საკნატუნო ამბები

ექსტრემალური გართობა ინდოეთში - გადაიხადეთ ფული და იცხოვრეთ ციხის საკანში, პატიმრებთან ერთად

fun time

14:00 კვი. 17 მარტი, 2024 წელი

ექსტრემალური გართობა
ინდოეთში

14
დაკოპირებულია

ინდოეთში, ციხე „ტიჰარში“ (Tihar Jail) ტურისტს შეუძლია, ერთი დღე ზუსტად ისე გაატაროს, როგორც ნამდვილმა დამნაშავემ. ამბობენ, რომ ციხეში რამდენიმე დღის გატარება ადამიანს ყოველდღიური სტრესისგან ათავისუფლებს! 

გასართობი პროგრამა გულისხმობს ციხის დერეფნებში ხელბორკილებით გატარებას, ციხის ტანსაცმლის მორგებას და ციხის სადილის დაგემოვნებას.

მძაფრი შეგრძნებების მოყვარულს ძილი იატაკზე მოუწევს - ინდურ ციხეებში კრიმინალებს საწოლით არავინ ანებივრებს, მაგრამ გართობის ყველაზე საინტერესო ნაწილი რამდენიმე საათით საერთო საკანში, ნამდვილ დამნაშავეებთან ერთად ყოფნაა.

ეს „სიამოვნება“ დღეში 2 ათასი რუპია ღირს, რაც ნამდვილად არ არის ძვირი მათთვის, ვინც მძაფრ შეგრძნებებს ეძებენ.

Feel Like Jail-ის (იგრძენი თავი ციხეში) პროექტს ციხის ერთი ფრთა მთლიანად დაუთმეს. ციხეში ქალების შეშვება აკრძალულია.

საეჭვოა, რომ ტურისტი მკვლელებისა და სადისტების საკანში მოათავსონ, სავარაუდოდ, ციხის ადმინისტრაცია ტურისტულ პროექტში მონაწილეობისთვის ყველაზე მშვიდ და უწყინარ პატიმრებს არჩევს. პატიმრებს, ყოველი შემთხვევისთვის, აფრთხილებენ, რომ ტურისტისთვის ოქროს კბილის ამოძრობა ან საყურის ჩამოგლეჯა არ უნდა სცადონ.

დიახ, ეს ჩვეულებრივი ბიზნესპროექტია, მაგრამ ინდური ციხეების თავისებურებების გათვალისწინებით, უსაფრთხოების ღონისძიებების მიუხედავად, მაინც სარისკო და სახიფათოა.

ესეც დაგაინტერესებთ:

ხელჩაკიდებული მამაკაცები - უცნაური ინდური ტრადიცია

სასტუმრო ბუნკერში

პატიმარი, რომელიც 5 წლის განმავლობაში გვირაბს თხრიდა, ბადრაგების ოთახში აღმოჩნდა

წყარო: nevsedoma.com.ua


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

როგორ ახერხებენ იაპონელები ქალაქებშ...

ქუჩების დასახელებების
თავისებურება იაპონიაში

რატომ ვერ ნახავთ მალდივის კუნძულებზ...

რატომ ვერ ნახავთ მალდივის
კუნძულებზე ძაღლებს?

ყოველ ფუტკარს მოძრაობის საკუთარი მა...

ფუტკრის ცხოვრება

მკვლევრებმა დაადგინეს, რომ კაცობრიო...

მკვლევრებმა დაადგინეს,
რომ კაცობრიობა თანდათან
სულელდება

მეცნიერულად დადასტურდა, რომ ძაღლებს...

ძაღლებს ადამიანის ენა
ესმით

ვინ არის ბიჭი, ვინც 12 წლისამ კვანტ...

ბელგიელი ლოჰან სიმონსი
(Laurent Simons)

როგორ გაჩნდა ტანსაცმელზე ჯიბეები და...

ტანსაცმელზე ჯიბეები

ჰიბრიდი ცხოველები, რომლებიც რეალურა...

ლეოპონი

როგორ ცხოვრობენ შვედურ „ხრუშჩოვკებშ...

შვედური „ხრუშჩოვკები“
Lamellhus