იცით თუ არა

რატომ ნაძვი - საიდან მოდის საახალწლოდ ნაძვის ხის მორთვის ტრადიცია?

fun time

12:00 პარ. 31 დეკემბერი, 2021 წელი

წმ. ბონიფაციუსი და ნაძვის
ხის მორთვის ტრადიცია

14
დაკოპირებულია

საცხოვრებელი ადგილის მარადმწვანე მცენარის ტოტებით გალამაზების ტრადიცია, რომელიც სიმწვანეს დიდხანს ინარჩუნებს, ჩრდილოეთ ევროპაში, ქრისტიანობის გავრცელებამდე გაჩენილა. ითვლებოდა, რომ წიწვოვანი მცენარეების ტოტებში კეთილი სულები ბინადრობენ და ადამიანები მათი გულის მოგებას ლამაზი სათამაშოებით ცდილობდნენ.

ქრისტიანობის გავრცელების შემდეგ ნაძვის ხის გავრცელების ლეგენდა გერმანიას უკავშირდება. ლეგენდის თანახმად:

წმინდა ბონიფაციუსმა, განმანათლებელმა გერმანიისა (VII ს.), წარმართებს ქრისტეს შობის შესახებ უამბო. შემდეგ მან წმინდა ხე - მუხა მოჭრა და ელვის და ქუხილის ღმერთს თორის მიუძღვნა. წმინდა ბონიფაციუსს სურდა, წარმართებისთვის ეჩვენებინა, რამდენად უძლურები არიან მათი ღმერთები. დაცემის დროს მუხამ ყველა ხე მიწასთან გაასწორა, ნაძვის გარდა და წმინდა ბონიფაციუსმა ნაძვს ახალშობილი ქრისტეს ხე უწოდა. ასე დაუკავშირდა ნაძვის ხე ახალი სიცოცხლის დაწყებას.

საახალწლო ნაძვის ხის მორთვის ტრადიციაც გერმანიიდან იღებს სათავეს. XVI საუკუნეში მცხოვრებმა გერმანელმა ბერმა და ეკლესიის რეფორმატორმა მარტინ ლუთერმა შობის ღამეს მაგიდაზე ნაძვის ტოტებით გაკეთებული და სანთლებით მორთული თაიგული დადგა. ამგვარი „თაიგულის“ ტრადიცია ჯერ გერმანიაში გავრცელდა, შემდეგ კი XVIII-XIX საუკუნეში - მთელს ევროპაში.

რუსეთში ნაძვი პეტრე პირველმა (XVII ს) ჩაიტანა და ბრძანა, რომ 1 იანვრამდე ქუჩები ფიჭვის, ნაძვის და ღვიის ტოტებით უნდა გაეფორმებინათ, თუმცა, ამ ტრადიციამ დიდხანს ვერ გაძლო.

ითვლება, რომ ტრადიციას „მეორე შანსი“ XIX საუკუნეში გერმანული წარმოშობის პრინცესა ალექსანდრა ფეოდოროვნამ (იმპერატორ ნიკოლოზ II-ის მეუღლე) მისცა. შობის ღამეს მან სასახლეში მორთული ნაძვის ხეების დადგმა ბრძანა. შობის წინ ლამაზად გაფორმებული ნაძვის ხის დადგმის ტრადიცია მალევე გავრცელდა.

ნაძვის ხე საქართველოში

დასავლეთ საქართველოში ნაძვის ხის „ფუნქცია“ კურკანტელას მარცვლებითა და ფოჩიანი კანფეტებით დამშვენებულმა ჩიჩილაკმა შეითავსა, რომელსაც გურული კაცი თხილის ნედლი შტოდან თლიდა. ჩიჩილაკს "ქართულ ნაძვის ხესაც"უწოდებენ. არსებობს ჩიჩილაკის რამდენიმე სახეობა, რომელთაგან ყველაზე გავრცელებული გურული ჩიჩილაკია. სხვათა შორის, იმერეთში ჩიჩილაკს ენდროთიც ღებავდნენ.

ჩიჩილაკს მნიშვნელოვანი ადგილი ეჭირა სადღესასწაულო ხონჩაზე, რომელიც ახალი წლის ღამეს იშლებოდა. ნათლისცემის წინა ღამეს ჩიჩილაკს აუცილებლად წვავდნენ და სჯეროდათ, რომ გასული წლის უსიამოვნებებს მისი ფერფლი წაიღებდა.

საბჭოთა კავშირის დაარსებისთანავე, 1920-იან წლებში კომუნისტებმა აკრძალეს საახალწლოდ ნაძვის ხის მორთვა, როგორც ბურჟუაზიული გადმონაშთი. ნაძვის „რეაბილიტაცია“ მხოლოდ 1935 წელს მოხდა.

🎄:

საახალწლო გირლიანდის გამოგონების ამბავი - რაჭველი ბიჭის გრძელი გზა თხმორიდან ამერიკამდე


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ნაძვის ხის მატარებელი - ერთი საშობა...

ნაძვის ხის მატარებელი

სად მიდის ტყვია ჰაერში სროლის შემდე...

სად მიდის ტყვია ჰაერში
სროლის შემდეგ?

როდის შეიძლება ნიადაგი გაუვარგისდეს...

სიცოცხლისთვის უვარგისი
მიწა

რას გულისხმობდა რომაელი პოეტი, როდე...

დეციმუს იუნიუს იუვენალი

როგორ ითხოვს კატა დახმარებას - 4 სი...

როგორ ითხოვს კატა
დახმარებას

მეცნიერებმა გაარკვიეს, რატომ აქვთ კ...

მეცნიერებმა გაარკვიეს,
რატომ აქვთ კატებს
ვერტიკალური გუგები

როგორ ცხოვრობენ ქალაქში, სადაც ორი...

სოფელი ბარლი (Baarle) - ორი
ქვეყნის საზღვარი

რატომ აძინებდნენ სსრკ-ში ბავშვებს ს...

რატომ აძინებდნენ სსრკ-ში
ბავშვებს სიცივეში?

რატომ მალავენ კატები საკუთარ ექსკრე...

კატის ტუალეტი