საკნატუნო ამბები

რატომ უნდა გაყინოთ ყავის მარცვლები?

fun time

14:40 კვი. 8 თებერვალი

რატომ უნდა გაყინოთ ყავს
მარცვლები

14
დაკოპირებულია

თუ გამოცდილ ბარისტებს დავუჯერებთ, ყავის გემოსა და არომატის შესანარჩუნებლად გაყინვა საუკეთესო საშუალებაა, მაგრამ სანამ ყავას საყინულეში მოათავსებთ, ამ ხერხის დადებითი და უარყოფითი მხარეების შესახებ გიამბობთ. 

რა მოსდის ყავის მარცვლებს გაყინვისას?

ამერიკელი ქიმიკოსი და ყავის მოყვარული მაიკლ სივეცი ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც ყავის გაყინვაზე ექსპერიმენტები ჩაატარა. მან თავისი მიღწევებიც კი დააპატენტა და დაწვრილებით აღწერა წიგნში „ყავის ტექნოლოგია“.

ყავის გაყინვის მომხრეების მთავარი არგუმენტი ის არის, რომ ოთახის ტემპერატურაზე ყავის მარცვლები გემოს და არომატს რამდენიმე კვირა ინარჩუნებენ, მოხალული ყავის გაყინვა კი ამ პროცესს მნიშვნელოვნად ანელებს - გაყინული ყავა გემოვნურ თვისებებს რვა თვე ინარჩუნებს.

ყავის გაყინვის იდეას ბევრი მხარდამჭერი ჰყავს, თუმცა, ყავის სამყაროში ეს საკმაოდ საკამათო პრაქტიკად ითვლება და მოწინააღმდეგეც ბევრი გამოუჩნდა. კრიოგენული ტექნოლოგიის წინააღმდეგ მათი ყველაზე დამაჯერებელი არგუმენტი გაგრილების დროს მარცვლის უჯრედული აგებულების რღვევაა. მიუხედავად იმისა, რომ ყავის მოხალულ მარცვლებში ძალიან ცოტა წყალია, ის მაინც არსებობს და გაყინვის დროს გარდაიქმნება. ამგვარად, გაყინვა აზიანებს მარცვალს, ათავისუფლებს არომატული ზეთების ნაწილს და დარჩენილი ზეთების აგებულებას ცვლის. შედეგად, ყავა გემოსა და არომატს ნაწილობრივ, კარგავს.

მიუხედავად იმისა, რომ გაყინვა ყავის გემოს აუარესებს, ეს ყავის არომატზე მოქმედ სხვა ფაქტორებთან შედარებით უმნიშვნელო ცვლილებაა. მაგალითად, ოთახის ტემპერატურაზე მარცვლის დაჟანგვა ყავის ხარისხზე გაცილებით დიდ გავლენას ახდენს.

ოთახის ტემპერატურაზე შენახულ ყავას, სულ რაღაც, ერთი კვირის შემდეგ, გაყინული მარცვლის გემო ეძლევა, ამის შემდეგ კი მისი გემო ყოველდღე უარესდება. ამგვარად, მოხალვიდან, დაახლოებით, ათი დღის შემდეგ, გაყინული ყავა კვლავ ინარჩუნებს თავის თვისებების უმეტესობას, ხოლო გაუყინავი ნელ-ნელა კარგავს და საბოლოოდ, უგემურ ენერგეტიკულ სასმელად იქცევა.

***

მწვანე ყავა გასახდომად: სასწაულმოქმედი პროდუქტი თუ მარკეტინგული მითი?

რატომ არის სასარგებლო ყავისთვის წყლის მიყოლება?


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

რატომ გადავიდა მსოფლიო პატარა თეფშე...

სადილი პატარა თეფშებით

ჩინელმა ქალმა ნაგვის კონტეინერებში...

ჩინელმა ქალმა ნაგვის
კონტეინერებში ნაპოვნი 30
ბავშვი გაზარდა

ნივთები, რომლებიც მალე წარსულს ჩაჰბ...

ნივთები, რომლებიც მალე
წარსულს ჩაჰბარდება

როტშილდების 5 წესი - ფინანსური სიმდ...

ბუკინგემშირში,
როტშილდების ცნობილი
სასახლე - უადესდონის
მამული

მესამე ფარი - რატომ არ გაამართლა ავ...

სამფარიანი ავტომობილი Tucker
48 (Tucker Torpedo)

იაპონიაში ნებისმიერ ზრდასრულს აქვს...

როგორც ინარჩუნებენ
იაპონელები სოციალურ
ქცევის კულტურას?

ალაჰის მარგალიტი — ბუნების უნიკალურ...

ალაჰის მარგალიტი —
ბუნების უნიკალური
შედევრი

რობინ ჰუდის „გმირი“ - შერვუდის ტყეშ...

შერვუდის ტყეში 1200 წლის
მუხა გახმა

რატომ არიან ებრაელები ჭკვიანები და...

რატომ არიან ებრაელები
ასეთი ჭკვიანები და
მდიდრები?