სილამაზე/ჯანმრთელობა

იცით ძილში ნერწყვიანობა? - თქვენ წარმოუდგენლად გაგიმართლათ...

fun time

11:00 სამ. 26 იანვარი, 2021 წელი

რა სიგნალს გვაძლევს
ორგანიზმი ნერწყვიანობით

14
დაკოპირებულია

აღმოჩნდა, რომ ეს ერთ-ერთი ნიშანია იმისა, რა მდგომარეობაში გაქვთ ჯანმრთელობა...

ყველას გვსმენია, რომ სრულყოფილი ძილის გარეშე ადამიანის ტვინი არასრულყოფილად მუშაობს, ვერ ასწრებს ინფორმაციის გადამუშავებას და მოგონებების „დალაგებას“.

როდესაც ადამიანები მუდმივ დისკომფორტს განიცდიან, ცუდი განწყობა და არასაკმარისი ენერგია აქვთ, შესაძლოა, მათი სხეული ძილის ახალ ფაზაში შევიდეს და მოულოდნელად ჩაეძინოთ ავტობუსში ან სამუშაო ადგილზე, რადგან უძილობა და გამოუძინებლობა ადამიანის ორგანიზმზე უარყოფითად აისახება.

ნელი (ღრმა) ძილისა და პირიდან ნერწყვის გადმოსვლის ფაზა

ძილს რამდენიმე ფაზა აქვს. ძირითადი ფაზა ცნობილია, როგორც თვალების სწრაფი მოძრაობა (REM). ამ ფაზის დროს სხეული ღრმა ძილს ეტანება, რაც უმნიშვნელოვანესია ორგანიზმისთვის. ამ ეტაპზე ზოგიერთი ნეიროტრანსმიტერი იბლოკება, რათა გაითიშოს კუნთოვანი მოძრაობები, რომლებიც გვაიძულებს, გავიღვიძოთ კოშმარის ხილვის დროს. სწორედ ღრმა ძილის ფაზაში ხდება პირიდან ნერწყვის გადმოსვლა.

ექიმ ხორხე აბელი სალინასას თქმით, ტვინის ფუნქციები ითიშება სრულყოფილი დასვენებისა და აღდგენისთვის. გარკვეული დროით ადამიანი წყვეტს ნერწყვის ყლაპვას და პირის ღრუში დაგროვილი ნერწყვი პირიდან გადმოდის. ბუნებრივია, როდესაც კარგად ისვენებთ, სხეული სრულიად დუნდება. ამ დროს უნებლიეთ ვაღებთ პირს და ნერწყვიც გამოსასვლელ გზას პოულობს. ეს ნიშნავს, რომ ძილის პროცესი ნორმალურად მიმდინარეობს.


თუკი ძილის დროს ნერწყვი არ გადმოგვდის პირიდან?

ამის მიზეზი შესაძლოა, ფხიზელი ძილი იყოს, რა დროსაც ორგანიზმი საკმარისად დასვენებას ვერ ახერხებს. ამის გამო ნეირონების აღდგენა არ ხდება.

მაშ ასე, თუკი ძილში პირიდან ნერწყვი გადმოგდით, თქვენ სრულყოფილი ძილი გაქვთ, რაც დადებითად აისახება თქვენს ჯანმრთელობაზე.

„ნუ შეგრცხვებათ ძილში პირიდან გადმოსული ნერწყვის, რადგან ეს ბუნებრივი ფაქტია. უბრალოდ, უნდა ვიყოთ დარწმუნებულები, რომ სწორად ვსუნთქავთ და რომ ძილში არ ხდება აპნოე (სუნთქვის შეწყვეტა)“, - განმარტავს ექიმი.


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

მანგოსტინი - მსოფლიოში ყველაზე გემრ...

მანგოსტინი - მსოფლიოში
ყველაზე გემრიელი ხილი

ფეხშიშველი სიარული - რატომ გახდა მო...

ფეხშიშველი სიარული

ჩხირებით ჭამა და სასიცოცხლო წერტილე...

ჩხირებით ჭამა

ზღვის მარილი კურნავს? - მითები და რ...

ზღვის მარილი კურნავს?

ნიგოზი დიეტის დროს

ნიგოზი დიეტის დროს

მარტივი ჩვევა, რომელიც სიცოცხლეს ახ...

მარტივი ჩვევა, რომელიც
სიცოცხლეს ახანგრძლივებს

მწვანე ყავა გასახდომად: სასწაულმოქმ...

მწვანე ყავა გასახდომად

როგორ ებრძვის როზმარინი დაღლილობას,...

რაში გამოიყენება
როზმარინი

საჭიროა თუ არა მედიკამენტების მაცივ...

საჭიროა თუ არა
მედიკამენტების მაცივარში
შენახვა?