საკნატუნო ამბები

პატიმარი, რომელიც 5 წლის განმავლობაში გვირაბს თხრიდა, ბადრაგების ოთახში აღმოჩნდა

fun time

16:09 ოთხ. 30 აგვისტო, 2023 წელი

ციხიდან გაქცევის
მცდელობა

14
დაკოპირებულია

ბრაზილიელ პატიმარს ციხიდან გაქცევა ისე უნდოდა, რომ თავისი საკნიდან 5 წლის განმავლობაში გვირაბს თხრიდა, მაგრამ არ გაუმართლა - გვირაბი მეორე ბოლომ ციხის ბადრაგების ოთახამდე მიიყვანა. მის სახელსა და გვარს არ ასახელებენ, გასაგები მიზეზების გამო.

სამაგიეროდ, ცნობილია მეორე ბრაზილიელი პატიმარი - ჯადსონ კუნია ევანგელისტა, რომელიც იმ დროს გარდაიცვალა, როდესაც საოცნებო თავისუფლებისგან ერთ მეტრზე ნაკლები აშორებდა, ამის შესახებ ინგლისური ყოველდღიური გაზეთი Daily Mail წერს.

მამაკაცი Boa Vista-ს ციხეში (ჩრდილოეთ ბრაზილიაში) მკვლელობის ბრალდებით მოხვდა, მაგრამ თავს დამნაშავედ არ მიიჩნევდა და გამუდმებით ციხიდან თავის დაღწევის გზებს ეძებდა. საბოლოოდ, ევანგელისტამ თავისი საკნის ტუალეტიიდან გვირაბის გათხრა გადაწყვიტა და საქმეს შეუდგა. თავისუფლების წყურვილი იმდენად ძლიერი იყო, რომ რამდენიმე თვეში პატიმარმა 70 მეტრის სიგრძის გვირაბი გათხრა, მაგრამ მაშინ, როდესაც ოცნებას ერთ მეტრზე ნაკლები მანძილი აშორებდა, ჟანგბადის ნაკლებობის გამო გაიგუდა.

ფოტოზე: გარდაცვლილი ბრაზილიელი პატიმარი ჯადსონ კუნია ევანგელისტა

თავისუფლებისკენ მიმავალი გზა ევანგელისტას საკნიდან ციხის მაღალი გალავნის გავლით ტყეში სრულდებოდა. პოლიციამ გვირაბში გაშლილი კაბელი და ნათურა იპოვა, რომელიც გვირაბს ანათებდა. ჯადსონს ფეხზე ტომარა ჰქონდა მიბმული, რომელშიც პირადი ნივთები ეწყო.

პატიმრის გვამის გატანის შემდეგ ციხის დირექციამ ჯადსონის გვირაბი მთლიანად აავსო.


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

რატომ უნდა გაყინოთ ყავის მარცვლები?

რატომ უნდა გაყინოთ ყავს
მარცვლები

რატომ არ შეიძლება იაპონიაში რესტორნ...

იაპონური კვების კულტურა

ვინ, როდის და რატომ გამოიგონა სუფრი...

სუფრის დანა - ნივთის
ისტორია

გამოიგონეს თვალის ლინზა, რომლითაც ს...

ლინზები ღამის ხედვისთვის

ახალი აღმოჩენა - რატომ არ უნდა გადა...

სიბრძნის კბილი და
ღეროვანი უჯრედები

ინდოელმა მაშველმა გველი ხელოვნური ს...

ინდოელმა მაშველმა გველი
ხელოვნური სუნთქვით
სიკვდილს გადაარჩინა

რატომ აკრძალეს სინგაპურში საღეჭი რე...

რატომ აკრძალეს
სინგაპურში საღეჭი რეზინა?

ამერიკული კომპანია 2032 წლისთვის მთ...

სასტუმრო მთვარეზე

შვედეთში ბევრი ადამიანი ხელში ჩასან...

მიკროჩიპები
ადამიანისთვის