სილამაზე/ჯანმრთელობა

თუკი შუადღის ძილი გიყვართ, გაეცანით ამ ინფორმაციას

fun time

14:00 ხუთ. 4 თებერვალი, 2021 წელი

კარგია თ არა შუადღის ძილი

14
დაკოპირებულია

რას ამბობენ ექიმები დღის ძილის შესახებ?

თუკი შესაძლებლობა გაქვთ, დღის განმავლობაში აუცილებლად უნდა დაიძინოთ, თუნდაც ნახევარი საათით. ამგვარად უფრო ენერგიული იქნებით და საქმეებიც დამღლელად არ მოგეჩვენებათ, - ამტკიცებენ ექიმები.

შუადღის ძილის დადებითი მხარეები:


1. დღისით ძილის დროს ორგანიზმი გამოყოფს ბედნიერების ჰორმონს და, ასევე, აქტიურად გამოიყოფა ჰორმონი სეროტონინი. ამიტომაც არიან ხოლმე ადამიანები უფრო კარგ განწყობაზე დღის ძილის შემდეგ.


2. თუკი დღისით ცოტა ხნით მაინც დაიძინებთ, უფრო კონცენტრირებული იქნებით. მეცნიერების მტკიცებით, დღის ძილი 200 მგ კოფეინის ეკვივალენტია. ამისთვის კი დღის განმავლობაში 1-საათიანი ძილიც კი საკმარისია.


3. დღის ძილის შემდეგ იზრდება შემოქმედებითი პოტენციალი. დიდებული მოაზროვნეები, მეცნიერები, ფილოსოფოსები, მხატვრები ცდილობენ, გამონახონ დრო დღის მანძილზე დასაძინებლად. თანაც ამ ხანმოკლე შესვენების დროსაც კი მათ გენიალური იდეები მოსდით თავში. მაგალითად, ლეონარდო და ვინჩი ხშირად იძინებდა თავისი შედევრების ხატვის მომენტებში.

4. გრძნობის ხუთი ორგანო უფრო მძაფრდება და იხვეწება. მაგალითად, საკვები უფრო გემრიელად გეჩვენებათ, მუსიკა უფრო კარგად გესმით და ფერებსაც უფრო ნათლად ხედავთ.


5. ორგანიზმში მცირდება კორტიზოლის დონე, რადგან ძილის დროს ის არ გამოიყოფა. ორგანიზმში კორტიზოლის დიდი რაოდენობა იწვევს დეპრესიას, გაღიზიანებას, უკმაყოფილების შეგრძნებას და უმიზეზო შფოთვას.


ვფიქრობთ, საკმარისად ბევრი მიზეზი ჩამოვთვალეთ იმისთვის, რომ დღის განმავლობაში თუნდაც ნახევარი საათით დაიძინოთ. რა თქმა უნდა, თუკი ამის შესაძლებლობა გაქვთ.

ესეც სასარგებლო ინფორმაციაა 👇

რატომ არის სასარგებლო გრილ ოთახში ძილი?

რატომ არის საშიში გაღებული პირით ძილი?

საზიანოა თუ არა ტელევიზორთან ძილი?

რა იწვევს ძილის დროს ორგანიზმის შეხტომას?



სიახლეები ამავე კატეგორიიდან

გოგრის ზეთის სამკურნალო თვისებები დ...

გოგრის ზეთის სამკურნალო
თვისებები

წყლით ინტოქსიკაცია — რატომ არის საშ...

წყლით ინტოქსიკაცია

7 ნიშანი, რომელიც მიუთითებს ცილების...

ცილების ნაკლებობას
ორგანიზმში

რატომ გვირჩევენ მეცნიერები საკვების...

რატომ გვირჩევენ
მეცნიერები საკვების
გულდასმით ღეჭვას?

საინტერესო ფაქტები წაბლის შესახებ

წაბლის სასარგებლო
თვისებები

რაც უფრო მუქია, მით უფრო ჯანსაღია —...

გარგარის ჩირის
სასარგებლო თვისებები

მცენარეები, რომლებიც სიმსივნის საწი...

Podophyllum

ყავა თუ კაკაო — რომელია უკეთესი დილ...

ყავა თუ კაკაო

გარგარის კურკის თვისებები, შემადგენ...

გარგარის კურკის
თვისებები