სილამაზე/ჯანმრთელობა

რატომ მცირდება ძილის ხანგრძლივობა ასაკის მატებასთან ერთად?

fun time

14:00 სამ. 19 ოქტომბერი, 2021 წელი

ძილის ხანგრძლივობა
ასაკში

14
დაკოპირებულია

ძილი ორგანიზმის პერიოდული ფიზიოლოგიური მდგომარეობაა, რომელსაც თავის ტვინის მთელი რიგი სტრუქტურების კოორდინაციული მოქმედება განსაზღვრავს. ზოგიერთი მეცნიერის აზრით, ძილი თანმიმდევრულად გადის ევოლუციის ყველა სტადიას.

შესაძლებელია თუ არა ძილის ხანგრძლივობის გაზრდა?

ასაკის მატებასთან ერთად, ძილის ხანგრძლივობა სულ უფრო მცირდება. ახალგაზრდებს, განსაკუთრებით ფიზიკურად აქტიურებს, შეუძლიათ, 10 საათს იძინონ.

40-70 წლის ასაკში კი ძილის ხანგრძლივობა მნიშვნელოვნად იკლებს. ასაკთან ერთად იცვლება არა მხოლოდ ძილის ხანგრძლივობა, არამედ ხარისხიც.

ჯერჯერობით, მეცნიერებს ხანდაზმულ ადამიანებში ძილის ხარისხის გაუმჯობესება არ შეუძლიათ. როგორც წესი, ადამიანებს, რომლებიც უძილობას უჩივიან, ექიმები საძილე აბებს უნიშნავენ. ამ მედიკამენტების უმეტესობას კი მხოლოდ დამამშვიდებელი ეფექტი აქვს, რაც ჯანსაღ ძილს არ ნიშნავს.

👉განსხვავებული სტრატეგია აქვთ ფსიქოთერაპევტებს, რომლებიც უძილობის სამკურნალოდ კოგნიტურ-ქცევით თერაპიას იყენებენ, რაც ხშირად კარგ ეფექტს იძლევა.

ექიმები ძილთან დაკავშირებული პრობლემების მქონე ადამიანებს ურჩევენ ყავის და ჩაის მოხმარება მაქსიმალურად შეამცირონ და აქტიური ცხოვრების წესით იცხოვრონ.

სასურველია, რომ ძილის წინ საძინებელი კარგად გაანიავოთ და მასში მთელი ღამის მანძილზე სუფთა ჰაერი შედიოდეს.

თუ ადამიანს ღამით ცუდად სძინავს, მაშინ გამოძინება დღის განმავლობაში უნდა სცადოს. შეძლებისდაგვარად თავიდან უნდა აიცილოთ სტრესული სიტუაციები.

რატომ გვერღვევა ძილი?


უძილობის გამომწვევი მიზეზი გადაღლის გარდა, შეიძლება ფსიქიკური პრობლემაც იყოს, რომელიც სულ უფრო ხშირად გვხვდება არა მხოლოდ ხანდაზმულებში, არამედ ახალგაზრდებშიც.

ბოლო დროს მეცნიერები ძილის შესწავლას სულ უფრო მეტ ყურადღებას უთმობენ, რადგან ძილის ნაკლებობა გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებებს, დიაბეტს და სიმსუქნეს იწვევს.

ასაკის მატებასთან ერთად, ძილის ხარისხი უარესდება - რაც უფრო ასაკშია ადამიანი, მით უფრო ნაკლები სძინავს.

სამეცნიერო კვლევების მიმდინარეობისას გაირკვა, რომ ტვინის რეცეპტორები, რომლებიც სიგნალებს იღებენ, ასაკის მატებასთან ერთად სუსტდება. ხანდაზმული ადამიანის ტვინი ისევე მუშაობს, როგორც ახალგაზრდის, მაგრამ სიგნალების დაჭერა უჭირს.

👉როგორც კვლევებით ირკვევა, ძილის ხანგრძლივობის შემცირება 20 წლის შემდეგ იწყება და თითქმის მთელი სიცოცხლის მანძილზე გრძელდება.

50 წლის ასაკში ძილის ხარისხი 50%-ით უარესდება, ხოლო 70 წლის ასაკში უფრო მეტადაც. ხანდაზმული ადამიანის ტვინი ძილის პროცესში ყველა საჭირო სტადიას ვერ გადის.

როცა ადამიანი ღამით რამდენჯერმე იღვიძებს, სრულფასოვანი დასვენებისთვის საჭირო ღრმა ძილს ვერ იღებს. მეცნიერების განმარტებით, ეს ადამიანის ფიზიოლოგიაში ერთ-ერთი ყველაზე დრამატული ცვლილებაა, რომელიც ხდება ასაკის მატებას უკავშირდება.

ძილის პროცესი, ჩვეულებრივ, მასზე მოთხოვნილების ადეკვატურია. ხშირ შემთხვევაში, ასაკოვანი, მით უფრო მოხუცი ადამიანი, უბრალოდ, არც ფიზიკურად იღლება და არც გონებრივად, შესაბამისად, მის ორგანიზმს ძალების აღსადგენად ხანმოკლე ძილიც ჰყოფნის.

ასაკში ღრმა და ხარისხიანი ძილისათვის ერთადერთი პირობა აქტიური ცხოვრება და კარგი ფიზიკური მდგომარეობაა!

🔰:

ძილის ხანგრძლივობა ასაკის მიხედვით

შუადღის ძილი - რისთვის არის სასარგებლო?

ძილის დროს წამოხტომა - რა არის მიზეზი?


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

5 მიზეზი იმისთვის, რომ სპირულინა რა...

რა არის სპირულინა

მუშმულას სასარგებლო თვისებები

მუშმულას თვისებები

მუსკატის კაკალი - სასარგებლო თვისებ...

მუსკატის კაკალი
სასარგებლო თვისებები

ქაცვის თვისებები

ქაცვის თვისებები

ღორის ხორცის სასარგებლო თვისებები დ...

ღორის ხორცის სასარგებლო
თვისებები

გოგრის თესლი - როგორ ვჭამოთ სწორად?

გოგრის თესლის სასარგებლო
თვისებები და
უკუჩვენებები

იაპონელმა მეცნიერებმა შექმნეს მოწყო...

სიზმრების ჩაწერა
შესაძლებელია

შემოდგომის საკვები - 10 ყველაზე სას...

შემოდგომის ხილი და
ბოსტნეული

ადამიანის ენა შინაგანი ორგანოების ს...

ადამიანის ენა შინაგანი
ორგანოების სარკეა