საკნატუნო ამბები

მსოფლიოს ყველაზე უცნაური ციხე, სადაც პატიმრები ცოლ-შვილთან ერთად ცხოვრობენ

fun time

16:38 ხუთ. 26 სექტემბერი, 2024 წელი

სან პედროს ციხე ბოლივიაში

14
დაკოპირებულია

სამყარო უცნაურობებით სავსეა, თუმცა ასეთ ციხეს მსოფლიოში სხვაგან ვერსად ნახავთ. ამ ციხეში პატიმრები ოჯახის წევრებთან ერთად ცხოვრობენ და ამ ციხიდან პატიმრების ცოლები ყოველდღე - სამსახურში, ბავშვები კი სკოლაში დადიან...

ბოლივიის დედაქალაქის, ლა პასის ცენტრში 12-მეტრიანი კედელია აღმართული, რომელიც სან პედროს ციხეს აკრავს - ის ბოლივიის ღირსშესანიშნაობა და მსოფლიოს ყველაზე უცნაური ციხეა, სადაც 1500 პატიმარი ცოლთან და შვილებთან ერთად ცხოვრობს.

ციხის შიგნით დახურული ქალაქია, რომელსაც თავისი ბაზარი, მაღაზიები, რესტორანი, საცურაო აუზი, სილამაზის სალონები, ფეხბურთის მოედანი, კაფეები და საკნები აქვს. თუ პატიმარი სტანდარტულ საკანში თავს მოუხერხებლად გრძნობს, შეუძლია 1500 დოლარად მდიდრულ საკანში გადავიდეს, რომელსაც საკუთარი სამზარეულო, სააბაზანო, საკაბელო ტელევიზია და ჯაკუზი ექნება.

სან პედროს ციხე დახურულ ქალაქს წააგავს, თუმცა ჩვეულებრივ ქალაქთან შედარებით, აქ საცხოვრებელი პირობებია ძალიან მკაცრია.

ციხის ტერიტორიაზე დაახლოებით 300 ბავშვია. პატიმრების ოჯახის წევრები ყოველ დილით ქალაქში სამუშაოდ და სასწავლებლად მიდიან, საღამოს კი ციხეში ბრუნდებიან.

პატიმრები ციხის ტერიტორიაზე მდებარე მაღაზიებში, სასადილოებში, კაფეებში და რესტორანში მუშაობენ.

ციხე დაყოფილია შვიდ კვარტლად, ცენტრში კი ეკლესიაა.

ამ ციხეში სასჯელს პოლიტიკური ან ნარკოდანაშაულისთვის იხდიან.

პატიმრებს შორის ნარკობარონებიც არიან - საგანგებოდ მათთვის ციხეში მდიდრული კვარტალი La Posta არის გამოყოფილი. ნარკობარონების საკნებში არის სამზარეულო, საკაბელო ტელევიზია და ჯაკუზიც კი. ასეთი საკნებში ცხოვრება თვეში 1500 დოლარამდე ღირს, რაც უბრალო პატიმრისთვის წარმოუდგენელი ფუფუნებაა.

2009 წლამდე ტურისტებს ციხეში შესვლა შეეძლოთ. მათთვის ციხის ტერიტორიაზე სასტუმროც კი მოეწყო და სწორედ ტურისტების წყალობით შეიტყო მსოფლიომ ამ უცნაური ადგილის შესახებ.

დღეს ციხის კარი უცხო პირებისთვის დაკეტილია. ტურისტებს მხოლოდ ტერიტორიის ნაწილის ნახვა შეუძლიათ.

ესეც საინტერესოა:

5 წიგნი, რომელიც ციხეში დაიწერა

ექსტრემალური გართობა ინდოეთში - გადაიხადეთ ფული და იცხოვრეთ ციხის საკანში, პატიმრებთან ერთად

მომავლის ციხე დამნაშავეს აიძულებს მსხვერპლის განცდები შეიგრძნოს


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

მეცნიერებმა სიმსუქნის ეპიდემიის მოუ...

სიმსუქნის მოულოდნელი
მიზეზი

რომელი ხეები არ იწვის ცეცხლში?

რომელი ხეები არ იწვის
ცეცხლში?

რატომ გადიან ფეხბურთელები მინდორზე...

რატომ გადიან
ფეხბურთელები მინდორზე
ბავშვებთან ერთად?

3000 წელი ცემენტის გარეშე — ევროპის...

3000 წელი ცემენტის გარეშე —
ევროპის უძველესი ხიდი

ზვიგენები შეიძლება უკბილოდ დარჩნენ

ზვიგენები შეიძლება
უკბილოდ დარჩნენ

ანგკორ-ვატი — დედამიწაზე სამოთხის ა...

ანგკორ-ვატი

რატომ ებრძოდნენ სსრკ-ში ცაციებს?

რატომ ებრძოდნენ სსრკ-ში
ცაციებს?

აღმოჩენილია ადამიანის მეექვსე გრძნო...

აღმოჩენილია ადამიანის
მეექვსე გრძნობა

„ინდონეზიის პირველ კატას“ საპრეზიდე...

ინდონეზიის პრეზიდენტის
კატა