სილამაზე/ჯანმრთელობა

5 მიზეზი იმისთვის, რომ მწვანე ბოსტნეული მიირთვათ

fun time

12:00 ხუთ. 14 ივლისი, 2022 წელი

მწვანე ბოსტნეულის
სასარგებლო თვისებები

14
დაკოპირებულია

მწვანე ბოსტნეულის სარგებლობის შესახებ ყველას სმენია, თუმცა, ბევრისთვის ეს საკმარისი არგუმენტი არ არის, რომ  ჰოთ-დოგზე უარი თქვას და ბროკოლი ან „მწვანე“ სალათი შეიყვაროთ. ჩვენ სულ მცირე, 5 მიზეზს დაგისახელებთ, რომ შეხედულება შეიცვალოთ. 

1. ქლოროფილი

თუ დაფიქრებულხართ, რატომ აქვს ბოსტნეულს მწვანე ფერი? ბოსტნეულის ფერზე პასუხისმგებელია ქლოროფილი - პიგმენტი, რომელიც მცენარეს ფერს აძლევს და საკვებით უზრუნველყოფს.

თუმცა, ქლოროფილი არა მარტო მცენარეებისთვის, ადამიანებისთვისაც ძალიან სასარგებლოა, რადგან იმუნურ სისტემას აძლიერებს და ნაწლავებში პათოგენური ბაქტერიების განვითარებას ხელს უშლის. თავისი ქიმიური სტრუქტურით ქლოროფილი ჰემოგლობინს წააგავს და შესაბამისად, ასეთი დადებითი ეფექტი აქვს.

2. ფოლიუმის მჟავა

ქლოროფილის გარდა, მწვანე ბოსტნეული შეიცავს დიდი რაოდენობით ფოლიუმის მჟავას. ყველამ იცის, რომ ის ორსულებისთვის სასარგებლოა, მაგრამ დანარჩენებზე როგორ მოქმედებს?

ფოლიუმის მჟავას სასარგებლო გავლენა ახდენს გულსა და სისხლძარღვებზე, ხელს უწყობს იმუნიტეტის გაძლიერებას, მეტაბოლურ პროცესებს აქტიურებს და კუჭის მჟავიანობას ამცირებს. სხეულის ნორმალური მუშაობისთვის ზრდასრულმა ადამიანმა ყოველდღიურად მინიმუმ, 400 მიკროგრამი ფოლიუმის მჟავა უნდა მოიხმაროს. ზუსტად ამდენ ფოლიუმის ჟავას შეიცავს ორი ავოკადო.

3. ვიტამინები და მინერალები

მწვანე ბოსტნეული ვიტამინებისა და მინერალების ნამდვილი საბადოა! თუ ასეთ ბოსტნეულს რეგულარულად მიირთმევთ, შეგიძლიათ სინთეზური ვიტამინები და სხვა დანამატები დაივიწყოთ. ორგანიზმისთვის საჭირო ყველა ნივთიერებას ბუნებრივი წყაროებიდან მიიღებთ.

მაგალითად, ავოკადო მდიდარია B, E, A, C და K ვიტამინებით, კალციუმით, კალიუმით, ფოსფორით, რკინით, ნატრიუმით და კიდევ ბევრი სხვა მინერალით.

ბროკოლი სავსეა ანტიოქსიდანტებით, რომლებიც უჯრედებს დაზიანებისგან იცავენ. მწვანე სალათი პექტინით და ბოჭკოვანათი სავსეა და ა.შ.

4. ანთების საწინააღმდეგო თვისებები

ქლოროფილის, სულფორაფანის, ანტიოქსიდანტებისა და სხვა სასარგებლო ნივთიერებების წყალობით მწვანე ბოსტნეულს და ფოთლოვან მწვანილს ანთების საწინააღმდეგო და ანტიბაქტერიული თვისებები აქვს.

მაგალითად, ისპანახი ან ბრიუსელის კომბოსტო ბოჭკოვანასა და ფოლიუმის მჟავის ცნობილი წყაროებია.

ანთების საწინააღმდეგო ნივთიერებებს შეიცავენ ასევე, ბროკოლი, კომბოსტო, რუკოლა, ნიახური, ოხრახუში, კამა და ჭარხალი. როგორც გსურთ ისე მიირთვით, მთავარია, ისინი თქვერნს ყოველდღიურ რაციონში შეიტანოთ.

5. იმუნური სისტემის გაძლიერება

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია გვირჩევს, ჯანმრთელობის შენარჩუნებისა და იმუნიტეტის ამაღლებისთვის ყოველდღიურად, სულ მცირე, 400 გრამი ხილი და ბოსტნეული მივიღოთ.

დადასტურებულია, რომ ბოსტნეულისა და მწვანილის რეგულარული მოხმარება ენდოკრინულ სისტემაზე დადებითად მოქმედებს, საჭმლის მონელებას ააქტიურებს, სისხლძარღვებს აძლიერებს და ხელს უშლის ქრონიკული დაავადებების განვითარებას.

გირჩევთ ყოველდღიურად, სულ მცირე, ცოტა ხილი და 100 გრამი მწვანე ბოსტნეული მიიღოთ და რამდენიმე კვირაში შედეგს შეამჩნევთ!

გირჩევთ, ესეც წაიკითხეთ 🔰

ბოსტნეულის წვნიანი დიეტური

შემწვარი ბოსტნეული მოხარშულზე მეტად სასარგებლოა - ესპანელი მეცნიერების აღმოჩენა!

ბროკოლი თუ ყვავილოვანი - რომელი უფრო სასარგებლოა და ვისთვის?


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

5 მიზეზი იმისთვის, რომ სპირულინა რა...

რა არის სპირულინა

მუშმულას სასარგებლო თვისებები

მუშმულას თვისებები

მუსკატის კაკალი - სასარგებლო თვისებ...

მუსკატის კაკალი
სასარგებლო თვისებები

ქაცვის თვისებები

ქაცვის თვისებები

ღორის ხორცის სასარგებლო თვისებები დ...

ღორის ხორცის სასარგებლო
თვისებები

გოგრის თესლი - როგორ ვჭამოთ სწორად?

გოგრის თესლის სასარგებლო
თვისებები და
უკუჩვენებები

იაპონელმა მეცნიერებმა შექმნეს მოწყო...

სიზმრების ჩაწერა
შესაძლებელია

შემოდგომის საკვები - 10 ყველაზე სას...

შემოდგომის ხილი და
ბოსტნეული

ადამიანის ენა შინაგანი ორგანოების ს...

ადამიანის ენა შინაგანი
ორგანოების სარკეა