იცით თუ არა

რა სარგებლობა აქვს სიზარმაცეს ჯანმრთელობისთვის?

fun time

16:49 ხუთ. 13 მარტი, 2025 წელი

სიზარმაცის სარგებელი

14
დაკოპირებულია

მეცნიერები აღნიშნავენ, რომ სიზარმაცე და უმოქმედობა შეიძლება ადამიანის ჯანმრთელობისა და შრომის ნაყოფიერებისთვის სასარგებლო იყოს, რადგან დასვენებისთვის გამოყოფილი დრო როგორც ფიზიკური, ასევე ფსიქიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას ეხმარება.

ბოლოდროინდელი კვლევების თანახმად, დასვენება შემოქმედებით აზროვნებას ააქტიურებს. როგორც ირკვევა, მოდუნების დროს ადამიანის ქვეცნობიერი მუშაობას განაგრძობს, რამაც შეიძლება მოულოდნელ დასკვნებამდე და არასტანდარტულ იდეებამდე მიგიყვანოთ.

მნიშვნელოვანია, რომ დასვენების დროს გადაუჭრელ პრობლემებზე ნაკლები იფიქროთ და თავისუფალი წუთებით ისიამოვნოთ. სულ ერთია, ეს ფილმის ყურება იქნება თუ უბრალოდ დივანზე კოტრიალი.

ხანგრძლივი და დაძაბული მუშაობა კი სტრესის დონესა და არტერიულ წნევას ზრდის და იმუნურ სისტემას ასუსტებს, რაც ხშირ შემთხვევაში მუშაობის ხარისხის შემცირებას იწვევს.

ასე რომ, ზოგჯერ საუკეთესო შედეგის მისაღებად საუკეთესო საშუალებაა უბრალოდ გაჩერდეთ და თავს სიზარმაცის უფლება მისცეთ.

ესეც დაგაინტერესებთ:

ზარმაცები დიდხანს ცოცხლობენ - ამერიკელი მეცნიერები ტვინის მთავარი რეჟიმის შესახებ!

ჩვევები, რომლებიც ტვინს აზარმაცებს

ყველაზე ზარმაცი ცხოველები და მათი სიზარმაცის მიზეზები


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

თუ სახლში შენიშნეთ, გაუფრთხილდით —...

რატომ არ უნდა მოკლათ
მრავალფეხა

სად მდებარეობს მსოფლიოს უძველესი ქრ...

ანტიოქიის
მართლმადიდებელი ეკლესია

კუ — ევოლუციის საოცრება დინოზავრები...

კუ - ევოლუციის საოცრება

აშშ-ის შტატები, სადაც ათეისტებს სახ...

აშშ-ის შტატები, სადაც
ათეისტებს სახელმწიფო
თანამდებობების დაკავება
ეკრძალებათ

რატომ აშენებდნენ ქოხებს „ქათმის ფეხ...

ქოხი ქათმის ფეხებზე

სააღდგომო კვერცხი — ტრადიციები, სიმ...

სააღდგომო კვერცხი

ბიბლიური თემები კინოში — ქრისტეს რო...

ენრიკე ირასოკი

ბზობა - ერთადერთი შემთხვევა, როცა ზ...

ქრისტეს შესვლა
იერუსალიმში. XII საუკუნე,
მოზაიკა, პალატინის კაპელა,
იტალია.

როგორ შევინახოთ სააღდგომო კვერცხი,...

სააღდგომო კვერცხის
შენახვა