სილამაზე/ჯანმრთელობა

რატომ არის სასარგებლო ყავისთვის წყლის მიყოლება?

fun time

16:10 სამ. 20 აგვისტო, 2024 წელი

რატომ არის სასარგებლო
ყავისთვის ცივი წყლის
მიყოლება

14
დაკოპირებულია

ალბათ, ბევრი ვერ ხვდება, რატომ მოაქვთ კაფეში სურნელოვანი ყავის ფინჯანთან ერთად ცივი წყალი და რა პრაქტიკული მნიშვნელობა აქვს ამ ერთგვარ რიტუალს.

ცოტა რამ ისტორიიდან

მიიჩნევა, რომ სუფრასთან ცხელ ყავასთან ერთად ცივი წყლის მიტანას საფუძველი არაბი შეიხების სასახლეებში ჩაეყარა.

იმ დროს შავ ყავასთან ერთად ტკბილ აღმოსავლურ ნუგბარს მიირთმევდნენ. შესაბამისად, ყავის შემდეგ წყლის დალევა თაფლის სიტკბოსა და ყავის სიმწარის გასაზავებლად იყო საჭირო.

თანამედროვე გურმანებს სხვა არგუმენტები აქვთ - ისინი გეტყვიან, რომ ყავის დალევის წინ და ყავის სმის დროს რამდენიმე ყლუპი ცივი წყალი დახვეწილი სასმლის გემოვნური თვისებების აღქმას ეხმარება.

არაბული ტრადიცია თურქებსაც მოეწონათ. ჯეზვეში ახლად მოდუღებულ ყავას ერთგვარი სიმწარე დაჰკრავს, ამიტომ თურქები ყავის დალევამდე გემოს რეცეპტორების გასაღვიძებლად ნახევარ ჭიქა ცივ წყალს სვამენ, დანარჩენ ნახევარს კი ყავის სმის დროს ან მის შემდეგ მიირთმევენ. ამით წყურვილსაც იკლავენ და ყავის ნალექის ნარჩენებსაც იცილებენ.

სამეცნიერო ფაქტები

რატომ უნდა დავაყოლოთ ყავის ყლუპს წყლის ყლუპი?

1) პირველ რიგში, ყავის შარდმდენი ეფექტის გამო, დეჰიდრატაციის თავიდან ასაცილებლად ყავა უნდა დალიოთ წყალთან ერთად, რათა არ დაირღვეს ორგანიზმში სითხის ბალანსი.

2) გარდა ამისა, ყავის მარცვალი ორ ალკალოიდს: კოფეინს (გარე გარსი) და თეობრომინს შეიცავს. სხეულში ორივე კომპონენტი ერთდროულად შედის, მაგრამ მოქმედებას რიგრიგობით იწყებენ:

  • პირველად მოქმედებას კოფეინი იწყებს და მატონიზირებელ ეფექტს უზრუნველყოფს. ის თირკმელების გარდა, ადამიანის ყველა ორგანოს სისხლძარღვებს ავიწროებს, თირკმლის შემთხვევაში კი პირიქით, სისხლძარღვები ფართოვდება.
  • ყავის დალევიდან დაახლოებით ნახევარი საათის შემდეგ ძილიანობის შეგრძნება ჩნდება, რაც თეობრომინის მოქმედების დაწყებას უკავშირდება. ამავდროულად, ადამიანის ორგანოებში წნევა იზრდება, თირკმელებში კი მცირდება. თირკმელებში სისხლის მიმოქცევის დარღვევა რომ თავიდან ავიცილოთ, სასურველია, მაგარი ყავის ყლუპს ცივი წყლის ყლუპი დავაყოლოთ.

3) ხსნადი ყავის შემთხვევაში ეს ყველაფერი კიდევ უფრო საინტერესო ხდება.

იმის გამო, რომ ხსნად ყავას ამზადებენ ყავის მარცვლის შიდა ნაწილისგან, რომელშიც კოფეინის შემცველობა 10%-ს არ აჭარბებს, თეობრომინი კი საკმაოდ დიდი რაოდენობითაა, სასმლის ეფექტიც ცოტა განსხვავებულია, ვიდრე მარცვლოვანი ყავისა.

კერძოდ კი, გამოფხიზლების ფაზა არც ისე გამოხატულია, ზოგჯერ საერთოდ არ არსებობს, სამაგიეროდ, ასეთ სასმელს მკვეთრად გამოხატული ძილიანობის ეფექტი აქვს. ამიტომაა, რომ ბევრს ყავის დალევის შემდეგ, გამოფხიზლების ნაცვლად, ძილი ერევა. ასე, რომ უმჯობესია, ხსსნად ყავასაც ცივი წყალი მიაყოლოთ, რათა ძილი არ მოგეკიდოთ.

4) კიდევ ერთი მიზეზი, რის გამოც ყავას წყალი უნდა დააყოლოთ, ისაა, რომ წყალი კოფეინის ეფექტს ამცირებს. თუ ყავის ყოველ ყლუპს წყლის ყლუპს დააყოლებთ, წნევის მომატებას ან გულისცემის გახშირებას თავიდან აირიდებთ.

5) ასევე, წყალი აცილებს ყავის ნალექს კბილებსა და ენაზე, რაც ხელს უშლის კბილებზე მუქი ნადების წარმოქმნას.

***

აი, ასე:

ყავის სმის დროს ერთი ჭიქა მინერალური ან სუფთა წყლის დალევა სასმლის გემოვნური თვისებების გამოვლენას, წყურვილის მოკვლას, კოფეინის ეფექტის შემცირებას და პირის ღრუს ჰიგიენის დაცვას ეხმარება.


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ფიზიოლოგიური დაბერების პროცესი დაჩქ...

ფიზიოლოგიური დაბერების
პროცესი

იოდის ბადე — მითია თუ რეალური დახმა...

იოდის ბადე

ბლის 6 სასარგებლო თვისება, რომელიც...

ბლის 6 სასარგებლო თვისება

როგორ მოვიქცეთ მზით დამწვრობისას და...

როგორ მოვიქცეთ მზით
დამწვრობის დროს

5 პროდუქტი, რომლებიც „ჭკვიანი დირიჟ...

5 ხელმისაწვდომი პროდუქტი
დაბერების წინააღმდეგ

მჯდომარე ცხოვრების წესით გამოწვეული...

მჯდომარე ცხოვრების ხუთი
საგანგაშო შედეგი

რატომ არ არის სასურველი პომიდვრის მ...

რატომ არ არის სასურველი
პომიდვრის მაცივარში
შენახვა?

ჭინჭარი — ვიტამინების წყარო და სამკ...

ჭინჭარი მკურნალი

ჯანსაღი კვების რაციონზე გადასვლის 5...

ჯანსაღი კვების რაციონზე
გადასვლის 5 მარტივი წესი