სილამაზე/ჯანმრთელობა

სხეულის ენა - რაზე მეტყველებს თქვენი ძილის პოზა?

fun time

14:00 ორშ. 12 ივნისი, 2023 წელი

ძილის პოზა

14
დაკოპირებულია

შემთხვევითი არაა, რომ თითოეულ ადამიანს თავისი, საყვარელი  ძილის პოზა აქვს, რომელიც მისი ხასიათის შესახებ გვიამბობს. გაინტერესებთ, რაზე მეტყველებს თქვენი ძილის პოზა და რა საიდუმლო მინიშნებებს გიგზავნით სხეული ძილის დროს? მაშინ ყურადღებით დააკვირდით ამ სურათს და თქვენი საყვარელი ძილის პოზიცია აირჩიეთ. 

1. ცალ გვერდზე ძილი

ეს ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული პოზაა. ეს ადამიანები საკმაოდ ხალისიანები და სოციალურად ადაპტირებულები არიან. ისინი ხალხმრავლობაში თავს კომფორტულად გრძნობენ და გუნდურად მუშაობა უყვართ. ისინი კეთილები და ხშირად ზედმეტად მიმნდობნი არიან.

2. ცალ გვერდზე გაშლილი ხელებით

ეს პოზა მიმზიდველ და კომუნიკაბელურ ადამიანებს ახასიათებს. ისინი კარგი თანამოსაუბრეები და მსმენელები არიან, მაგრამ ხშირად ყოყმანობენ. მათ ყველაზე მეტად გადაწყვეტილების მიღება უჭირთ, მაგრამ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ მტკიცედ მოქმედებენ.

3. ჯარისკაცის პოზა

ეს მარტივი და ძალიან გავრცელებული პოზაა, რომელმაც შეიძლება ადამიანის ხასიათის შესახებ ბევრი რამ გიამბოთ. ამ პოზაში ძილი ხშირად ხვრინვას იწვევს, თუმცა ასეთ პოზაში ძილის მოყვარული ადამიანი კარგად ორგანიზებულია. მისი ცხოვრება ეტაპებად და საფეხურებად არის დაგეგმილი. მას ბევრი ლაპარაკი არ უყვარს და როგორც წესი, მარტო მუშაობს.

4. თავისუფალ ვარდნაში

ამ პოზაში მძინარე ადამიანი მუცელზე წევს, ხელები მაღლა აწეული ან ბალიშზე შემოხვეული და თავი გვერდზე აქვს მიტრიალებული. ეს თავისუფალი და რისკიანი ადამიანის პოზიციაა. ის ურთიერთობებისთვის გახსნილი ადამიანია, უყვარს სარისკო სიტუაციები და არ უჭირს ცხოვრებისეული არჩევანის გაკეთება. მოსწონს, როცა ბრძანებებს გასცემს და სიტუაციას აკონტროლებს და კრიტიკის მიმართ ზედმეტად მგრძნობიარეა. ასეთ ადამიანთან ერთად არ მოიწყენთ.

5. ზღვის ვარსკვლავი

თუ ზურგზე, გაშლილი ხელებითა და ფეხებით გძინავთ, ცხოვრებაში ყველაზე მეტად მეგობრობას და ადამიანურ ურთიერთობებს აფასებთ. ადამიანები, რომლებიც ამ პოზიციას ირჩევენ ამ პოზიციას, ძალიან კარგი მეგობრები, ყურადღებიანი მსმენელები და ერთგული მეუღლეები არიან. ისინი სიამოვნებით ეხმარებიან ადამიანებს. მათი ძილის პოზა თითქოს ჩახუტების სურვილზე მეტყველებს.

6. ემბრიონის პოზა

ეს ძილის ყველაზე პოპულარული პოზაა. მისი მოყვარული ადამიანები ძალიან ხშირად გარეგნულად ბევრად უფრო მკაცრები და თავდაჯერებულები ჩანან, სინამდვილეში კი მყიფე შინაგანი სამყარო აქვთ. ისინი ზედმეტად ბევრს ფიქრობენ პრობლემებზე და ყველა წვრილმანზე ყურადღებას ამახვილებენ. სამაგიეროდ, მათსავით არავინ განიცდის სხვის გასაჭირს და გრძნობს გარშემო მყოფთა დამოკიდებულებას.

ესეც დაგაინტერესებთ:

როგორ მოქმედებს ძილის პოზა და ლოგინის თეთრეული კანის დაბერებაზე?

რატომ მცირდება ძილის ხანგრძლივობა ასაკის მატებასთან ერთად?

რა იწვევს ძილის დროს ორგანიზმის შეხტომას?


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

K ვიტამინის ნაკლებობა - მიზეზები და...

K ვიტამინის ნაკლებობა

სატაცურის სასარგებლო თვისებები

სატაცურის სასარგებლო
თვისებები

ახალი დიეტა - ორი ჭიქა წყალი

ახალი დიეტა - ორი ჭიქა
წყალი

5 ყველაზე სასარგებლო ეთერზეთი

5 ყველაზე სასარგებლო
ეთერზეთი

საქონლის ან ცხვრის ძვლის ტვინი — რა...

ძვლის ტვინი - დელიკატესი

გოგრის ზეთის სასარგებლო თვისებები,...

როგორ მივიღოთ გოგრის ზეთი?

სტრესი ინსულტის რისკს ზრდის, მაგრამ...

სტრესი ინსულტის რისკს
ზრდის, მაგრამ მხოლოდ
ქალებში

თუ სიბერის გეშინიათ, მწარე საკვები...

მწარე საკვები
ჯანმრთელობისთვის

რით არის ფსტა სასარგებლო და რატომ ღ...

რით არის ფსტა სასარგებლო