იცით თუ არა

რატომ დასაჯეს ინგლისელებმა ცილინდრის გამომგონებელი?

fun time

18:00 ოთხ. 22 სექტემბერი, 2021 წელი

ცილინდრის ისტორია

14
დაკოპირებულია

ცილინდრის სახელით ცნობილი თავსაბურავის პირველმა გამოჩენამ ინგლისში დიდი არეულობა გამოიწვია. ეს ელეგანტური აქსესუარი 1797 წელს ლონდონელმა ჯონ ჰატერინგტონმა ( John Hetherington) ცხენოსნის ქუდის მოდიფიცირების შედეგად შექმნა.

თავისი ნამუშევრით აღფრთოვანებულმა გამომგონებელმა, რეკლამირების მიზნით, ინგლისის ქუჩებში ცილინდრით გასეირნება გადაწყვიტა, თუმცა ლონდონის ქუჩებში მისი გამოჩენისას წარმოუდგენელი რამ მომხდარა:

ჰატერინგტონის თავზე დადგმული კონსტრუქციის დანახვისას ქუჩაში რამდენიმე მანდილოსანს გული წასვლია, ბავშვებს ტირილი დაუწყიათ, ძაღლებს ყეფა აუტეხავთ. გადმოცემის თანახმად, დაძაბულობამ კულმინაციას მიაღწია, როცა გაქცეულმა ადამიანებმა ზედახორა შექმნეს, შედეგად კი რამდენიმე დაშავდა და პატარა ბიჭუნას ხელი მოსტყდა.

უიღბლო გამომგონებელი პოლიციამ დააპატიმრა და, მაღალი, პრიალა კონსტრუქციის უკანონოდ ტარებისა და ადამიანების დაშინების ბრალდებით, სასამართლოს გადასცა.

საბოლოოდ, ჰატერინგტონს 50-ფუნტიანი ჯარიმის გადახდა დააკისრეს, რაც იმ დროისთვის უზარმაზარი თანხა იყო.
ამ შემთხვევიდან ერთი თვის შემდეგ კი ჰატერინგტონმა იმდენი ცილინდრის შეკვეთა მიიღო, რომ კერვას ვეღარ აუდიოდა.
1820 წლისთვის ცილინდრი საზოგადოებაში მაღალი მდგომარეობისა და არისტოკრატიის სიმბოლოდ და ყველაზე პოპულარულ თავსაბურავად იქცა.


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

რატომ არის გასაიდუმლოებული სტივ ჯობ...

რატომ არის
გასაიდუმლოებული სტივ
ჯობსის საფლავი

რატომ უთითებენ წყლის ბოთლებზე ვარგი...

რატომ უთითებენ წყლის
ბოთლებზე ვარგისობის
ვადას

სასწავლო წლის დაწყების დრო მსოფლიოს...

სასწავლო წლის დაწყების
დრო მსოფლიოს სხვადასხვა
ქვეყანაში

მხედრული სალამი - რატომ მიაქვთ ამ დ...

რატომ მიაქვთ მხედრული
მისალმების დროს თავთან
ხელი?

„მეცხრე სიმფონიის წყევლა“ — რატომ ე...

მეცხრე სიმფონიის წყევლა

საინტერესო ფაქტები სასკოლო ფორმის შ...

სკოლა Christ's Hospital

რატომ ახურავთ მზარეულებს მაღალი ქუდ...

რატომ ახურავთ მზარეულებს
მაღალი ქუდები?

საინტერესო ფაქტები ადამიანის გულის...

ადამიანის გული

რას ნიშნავს ფრაზა „აკუნა მატატა“?

ზანზიბარი - ტანზანიის
ავტონომიური კუნძულოვანი
რეგიონი ინდოეთის
ოკეანეში