საკნატუნო ამბები

როგორ ემზადებოდნენ ახალი წლის შესახვედრად საბჭოთა კავშირში?

fun time

16:00 ოთხ. 8 დეკემბერი, 2021 წელი

როგორ ემზადებოდნენ ახალი
წლის შესახვედრად საბჭოთა
კავშირში

14
დაკოპირებულია

ახალი წელი საბჭოთა კავშირის დროსაც ერთ-ერთი მთავარი დღესასწაული იყო და, პროდუქტების ტოტალური დეფიციტის პირობებში, ადამიანები ახერხებდნენ, ეს დღე ლამაზად გაეტარებინათ...

ახალი წლის მოახლოება ემოციებითა და მოლოდინით სავსე პერიოდი იყო. ხალხი ახალი წლის დადგომამდე ორი-სამი კვირით ადრე იწყებდა დღესასწაულისთვის მზადებას. ქვეყანაში პროდუქტების ტოტალური დეფიციტი იყო, ამიტომ სურსათი და საჩუქრები წინასწარ უნდა მოემარაგებინათ.

მოგებიან მდგომარეობაში იყვნენ ისინი, ვისაც მაღაზიაში ნაცნობი ჰყავდათ - მათ „საბჭოთა შამპანურის“, მწვანე ბარდისა და შებოლილი ძეხვის შოვნა გარანტირებული ჰქონდათ.

საბჭოური ნაძვის ხე და ნაძვის ხის სათამაშოები

საბჭოთა კავშირის დაარსების პირველ წლებში ნაძვის ხე, როგორც ბურჟუაზიული წყობის გადმონაშთი, აკრძალული იყო. საბჭოთა ხელისუფლებამ ნაძვის ხის რეაბილიტაცია 1935 წელს მოახდინა.

60-იან წლებამდე ყველა ოჯახში ცოცხალი ნაძვის ხე იდგა, ხელოვნური ნაძვის ხეები მხოლოდ მოგვიანებით გამოჩნდა.

საბჭოთა კავშირის დროს ნაძვის ხის სათამაშოები მრავალფეროვნებით არ გამოირჩეოდა. 40-იან წლებში გავრცელებული იყო დაპრესილი ბამბისა ან მუყაოსგან გაკეთებული სათამაშოები.

მოგვიანებით, მინის სათამაშოებიც გამოჩნდა. ძირითადად, ეს იყო სხვადასხვა ფერისა და ზომის ბურთები ან ცხოველების ფიგურები. ზოგადად, საბჭოთა სათამაშოები უნიკალური მოვლენა იყო - „პატრიოტულ“ ვარსკვლავებში, პატარა თვითმფრინავებსა და რაკეტებში ასახული იყო ქვეყნის ისტორია, მნიშვნელოვანი მოვლენები, ფასეულობები და ცხოვრებისეული გამოცდილება.

1937 წელს ბელადებისა და პოლიტბიუროს წევრების პორტრეტებით „დამშვენებული“ საახალწლო ბურთებიც კი გამოუშვეს.

ფერადი ვაშლები, კიტრები, სოკოები, მსხლები და მარწყვები სოფლის მეურნეობის მნიშვნელობასა და წარმატებებზე მიანიშნებდა.

კოსმოსში მიღწეულმა წარმატებებმა საბჭოთა ბავშვების ნაძვის ხეებზე რაკეტები და კოსმონავტები გააჩინა. ომის დროს და შემდგომ პერიოდში კი ნაძვის ხის ტოტებზე ტანკებმა, თოფებმა და ჯარისკაცებმა დაიდეს ბინა. პოპულარული სათამაშოები იყო ზღაპრებისა და მულტფილმების გმირები.

მაღაზიებში საახალწლო მოსართავების დეფიციტი იყო, ამიტომ თეთრი ქაღალდის ან ხელსახოცებისგან დამზადებულ ფიფქებს სჯერდებოდნენ. ზოგი ფერადი ქაღალდებისა და წებოს დახმარებით ჯაჭვებს აკეთებდა და ოთახში ჰკიდებდა.

საახალწლო სუფრა საბჭოთა კავშირში

იმის გამო, რომ დეფიციტური პროდუქტები ძნელი საშოვნელი იყო, მაღაზიებში გრძელი რიგები იდგა. საახალწლო სუფრისთვის ყველაზე დეფიციტური ქათმის ხორცი, ტრადიციული ოლივიესთვის საჭირო მწვანე ბარდა, მოხარშული და შებოლილი ძეხვი და „საბჭოთა შამპანური“ გახლდათ.

პრაქტიკულად ყველა ოჯახში, საახალწლო სუფრაზე იყო მანდარინი, „ხალადეცი“, ვინეგრეტი, ჭარხლის სალათა და ა.შ.
სტუმრად ყველაზე ხშირად, საჩუქრად შამპანური, კანფეტები და შოკოლადში ამოვლებული ზეფირი მიჰქონდათ.

ბრეჟნევის მიერ დაწყებული საახალწლო სატელევიზიო მილოცვები

ქვეყნის ლიდერის ტრადიციულ საახალწლო მილოცვას საფუძველი სწორედ საბჭოთა კავშირში ჩაეყარა. პირველად ეს 1970 წლის 31 დეკემბერს 23:50 წთ-ზე მოხდა. ლეონიდ ბრეჟნევმა, რომელიც ქვეყნის ორ მთავარ არხზე სიტყვით გამოდიოდა, მოსახლეობას ახალი წელი მიულოცა.

აღსანიშნავია, რომ 80-იანი წლების ბოლოს უჩვეულო ტრადიცია არსებობდა - ახალი წლის შეხვედრა და აღნიშვნა ამერიკის მოქალაქეებთან ერთად. საბჭოთა მოქალაქეებს ამერიკის პრეზიდენტი რონალდ რეიგანი ულოცავდა, ხოლო ამერიკელებს - მიხეილ გორბაჩოვი. ეს ტრადიცია 1986-დან დაიწყო და რეიგანმა თავისი პრეზიდენტობის ვადის ბოლო მიმართვა 1989 წლის 1-ელ იანვარს გააკეთა.


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

დიდი უიღბლობის ამბავი - მამაკაცი 20...

დიდი უიღბლობის ამბავი

რატომ ღებავენ თვითმფრინავებს თეთრად...

რატომ ღებავენ
თვითმფრინავებს თეთრად?

თანამედროვეობის 6 ყველაზე ძვირად ღი...

ჟან-მიშელ ბასკია

სიტყვები, რომლებმაც 50-იან წლებში „...

კბილის პასტა ქოლგეითი

ახალი კვლევა: ძვირფასი მანქანების მ...

ძვირფასი ფული და მანქანის
მართვის სტილიმძღოლები

ახალი კვლევა: ქალაქებში 60%-ით მეტი...

ახალი კვლევა - წვიმა
მეგაპოლისებში

იაპონია ხანდაზმულთა რაოდენობით რეკო...

იაპონია ხანდაზმულთა
რაოდენობით რეკორდსმენი
გახდა

„დედამიწის შვილი“ - რატომ დგას ბავშ...

დედამიწის შვილი

შენობა, რომელიც დამოუკიდებლად თბება...

პასიური სახლები - მომავლის
პროექტი