საკნატუნო ამბები

რატომ უჭირს კატას ხიდან ჩამოსვლა, თუკი წამებში ადის?

fun time

17:05 ორშ. 23 თებერვალი

რატომ უჭირს კატას ხიდან
ჩამოსვლა

14
დაკოპირებულია

ალბათ ბევრჯერ გინახავთ როგორ ზის კატა ხეზე და საცოდავი კნავილით დახმარებას ითხოვს. შეშინებულ კატას ხის კენწეროზე ასვლა წამებში შეუძლია, ჩამოსვლა კი სამწუხაროდ, უჭირს.

კატას ხეზე ასვლას შიში ან ნადირობის ნაიძულებს. და აი, ძაღლი, რომელიც მისდევდა, დიდი ხანია, თავის გზაზე წავიდა, ჩიტიც გაფრინდა, კატა კი ხეზე ზის და ჩამოსვლას არ ცდილობს. რატომ ხდება ასე და უნდა დავეხმაროთ ფისოს თუ არა?

კატებს ძლიერი სხეული, მოქნილი ხერხემალი და ბასრი კლანჭები აქვს, თუმცა ერთი პრობლემა არსებობს - კატის კლანჭები ისეა მოხრილი, რომ მათი ხის ქერქში ჩარჭობა მხოლოდ ზევით მოძრაობის დროსაა მოსახერხებელი, თავით ქვევით დაშვებისთვის კლანჭების ასეთი ფორმა სრულიად გამოუსადეგარია.

ხეზე ასული კატის დაბლა ჩამოსვლის ერთადერთი გზაა უკან-უკან დაშვება და სწორედ ესაა მთავარი სირთულე - როგორ უნდა იმოძრაოს კატამ უკან-უკან, როცა ვერ ხედავს, სად მიდის? სტრესში ჩავარდნილი კატები სხვადასხვანაირად იქცევიან: ზოგი შიშისგან გაუნძრევლად ზის, ზოგი ხის ტოტებზე დადის და არემარეს კნავილით აყრუებს.

ბევრი კატა, როცა ხვდება, რომ მისი დამხმარე არავინაა, საბოლოოდ, დამოუკიდებლად ჩამოსვლას ახერხებს, თუმცა ზოგიერთი ცხოველი ხეზე რჩება და შიმშილისა და წყურვილისგან იტანჯება. თუ კატა ხეზე ერთ დღე-ღამეზე მეტია ზის, ეს ნიშნავს, რომ მან ნამდვილად არ იცის, როგორ ჩამოვიდეს.

ამ შემთხვევაში პროფესიონალებს უნდა მიმართოთ, რომლებსაც სიმაღლეზე მუშაობის გამოცდილება და სპეციალური აღჭურვილობა აქვთ. მათ ასევე სქელი ხელთათმანები სჭირდებათ, რათა შეშინებული ცხოველი უსაფრთხოდ დაიჭირონ.

გაითვალისწინეთ, რომ ხალხმრავლობის დანახვაზე კატამ შეიძლება ხიდან გადმოხტომა გადაწყვიტოს, ამიტომ სთხოვეთ გამვლელებს, რომ ხეს მოშორდნენ, რათა ცხოველმა არავის ავნოს.

***

რატომ არ უნდა შეეხოთ კატას თათებზე

როგორ ითხოვს კატა დახმარებას - 4 სიგნალი, რომელიც არ უნდა გამოგეპაროთ


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

მინგუნის ზარი - უნიკალური გიგანტი,...

მინგუნის ზარი

ამერიკაში მოტორიზებული თხილამურები...

ძრავიანი თხილამური

4 შემთხვევა, როდესაც ციდან ფული მარ...

4 შემთხვევა, როდესაც ციდან
ფული მართლა ცვიოდა

ალასკის მკაცრ კლიმატს რომ გაუძლონ,...

როგორ უძლებს ბაყაყი
ყინვას?

როგორ საუბრობენ პრეზიდენტები ტელეფო...

როგორ საუბრობენ
პრეზიდენტები ტელეფონით?

ფეხსაცმელი, როგორც ოქსფორდის უნივერ...

მამაკაცის ფეხსაცმელი -
ოქსფორდების ისტორია

სად ჯობია დასვენება ფსიქიკის აღსადგ...

სად ჯობია დასვენება
ფსიქიკის აღსადგენად?

რატომ იმატა მსოფლიოში ტყუპების რაოდ...

რატომ მოიმატა მსოფლიოში
ტყუპების რაოდენობამ?

Chupa Chups-ის ლოგო სალვადორ დალიმ...

Chupa Chups-ის ლოგო სალვადორ
დალიმ შექმნა