იცით თუ არა

4 საახალწლო ტრადიცია, რომელიც ბავშვის ფსიქიკაზე უარყოფითად მოქმედებს

fun time

19:00 შაბ. 24 დეკემბერი, 2022 წელი

4 საახალწლო ტრადიცია,
რომელიც ბავშვის
ფსიქიკაზე უარყოფითად
მოქმედებს

14
დაკოპირებულია

ზოგჯერ იმას, რაც ზრდასრულ ადამიანს სახალისოდ ეჩვენება, ბავშვისთვის სიამოვნება არ მოაქვს. ზოგი სახალწლო ტრადიცია კი ბავშვის მეხსიერებაში განსაკუთრებით მძიმე კვალს ტოვებს. 

დილამდე გართობა

ბავშვებისთვის დღის რეჟიმი ძალიან მნიშვნელოვანია. მაგალითად, 5 წლამდე ასაკის ბავშვებს ყოველდღიურად მინიმუმ 12-საათიანი ძილი სჭირდებათ, აქედან 9-10 საათი ღამის ძილზე მოდის. უფროსი ასაკის ბავშვებისთვის ეს მაჩვენებელი რამდენიმე საათით ნაკლებია, მაგრამ მაინც მნიშვნელოვანია.

გამოუძინებელი ბავშვი სტრესულ მდგომარეობაშია. მშობლებმა გაითვალისწინეთ, რომ დღის მანძილზე რამდენიმე საათიანი ძილი ღამის სრულ ძილს ვერ ჩაანაცვლებს, ამიტომ ჯობია ბავშვს დილით მიულოცოთ.

ფეიერვერკები

ბავშვი შეიძლება ფეიერვერკების ხმებმა ძალიან შეაშინოს, მით უმეტეს, თუ ამას ფანჯრიდან კი არ უყურებს, პროცესში მონაწილეობს. ეს შიში კი შეიძლება ძალიან დიდხანს გაჰყვეს, რაც ყოველი ფეიერვერკის დროს უნებურ შეკრთომაში გამოიხატება. ასე რომ, თუ თქვენი შვილი სამ წლამდეა, უმჯობესია საახალწლო ფეიერვერკებს მოარიდოთ.

მშობლების დღესასწაული

ახალი წლის ღამეს ბევრი ოჯახი სტუმრებს იწვევს. ხმაურიანი წვეულებები შეიძლება რამდენიმე დღე გაგრძელდეს, ამ დროს კი პატარები:

თავს ვერ გრძნობენ უსაფრთხოდ;

ხმაურიანი გარემო ღამით მშვიდი ძილის საშუალებას არ აძლევს.

ბავშვს აკლია მშობლის ყურადღება, რომელიც იმ მომენტში სტუმრებზე ზრუნავს;

სტუმრებთან რომ მეტი დრო გაატაროს, მშობლების უმეტესობა პატარას მულტფილმებს ურთავს და მარტო ტოვებს, რაც გაუცნობიერებლად სწყინს პატარას;

თუ წვეულების დროს კონფლიქტი მოხდა, ყვირილისა და ხმამაღალი საუბრის მოსმენამ, თუნდაც ერთხელ, შეიძლება ბავშვში შიში ჩანერგოს.

სანტას მუხლებზე

ჰოლივუდის ფილმებში დამკვიდრებული ტრადიციის მსგავსად, ბავშვის სანტა კლაუსის კალთაში ჩასმა ჩვენშიც პოპულარობას იძენს. აქაც ყველაფერი დამოკიდებულია ბავშვის თვისებებზე.

ზოგ ბავშვს ძალიან მოსწონს სანტას კალთაში ჯდომა, ზოგი კი დედასთან დაცილებას და უცნობ ბაბუასთან ყოფნას საფრთხედ აღიქვამს.

ბავშვს ძალა არ უნდა დაატანოთ. წინასწარ ესაუბრეთ და აუხსენით, რომ სანტას კალთაში ჯდომა ლამაზი ტრადიციაა და ამას ყველა ბავშვი აკეთებს.

ესეც საინტერესოა:

საიდან მოდის საახალწლოდ ნაძვის ხის მორთვის ტრადიცია?

15 საინტერესო ფაქტი თოვლის შესახებ

ყველაზე ცივი ადგილი დედამიწაზე - როგორ ცხოვრობენ ადამიანები -71,2°C-ზე?


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

თუ სახლში შენიშნეთ, გაუფრთხილდით —...

რატომ არ უნდა მოკლათ
მრავალფეხა

სად მდებარეობს მსოფლიოს უძველესი ქრ...

ანტიოქიის
მართლმადიდებელი ეკლესია

კუ — ევოლუციის საოცრება დინოზავრები...

კუ - ევოლუციის საოცრება

აშშ-ის შტატები, სადაც ათეისტებს სახ...

აშშ-ის შტატები, სადაც
ათეისტებს სახელმწიფო
თანამდებობების დაკავება
ეკრძალებათ

რატომ აშენებდნენ ქოხებს „ქათმის ფეხ...

ქოხი ქათმის ფეხებზე

სააღდგომო კვერცხი — ტრადიციები, სიმ...

სააღდგომო კვერცხი

ბიბლიური თემები კინოში — ქრისტეს რო...

ენრიკე ირასოკი

ბზობა - ერთადერთი შემთხვევა, როცა ზ...

ქრისტეს შესვლა
იერუსალიმში. XII საუკუნე,
მოზაიკა, პალატინის კაპელა,
იტალია.

როგორ შევინახოთ სააღდგომო კვერცხი,...

სააღდგომო კვერცხის
შენახვა