საკნატუნო ამბები

სასწაულმოქმედი ხილი, რომელიც შაქარზე 2000-ჯერ ტკბილია

fun time

14:03

მსოფლიოში ყველაზე ტკბილი
ხილი - ტაუმატოკოკუ

14
დაკოპირებულია

მსოფლიოში  ყველაზე ტკბილი ნაყოფი აფრიკულ მცენარეს - ტაუმატოკოკუსს აქვს, რომელიც ავსტრალიაშიც გვხვდება.

ეს დიდი, მრავალწლიანი მოყვავილე მცენარეა, უზარმაზარი ფოთლებით და წითელი ყვავილით. ნაყოფის რბილობი უჩვეულო ცილას - თაუმატინს შეიცავს, რომელიც სავარაუდოდ, საქაროზაზე 2000-ჯერ ტკბილია.

მცენარეს ადგილობრივები მჟავე ან მძაფრი გემოს მქონე საკვების გემოს გასასწორებლად იყენებენ. თუ ამ უცნაური მცენარის ნაყოფს მიირთმევთ, ნახევარი საათის განმავლობაში გასინჯული ნებისმიერი მჟავე საკვები ტკბილად მოგეჩვენებათ. სხვა დამატკბობლებისგან განსხვავებით, მისი სიტკბო მაშინვე არ იგრძნობა. ის ნელ-ნელა ძლიერდება და სასიამოვნო გემოს დიდხანს ტოვებს.

მიუხედავად იმისა, რომ ის წარმოუდგენლად ტკბილია, ტაუმატინი ცილაა და არა ნახშირწყალი. ეს იმას ნიშნავს, რომ სისხლში შაქრის დონეზე პრაქტიკულად არ მოქმედებს, რაც დიაბეტით დაავადებულთათვის შაქრის საინტერესო ალტერნატივად აქცევს.

კვების მრეწველობაში თაუმატინი გამოიყენება, როგორც დაბალკალორიული დამატკბობელი და გემოს გამაძლიერებელი (მაგალითად, საღეჭ რეზინებში ან სასმელებში).

აფრიკაში მის ფართო ფოთლებს საკვების შესაფუთად და მოსახარშად იყენებენ, ხოლო ყუნწებს – კალათების დასაწნავად.

ხალხური მედიცინა ტაუმატოკოკუსის ნაყოფს ხველების დროს და სედატიურ (დამამშვიდებელ) საშუალებადაც იყენებს, ფოთოლს კი შხამიანი მწერების ნაკბენზე დასადებად.

ამ შესანიშნავი ხის ღეროები ასევე გამოიყენება ხალიჩების ქსოვისთვის, ხოლო ფოთლები შეიძლება გამოყენებულ იქნეს სახურავის გადასახურად.


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ქვეყნები, სადაც ჩვენი საყვარელი პრო...

9 ქვეყანა, სადაც ჩვენი
საყვარელი პროდუქტები
აკრძალულია

რატომ უნდა გაყინოთ ყავის მარცვლები?

რატომ უნდა გაყინოთ ყავს
მარცვლები

რატომ არ შეიძლება იაპონიაში რესტორნ...

იაპონური კვების კულტურა

ვინ, როდის და რატომ გამოიგონა სუფრი...

სუფრის დანა - ნივთის
ისტორია

გამოიგონეს თვალის ლინზა, რომლითაც ს...

ლინზები ღამის ხედვისთვის

ახალი აღმოჩენა - რატომ არ უნდა გადა...

სიბრძნის კბილი და
ღეროვანი უჯრედები

ინდოელმა მაშველმა გველი ხელოვნური ს...

ინდოელმა მაშველმა გველი
ხელოვნური სუნთქვით
სიკვდილს გადაარჩინა

რატომ აკრძალეს სინგაპურში საღეჭი რე...

რატომ აკრძალეს
სინგაპურში საღეჭი რეზინა?

ამერიკული კომპანია 2032 წლისთვის მთ...

სასტუმრო მთვარეზე