება მარტის ბოლოს და გრძელდება ივნისამდე, მაგრამ პიკის თვეებია აპრილი და მაისია.

სატაცურის მომზადება

ქვაბში წყალი მიიყვანეთ ადუღებამდე და ჩააყარეთ მარილი. სატაცური ჩადეთ მდუღარე წყალში.

მომზადების მეთოდიდან გამომდინარე, მწვანე სატაცირს დასჭირდება 2-დან 10 წუთამდე, ხოლო თეთრს - 10-დან 20 წუთამდე.

მომზადების დრო ყლორტების სისქეზეც არის დამოკიდებული: რაც უფრო თხელია სატაცურის ყლორტი, მით ნაკლები დრო სჭირდება.

შესამოწმებლად აიღეთ ჩანგალი ან კბილის ჩხირი და ჩაარჭვეთ სატაცურს. თუ რბილია, ესე იგი, მზადაა.

***

სატაცური გემრიელი და ძვირფასი ბოსტნეულია, რომელიც ნამდვილად შეიძლება ჯანსაღი კვების მენიუს ნაწილი გახდეს, თუმცა, როგორც ნებისმიერი პროდუქტის შემთხვევაში, მნიშვნელოვანია თქვენი ორგანიზმის ინდივიდუალური თავისებურებები გაითვალისწინოთ და ზომას არ გადააჭარბოთ.

ესეც დაგაინტერესებთ:

რომელი ბრინჯია ყველაზე სასარგებლო

რა უნდა შედიოდეს გაზაფხულის რაციონში - 10 აუცილებელი პროდუქტი

5 მიზეზი იმისთვის, რომ მწვანე ბოსტნეული მიირთვათ


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი დიეტა - ორი ჭიქა წყალი

ახალი დიეტა - ორი ჭიქა
წყალი

5 ყველაზე სასარგებლო ეთერზეთი

5 ყველაზე სასარგებლო
ეთერზეთი

საქონლის ან ცხვრის ძვლის ტვინი — რა...

ძვლის ტვინი - დელიკატესი

გოგრის ზეთის სასარგებლო თვისებები,...

როგორ მივიღოთ გოგრის ზეთი?

სტრესი ინსულტის რისკს ზრდის, მაგრამ...

სტრესი ინსულტის რისკს
ზრდის, მაგრამ მხოლოდ
ქალებში

თუ სიბერის გეშინიათ, მწარე საკვები...

მწარე საკვები
ჯანმრთელობისთვის

რით არის ფსტა სასარგებლო და რატომ ღ...

რით არის ფსტა სასარგებლო

როგორ გამოვიყენოთ ჯანჯაფილი?

ჯანჯაფილის ფესვის არჩევა

კარაქი თუ მცენარეული ზეთი? — რომელი...

კარაქი თუ მცენარეული ზეთი?