სილამაზე/ჯანმრთელობა

რა უნდა შედიოდეს გაზაფხულის რაციონში - 10 აუცილებელი პროდუქტი

fun time

16:49 ოთხ. 20 მარტი

რა უნდა შედიოდეს
გაზაფხულის რაციონში

14
დაკოპირებულია

თუ კარგად მოვუსმენთ და დავინახავთ, წელიწადის დრო და ფერი თავად გვიკარახებს, როდის რომელი პროდუქტი უნდა ვჭამოთ, რომ ჯანმრთელობა და იმუნიტეტი შევინარჩუნოთ. 

 

ჯანსაღი პროდუქტების მიღება განსაკურებით მნიშვნელოვანია ზამთრის ბოლოს, როდესაც მზის შუქის და ვიტამინების დეფიციტის გამო სხეული უჩვეულო დაღლილობას გრძნობს.

გაზაფხულის მოსვლასთან ერთად, ზამთრის ციტრუსების შემდეგ ახალი, სეზონური პროდუქტების დრო დგება.

ჩვენ გიამბობთ გაზაფხულის 10 ყველაზე ჯანსაღ საკვებზე, რომელიც შეგიძლიათ მარტიდან მიირთვათ და ცოცხალი ვიტამინების მარაგი აღიდგინოთ.

გაღივებული მარცვლეული

გაღვივებული მარცვლეული დიდი რაოდენობით სასარგებლო ნივთიერებას შეიცავს და განსაკუთრებით სასარგებლოა ორგანიზმისთვის. მით უფრო ადრიან გაზაფხულზე, როცა ზამთარგამოვლილი ორგანიზმი გამოფიტული და დაღლილია.

გაღვივებული მარცვლეული უამრავ სასარგებლო ელემენტს შეიცავს. ასე, რომ შეგიძლიათ მოუხალავი წიწიბურას, სოიოს, ხორბლის და სხვა მარცვლეულის გაღვივებას შეუდგეთ.

ბოლოკი

დიდი რაოდენობით C ვიტამინის გარდა, ბოლოკი B ვიტამინებს, რკინას და კალიუმს შეიცავს. ბოლოკი მდიდარია ფიტონციდებით, რაც თავიდან აგაცილებთ გაზაფხულის გაციებას. გაითვალისწინეთ, რომ რაც უფრო წითელია ბოლოკი, მით უფრო მეტ ასკორბინის მჟავას შეიცავს.

ასპარაგუსი (სატაცური)

ასპარაგუსი ადრე გაზაფხულზე შემოდის, მარტიდან მისი შეგროვება შესაძლებელია. B ვიტამინით, ფოლიუმის მჟავით, K და C ვიტამინებით მდიდარი მცენარე წლის ამ დროს ყველაზე სასარგებლოა.

ასპარაგუსი ძალიან ცოტა კალორიას შეიცავს და დიეტის დროს საუკეთესო არჩევანია. უგემრიელესი და ძალიან სასარგებლო კერძის მოსამზადებლად საკმარისია ასპარაგუსი ტაფაზე რამდენიმე წუთის განმავლობაში შეწვათ ან ღუმელში გამოაცხოთ.

ჭარხალი

ჭარხალი შეიცავს ვიტამინებისა და მინერალების თითქმის სრულ სპექტრს (იოდი, ფოლიუმი, ოქსილი, ვაშლის მჟავა).

მოხარშული ჭარხალი ნაწლავების, ღვიძლისა და გულის მუშაობისთვის შეუცვლელი დამხმარეა. ნედლი კი ებრძვის ანემიას და სიმსივნის განვითარებას. ჭარხალი მდიდარია სასარგებლო ნახშირწყლებით და შეიძლება გარნირად მიირთვათ.

ავოკადო

ჯანსაღი ცხიმოვანი მჟავების შემცველობით ავოკადო ნამდვილი ჩემპიონია. ავოკადო წარმოადგენს ვიტამინ C, E, K და B 6-ის მნიშვნელოვან წყაროს. შეიცავს ფოლიუმის მაჟავას, მაგნიუმს, კალიუმს, B კაროტინს და ომეგა 3-ს. ავოკადოს ყოველდღიური მიღება მკვეთრად ამცირებს სისხლში ქოლესტეროლის დონეს, მაგრამ ეს სასარგებლო ხილი მწიფე უნდა მიირთვათ, წინააღმდეგ შემთხვევაში არავითარი სარგებელი არ აქვს.

ბროკოლი

ეს სასარგებლო მწვანე ბოსტნეული დეპრესიის დაძლევაში და განწყობის ამაღლებაში დაგეხმარებათ. ბროკოლის აქვს ანტიოქსიდანტური მოქმედება, ხელს უწყობს ტვინის ფუნქციის გაუმჯობესებას, გულ-სისხლძარღვთა სისტემის სიჯანსაღის შენარჩუნებას, აძლიერებს იმუნურ სისტემას, ანელებს დაბერების პროცესს, საუკეთესოა სხვადასხვა დაავადების, მათ შორის – კიბოს, პრევენციისთვის. ბროკოლი მდიდარია ქლოროფილით და მიკროელემენტებით: კალციუმით, მაგნიუმით, თუთიით, მანგანუმით და რკინით.

ბოსტნეულში შემავალი ბოჭკო შესანიშნავად ასუფთავებს კუჭ-ნაწლავის ტრაქტს და ორგანიზმიდან დაგროვილი მინარევები გამოაქვს.

პომიდორი

გაზაფხულზე ბუნებრივად დამწიფებული, გემრიელი პომიდვრის პოვნა ადვილი არ არის, მაგრამ სწორედ წელიწადის ამ დროსაა მისი მიღება ყველაზე მნიშვნელოვანი. პომიდორს ძლიერი ანტიბაქტერიული და ანთების საწინააღმდეგო თვისებები აქვს, აძლიერებს ნერვულ სისტემას და სხეულს დაღლილობასთან ბრძოლაში ეხმარება. ყველა სხვა სიკეთესთან ერთად, პომიდორი ულტრაიისფერი გამოსხივებისგან კანის დამცავ ფუნქციებს ააქტიურებს.

ისპანახი

ეს გემრიელი და საარგებლო მცენარე უკვე მარტიდან შეგიძლიათ მიირთვათ. ისპანახი მდიდარია რკინით და სხვა ფოთლოვანი მცენარებისგან განსხვავებით, უფრო მეტ პროტეინს შეიცავს. არის წნევის მარეგულირებელი და ასევე სისხლის შედედების წინააღმდეგ ეფექტური საშუალებაა. ბეტა კაროტინის შემცველობა კანის დაბერებას ანელებს, კუჭის სიმსივნის და თვალის დაავადებების რისკსაც ამცირებს.

ჭარხლის ფოთლები

ჭარხლის ფოთლები მაღაზიის დახლებზე აპრილის დასაწყისიდან ჩნდება. ასკორბინისა და ფოლიუმის მჟავებთან ერთად, ჭარხლის ფოთლები და ფესვები b1, b2, p, pp ვიტამინებს, ვიტამინ C-ს, K-ს, ასევე რკინას და კალიუმს შეიცავს. ჭარხლის ფოთლების კერძები ძალიან სასარგებლოა მათთვის, ვისაც გულ-სისხლძარღვთა დაავადებები, დიაბეტი, ანემია აწუხებს. ჭარხლის ფოთლები შესანიშნავად ასტიმულირებს ნაწლავების მუშაობას. უჯრედისის უხვი შემცველობის წყალობით ის შეკრულობის საწინააღმდეგო აღიარებული საშუალებაა.

მჟავე კომბოსტო

ის ნამდვილი სუპერ საკვებია. ვიტამინებისა და მინერალების გარდა, სასარგებლო ბაქტერიებსაც შეიცავს, რომლებიც ბოსტნეულის ფერმენტაციის დროს ჩნდება. კომბოსტოს ხრაშუნი მასში შემავალი ჯანსაღი ბოჭკოების დიდ რაოდენობაზე მიუთითებს. მჟავე კომბოსტო აძლიერებს იმუნიტეტს და აქვეითებს შიმშილის გრძნობას. აქვს ანტიოქსიდანტური თვისებები – ებრძვის თავისუფალ რადიკალებს, დაზიანებისგან იცავს უჯრედებს და ამით ხელს უშლის მრავალი დაავადების, მათ შორის – გულ-სისხლძარღვთა დაავადებების, დიაბეტისა და კიბოს განვითარებას.

ესეც დაგაინტერესებთ:

ვიტამინების ნაკლებობის სიმპტომები

რას იწვევს ბ ვიტამინის ნაკლებობა

ვიტამინები, რომელთა უკმარისობა თავის ტკივილს იწვევს


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

რატომ არ უნდა გეძინოთ ერთდროულად ორ...

რატომ არ უნდა გეძინოთ
ერთდროულად ორ ბალიშზე?

ახალი კვლევა - საუბრისას Loudspeake...

ყურსასმენები ტელეფონის
მავნე ზემოქმედებას
ამცირებს

კურკუმა გასახდომად - ინდური სანელებ...

კურკუმა ყავაში

როგორ მოქმედებს გულის მუშაობაზე გაზ...

გულის მუშაობა გაზაფხულზე

მიწავაშლას სასარგებლო თვისებები - რ...

მიწავაშლას სასარგებლო
თვისებებ

რომელი ბოსტნეული შეიცავს ცილას

რომელი ბოსტნეული შეიცავს
ცილას

რომელია ყველაზე სასარგებლო ვაშლი?

რომელია ყველაზე
სასარგებლო ვაშლი?

რა სარგებელი აქვს დარიჩინს და როგორ...

დარიჩინის ხვეულები

„არავის უამბოთ თქვენი ავადმყოფობის...

ჰიპოკრატეს 11 რჩევა
ჯანმრთელი ცხოვრებისთვის