იცით თუ არა

რას ნიშნავს აღმოსავლური ქვეყნების სახელები: პაკისტანი, ავღანეთი, ინდოეთი, ჩინეთი, ბანგლადეში?

fun time

18:00 ორშ. 20 მარტი, 2023 წელი

აღმოსავლეთ ქვეყნების
სახელები

14
დაკოპირებულია

როგორც წესი, ქვეყნის სახელი მასში მცხოვრები დომინანტი ერის სახელს უკავშირდება. მაგალითად: ესპანელები - ესპანეთი, იტალიელები - იტალია, სომხები - სომხეთი, ქართველები - საქართველო და ა.შ., მაგრამ აზიის შემთხვევაში განსხვავებული ვითარებაა...

პაკისტანი

სანამ ბრიტანელები სამხრეთ-აღმოსავლეთ ინდოეთში განთავსებულ თავიანთ კოლონიებს დატოვებდნენ, სახელწოდება "პაკისტანი" არ არსებობდა.

არსებობდა უძველესი ქვეყანა ინდოეთი, რომელიც უამრავ სამთავროს აერთიანებდა.

სახელწოდება „პაკისტანი“ სხვადასხვა რეგიონის სახელების აბრევიატურისგან შეუქმნა:

  • ენჯაბი
  • ვღანეთი
  • აშმირი
  • ინდი
  • ბელუჯისტან.

სახელი სპარსულიდან ითარგმნება, როგორც "სუფთა მიწა".

ავღანეთი

ავღანეთი მსოფლიოში ერთ-ერთი უღარიბესი ქვეყანაა, რომლის სახელი პუშტუნების ალტერნატიულ სახელს უკავშირდება. ხალხს, რომელიც აქ რაოდენობით ყველას ჭარბობს, ავღანელები ჯერ კიდევ შუა საუკუნეებში უწოდეს.

ყველაზე გავრცელებული ვერსიით, სიტყვა "ავღან" "მდუმარეს" ნიშნავს. მეორე ვერსიით, "ავღანელები" "ცხენის მომშენებლებს" ნიშნავს.

როგორც აღმოჩნდა, პუშტუნების წინაპრები სკვითები არიან, რომლებიც გარემოებათა გამო, მთებში ჩარჩნენ და სამშობლოში დაბრუნება ვერ მოახერხეს.

ბჰარატი

ბჰარატი ჰინდის ენაზე ინდოეთის ოფიციალური სახელია.

ლეგენდარული მეფის პატივსაცემად, ინდოელები თავიანთ სახელმწიფოს ბჰარატს უწოდებენ, თუმცა, „საგარეო“ სახელად ინდოეთი მიიჩნევა.

საქმე ისაა, რომ ცივილიზაცია მდინარე ინდის ხეობაში წარმოიშვა, რომელიც სათავეს ტიბეტში იღებს.
ძველინდურ ენაზე - სანსკრიტზე ინდი (სინდჰუ) "მდინარეს" ნიშნავს. შესაბამისად, ინდოელები „მდინარის ადამიანები“ არიან, ინდოეთი კი - „მდინარის ქვეყანა“.

ჩინეთი

ჩინელების წინაპრები მომთაბარე მონღოლები არიან. ამ ეთნიკური ჯგუფის ევროპული სახელწოდება - " China " ჩინეთის უკანასკნელი საიმპერატორო დინასტიის - ცინის სახელს უკავშირდება, რომელიც ქვეყანას რამდენიმე ათასწლეულის წინ მართავდა. თავად ძველი ჩინელები საკუთარ თავს ხშირად ჩჟუნგოს ანუ "შუა სახელმწიფოს" უწოდებდნენ.

ბანგლადეში

ბანგლადეშის სახელმწიფო ინდოეთის ყველაზე მდიდარი ნაწილი იყო, მაგრამ დეკოლონიზაციის შემდეგ ერთმორწმუნე მუსლიმური პაკისტანის ნაწილი გახდა. საბოლოოდ, საერთო საზღვრის არარსებობის გამო ქვეყანამ დამოუკიდებლობა გამოაცხადა.

ქვეყნის სახელწოდება "ბენგალელთა ქვეყანას" ნიშნავს, რადგან მოსახლეობის თითქმის 100%-ს სწორედ ეს ხალხი შეადგენს.
რაც შეეხება სიტყვის მნიშვნელობას, ამ საკითხზე განსხვავებული მოსაზრებები არსებობს. პირველი ვერსიის მიხედვით, ბანგა მზის უძველესი არიული ღმერთია. მეორე ვერსია კი ამტკიცებს, რომ სახელი ბანგა (ვანგა) სპარსული წარმოშობისაა და ბიბლიური ნოეს სავარაუდო შთამომავლისგან მომდინარეობს.

მონღოლეთი

ყველამ იცის, რომ მონღოლეთი მონღოლების ქვეყანაა. მონღოლი ეთნიკური ჯგუფის სახელად ჩინგიზ ხანის დროს იქცა, რომელმაც მონათესავე სტეპური ტომები გააერთიანა და მათ ახალი სახელი დაარქვა.

ერთ-ერთი ვერსიით, სიტყვა "მონღოლი" ორდოსის უდაბნოში მდებარე მონის მთის ხალხს ნიშნავს. მეორე ვერსიით კი, მონღოლი მე-4 საუკუნეში მცხოვრები სტეპის ლიდერის სახელიდან მომდინარეობს, რომელიც მონღოლური სახელმწიფოს ჟუჟანის ​​სახანოს დამაარსებელი გახდა - ეს იყო ძლიერი მომთაბარე სახელმწიფო, რომელიც არსებობდა IV-VI საუკუნეებში ცენტრალურ აზიაში და რომლის ძალაუფლებასაც საფუძველი გამოუთხარა თურქების აღზევებამ VI საუკუნეში.


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ბიბლიური თემები კინოში — ქრისტეს რო...

ენრიკე ირასოკი

ბზობა - ერთადერთი შემთხვევა, როცა ზ...

ქრისტეს შესვლა
იერუსალიმში. XII საუკუნე,
მოზაიკა, პალატინის კაპელა,
იტალია.

როგორ შევინახოთ სააღდგომო კვერცხი,...

სააღდგომო კვერცხის
შენახვა

საკმევლის თვისებები

საკმევლის თვისებები

„სტოპ“ ნიშნის ავტორს მანქანა არასდრ...

„სტოპ“ ნიშნის ავტორს
მანქანა არასდროს
უტარებია

ტიტანური ამორფოფალუსი — ყვავილი, რო...

ტიტანური ამორფოფალუსი

რატომ იპარსავდნენ შუა საუკუნეებში ქ...

რატომ იპარსავდნენ შუა
საუკუნეებში ქალები
წარბებს?

სად შევინახოთ სახლის გასაღები, რათა...

სად შევინახოთ სახლის
გასაღები

ქვეყანა, სადაც ფანჯრებზე ფარდებს არ...

11 საინტერესო ფაქტი
ნიდერლანდების შესახებ