სილამაზე/ჯანმრთელობა

ახალი დიეტა - ორი ჭიქა წყალი

fun time

18:40 ორშ. 21 აპრილი, 2025 წელი

ახალი დიეტა - ორი ჭიქა
წყალი

14
დაკოპირებულია

ამბობენ, რომ ეს დიეტა სასწაულებს ახდენს. კვების ამგვარი სისტემის დახმარებით შესაძლებელია, ორ კვირაში 6 კილოგრამის დაკლება - თანაც კვების შეუზღუდავად!

დიეტის იდეა: ჭამამდე აუცილებლად დალიეთ ორი ჭიქა (200 გრ-იანი) ჩვეულებრივი წყალი. ზუსტად ორი - არც მეტი, არც ნაკლები. 15-20 წუთის შემდეგ შეგიძლიათ, მშვიდად მიირთვათ საკვები.

და კიდევ, არ დაგავიწყდეთ მეორე წესი: ჭამის შემდეგ ორი საათი მკაცრად გეკრძალებათ არა მხოლოდ წყლის, არამედ ნებისმიერი სითხის მიღება.

როგორც კი ჭამიდან ორი საათი გავა, თამამად შეგიძლიათ, მიირთვათ ყავა ან ჩაი, მაგრამ არ დაგავიწყდეთ, ყავასთან ან ჩაისთან ერთად ცხიმიანი და კალორიული არაფერი მიიღოთ.

იმისთვის, რომ წყლის დალევა გააკონტროლოთ, მიჰყევით კვების რაციონის მარტივ სქემას.

საუზმე: 2 ჭიქა წყალი.

ისაუზმეთ, რაც გნებავთ. უბრალოდ, არ დაგავიწყდეთ, რომ ჭამის დროს და ჭამიდან ორი საათის განმავლობაში სითხეს აღარ იღებთ.

სადილი: 2 ჭიქა წყალი.

მიირთვით ნებისმიერი კერძი. აქაც, გახსოვდეთ, რომ სადილის დროს და სადილის მიღებიდან ორი საათის მანძილზე სითხე არ მიიღოთ.

ვახშამი: 2 ჭიქა წყალი.

ვახშამიც, შეგიძლიათ მიირთვათ, რაც გინდაც. მთავარი წესი კი აუცილებლად გაითვალისწინეთ: ჭამის დროს და ჭამის შემდეგ ორი საათი არ დალიოთ წყალი.

გისურვებთ ჯანმრთელობას და სილამაზეს!


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ყავა თუ კაკაო — რომელია უკეთესი დილ...

ყავა თუ კაკაო

გარგარის კურკის თვისებები, შემადგენ...

გარგარის კურკის
თვისებები

ემოციებს ნუ შეიკავებთ — რატომ არის...

რატომ არის ტირილი
ჯანმრთელობისთვის
სასარგებლო

საშიშია თუ არა ტოპლეს რუჯი — ანუ გა...

ტოპლეს გარუჯვა

რატომ გროვდება ცხიმი მუცლის არეში —...

რატომ გროვდება ცხიმი
მუცლის არეში

ფიზიოლოგიური დაბერების პროცესი დაჩქ...

ფიზიოლოგიური დაბერების
პროცესი

იოდის ბადე — მითია თუ რეალური დახმა...

იოდის ბადე

ბლის 6 სასარგებლო თვისება, რომელიც...

ბლის 6 სასარგებლო თვისება

როგორ მოვიქცეთ მზით დამწვრობისას და...

როგორ მოვიქცეთ მზით
დამწვრობის დროს