სილამაზე/ჯანმრთელობა

ქალის ორგანიზმს B12 ჰაერივით სჭირდება - 14 სიმპტომი, რომელიც ამ ვიტამინის დეფიციტზე მიანიშნებს

fun time

14:00 ორშ. 30 ოქტომბერი, 2023 წელი

რას იწვევს ბ12 ვიტამინის
ნაკლებობა

14
დაკოპირებულია

40-იდან 60 წლამდე ასაკის ქალების 4% B12 ვიტამინის დეფიციტს განიცდის და გამაფრთხილებელ სიმპტომებს უგულებელყოფს. გსურთ, გქონდეთ ლამაზი თმა, ჯანსაღი კანი და სტაბილური ნერვული სისტემა? მაშინ უნდა იცოდეთ ეს 14 სიმპტომი, რომელიც ქალის ორგანიზმში ვიტამინ B12-ის დეფიციტზე მიანიშნებს და ეს ძალიან საყურადღებოა!

 

რას იწვევს ბ12 ვიტამინის ნაკლებობა


თავბრუდახვევა და კოორდინაციის დაკარგვა

ქალებში, რომლებიც ყველაზე ხშირად ნევროლოგებს თავბრუდახვევის ჩივილებით მიმართავენ, B12 ვიტამინის დონე დაბალია. ეს თავის მხრივ ნერვების შეუქცევად დაზიანებას იწვევს, რასაც არა მარტო ხშირი თავბრუდახვევა, არამედ კოორდინაციის სრული დაკარგვაც მოჰყვება.

ფრჩხილების პრობლემები და არაჯანსაღი თმა

თქვენი თმა ძველებურად აღარ ბზინავს, მტვრევადი გახდა და გცვივათ? ფრჩხილები თხელი და მტვრევადია? ეს ყველაფერი ვიტამინი B12 ნაკლებობაზე მიუთითებს.

კუნთების სისუსტე

ნერვულ სისტემაზე ზემოქმედებით, ციანოკობალამინის (B12) ნაკლებობა არა მხოლოდ ზოგად დაღლილობას, არამედ კუნთების სისუსტეს იწვევს!

ქოშინი

ეს უსიამოვნო სიმპტომი ვიტამინის B12 ნაკლებობით გამოწვეული ანემიის ერთ-ერთი შედეგია. ჰემოგლობინის არასაკმარისი რაოდენობის გამო ქსოვილებში ჟანგბადის მიწოდება რთულდება, რაც ფილტვებს უფრო ძლიერად მუშაობას აიძულებს.

მხედველობის პრობლემები

ვიტამინის B12 ნაკლებობის მძიმე შემთხვევებში მხედველობის ნერვი და ბადურის სისხლძარღვები ზიანდება, რაც გაორმაგებული მხედველობის ეფექტს, თვალების დაბინდვას და დროებით სიბრმავესაც კი იწვევს.

მუდმივი დაღლილობა

არასაკმარისი ჰემოგლობინი არასაკმარის ჟანგბადს ნიშნავს. არასაკმარისი ჟანგბადი კი გამუდმებით ძილის სურვილს უკავშირდება. ციანოკობალამინის ნაკლებობის გამო ქალის ორგანიზმი მუდმივად ითხოვს დასვენებას, მაშინაც კი, თუ საკმარისად გეძინათ.

ფერმკრთალი კანი

ვიტამინი B12 -ს ნაკლებობა იწვევს სისხლწარმოქმნის მოშლას და სისხლის ზოგიერთი უჯრედის განადგურებას, რის შედეგადაც გამოიყოფა ნაღვლის პიგმენტი ბილირუბინი, რომელიც კანს ასეთ შეფერილობას აძლევს.

ჩხვლეტისა და დაბუჟების შეგრძნება

ეს B12 -ის დეფიციტური ანემიის ერთ-ერთი ყველაზე უსიამოვნო ნევროლოგიური სიმპტომია. ამ დროს ნერვული გარსების დაზიანება და ჟანგბადის ნაკლებობა კიდურების დაბუჟებით, ჩხვლეტის შეგრძნებით, ასევე კრუნჩხვებით ვლინდება. მტკივნეული სიმპტომების თავიდან ასაცილებლად, ეცადეთ, ვიტამინი B12-ის ნორმალური დონე შეინარჩუნოთ.

მეხსიერების პრობლემები

ბავშვბის მეგობრის სახელი დაგავიწყდა? გასაღები, ჩანთის ნაცვლად, მაცივარში შეინახეთ? დროა თქვენი ვიტამინ B12 დონე შეამოწმოთ!

ენის სიწითლე

წითელი პრიალა ენა ვიტამინის B12 დეფიციტის ნიშანია. ამ დროს ენის სტრუქტურა განიცდის ცვლილებებს, ხდება ღია წითელი, ემატება უსიამოვნო წვის შეგრძნება და გემოვნური შთაბეჭდილების დამახინჯება.

ხასიათის ცვლილება

ქალის ორგანიზმში ვიტამინი B12-ის ნაკლებობამ შეიძლება გააძლიეროს დეპრესია, შფოთვა და ნერვიულობა. ასევე გამოიწვიოს ცრემლდენა და ეს ყველაფერი იმიტომ, რომ ეს ვიტამინი მონაწილეობს ბედნიერების ჰორმონების - სეროტონინისა და დოფამინის წარმოებაში.

სუნებისადმი დამოკიდებულება

ვიტამინი B12-ის ნაკლებობა იწვევს სუნების დამახინჯებას. მაგალითად, ამ დროს საყვარელი სუნამოს სუნი ნაკლებად სასიამოვნო გეჩვენებათ, სამაგიეროდ, საღებავის ან ნავთის არომატით მოხიბლული ხართ.

გულის პრობლემები

სისხლწარმოქმნის ფუნქციის დარღვევა შედეგად ტაქიკარდიის, წნევის დაქვეითების და მრავალი სხვა სიმპტომის მიზეზი ხდება, რაც გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებებს იწვევს.

სხეულის ტემპერატურის მომატება

იშვიათ შემთხვევებში, ციანოკობალამინის ნაკლებობამ შეიძლება სხეულის ტემპერატურის სუბფებრილამდე დროებითი მატება გამოიწვიოს. მიუხედავად იმისა, რომ ეს სიმპტომი ორგანიზმში ინფექციური პროცესის არსებობას ახასიათებს, ვიტამინი B12-ის დამატებითი დოზა ნამდვილად არ გაწყენთ.

***

თუ ზემოთ ჩამოთვლილი უსიამოვნო სიმპტომებისგან რამდენიმეს მაინც შენიშნავთ, გირჩევთ, სასწრაფოდ ექიმს მიმართოთ. სხეულში B12 ვიტამინის ბუნებრივად შესავსებად მიირთვით ძროხის ღვიძლი, ვირთევზა, ორაგული, კრევეტები, ზღვის მცენარეები და ტოფუს ყველი. ეს პროდუქტები მდიდარია სასარგებლო მიკროელემენტებით, მინერალებით, მაგრამ რაც მთავარია - ციანოკობალამინით.

მოუსმინეთ საკუთარი სხეულის სიგნალებს, რადგან თქვენი ჯანმრთელობა თქვენს ხელშია!

ესეც უნდა იცოდეთ:

◾ რა სიმპტომებით ვლინდება ვიტამინების დეფიციტი?!

◾ D ვიტამინის ნაკლებობა სიმსუქნეს იწვევს

◾ ვიტამინები, რომელთა უკმარისობა თავის ტკივილს იწვევს

◾ როგორ ვუშველოთ უძილობას – მიზეზები, დიაგნოსტიკა, მკურნალობა

◾ სხეულის ენა - რაზე მეტყველებს თქვენი ძილის პოზა?



სიახლეები ამავე კატეგორიიდან

„არავის უამბოთ თქვენი ავადმყოფობის...

ჰიპოკრატეს 11 რჩევა
ჯანმრთელი ცხოვრებისთვის

კიბოს გამომწვევი საკვები - 6 პოპულა...

კიბოს გამომწვევი
პროდუქტი

შავი კვლიავი - მცენარე, რომელიც ქოლ...

შავი კვლიავი

უნდა ვინერვიულოთ თუ არა, თუ სიზმრებ...

უნდა ვინერვიულოთ თუ არა,
თუ სიზმრები არ
გვამახსოვრდება?

დეკემბრის მაგნიტური დღეების კალენდა...

დეკემბრის მაგნიტური
დღეების კალენდარი

რატომ უნდა ჭამოთ ბრიუსელის კომბოსტო...

ბრიუსელის კომბოსტო

მანდარინი - უსაფრთხო ანტიდეპრესანტი

მანდარინის სასარგებლო
თვისებები

ხანდაზმულებში კუნთების სისუსტეს სარ...

კუნთების სისუსტეს
სარკოპენია ეწოდება

ასკილის ზეთი სახისთვის

ასკილის ზეთი სახისთვის