სილამაზე/ჯანმრთელობა

როგორ მოქმედებს ძილის პოზა და ლოგინის თეთრეული კანის დაბერებაზე?

fun time

12:00 შაბ. 18 სექტემბერი, 2021 წელი

რა არის საჭირო სწორი
ძილისთვის

14
დაკოპირებულია

პაციენტებზე ხანგრძლივი დაკვირვების შედეგად ექიმებმა დაადგინეს, რომ ძილის პოზები და ძილთან დაკავშირებული ჩვევები შეიძლება, ნაადრევად კანის დაბერების და ნაოჭების გაჩენის მიზეზი გახდეს.

 

ექიმების თქმით, საუკეთესო ძილის პოზა, რომელიც კანს ნაადრევი ნაოჭების გაჩენისგან დაიცავს, ზურგზე წოლაა, რადგან გამუდმებით ერთ გვერდზე ან მუცელზე ძილი კანის მდგომარეობაზე არასახარბიელოდ აისახება.

როგორც კოსმეტიკური კლინიკის დირექტორმა ლუ სომერემ განმარტა, არასასურველი შედეგების თავიდან ასაცილებლად, ძილის დროს სახის ბალიშზე ხახუნი მინიმუმამდე უნდა შეამციროთ. ეს ღამის მალამოების გამოყენების უსიამოვნო შედეგებისგანაც დაგიცავთ (ფორების დახშობა და ფერის დაკარგვა)

საბოლოოდ, ექსპერტებმა და სპეციალისტებმა ძილის დროს დაშვებული ძირითადი შეცდომები დაასახელეს, რომლებიც სახის კანის დაბერებას იწვევს.

1. აუცილებელია ბალიშის პირების ხშირი გამოცვლა, რადგან მათზე 350 ათასზე მეტი სხვადასხვა ბაქტერია და კანის უჯრედი გროვდება, რაც სახეზე გამონაყარს იწვევს.

2. დერმატოლოგები გვირჩევენ სტანდარტული, ბამბის ბალიშის პირები აბრეშუმით ჩავანაცვლოთ, რადგან ბამბის ქსოვილი სხეულისგან გამოყოფილ ტენს შთანთქავს. აბრეშუმის ბალიშის პირებისა და კანის დამატენიანებლების გამოყენება კი თქვენი კანის სილამაზეს და ჯანმრთელობას დაიცავს.

3. თუ საკმარისად არ გძინავთ, სხეული დასვენებას და განახლებას ვერ მოახერხებს. ამან თავის მხრივ, შეიძლება შეანელოს კოლაგენის გამომუშავება, რაც თქვენს კანს ნაკლებად ელასტიკურს გახდის და შეიძლება, თვალების ქვეშ მუქი წრეების გაჩენა გამოიწვიოს - აცხადებს The Sun-ის კოსმეტოლოგი მარტინ კინსელი.

დაბოლოს, ლოს-ანჯელესში, კალიფორნიის უნივერსიტეტის მეცნიერებმა ჩაატარეს კვლევა, რომელმაც დაადასტურა, რომ მშობიარობიდან ერთი წლის შემდეგ, იმ დედების ბიოლოგიური ასაკი, რომლებსაც დღეში 7 საათზე ნაკლები სძინავთ, საშუალო, 3-7 წლით მეტია, ვიდრე მათი, ვისაც სულ მცირე, რვა საათი სძინავს. ამგვარად, ექიმები მივიდნენ დასკვნამდე, რომ ძილის ნაკლებობა ახალგაზრდა დედებში ნაადრევ დაბერებას იწვევს.

🔰:

რა იწვევს ძილის დროს ორგანიზმის შეხტომას?

ძილის ნორმა - როგორ განვსაზღვროთ ასაკის მიხედვით?

რას ნიშნავს ძილში ნერწყვიანობა



სიახლეები ამავე კატეგორიიდან

შემწვარი კარტოფილი იმაზე ჯანსაღი და...

როგორ შევწვათ კარტოფილი

ახალი კვლევა — დილის ყავა გულის ჯან...

დილის ყავა გულის
ჯანმრთელობისთვის
სასარგებლოა

როგორ მოქმედებს ხელსაქმე და ლოცვა ტ...

როგორ მოქმედებს ხელსაქმე
და ლოცვა ტვინის
ჯანმრთელობაზე

შავი ნიორი - რატომ არის ის სიცოცხლი...

შავი ნივრის სასარგებლო
თვისებები

ინტერვალური შიმშილის ყველაზე შედეგი...

ინტერვალური შიმშილის
ყველაზე შედეგიანი რეჟიმი

ბებიების რეცეპტები თუ საზიანო მითებ...

ბებიების რეცეპტები თუ
მითები

რატომ უნდა დალიოთ კაკაო ყოველ დილას...

რატომ უნდა დალიოთ კაკაო
ყოველ დილას

სუფრასთან ჭამა ყველით დაიწყეთ - რჩე...

ნაბახუსევიდან გამოსვლა

3 ხილი, რომელიც ზამთარში ჯანმრთელობ...

3 ხილი, რომელიც ზამთარში
ჯანმრთელობისთვის
სასარგებლოა