ინგლისში, მეორე მსოფლიო ომის დროინდელ ბუნკერში სასტუმრო გაიხსნა
14:00 ორშ. 12 თებერვალი
მეორე მსოფლიო ომის დროინდელ მიწისქვეშა სარადარო სადგურში, რომელიც ოდესღაც ბრიტანელებს მოსალოდნელია დაბომბვის შესახებ აფრთხილებდა, სასტუმრო გაიხსნა, სადაც ერთი ღამის გატარება 350 ფუნტი ღირს.
უფანჯრებო რკინა-ბეტონის კონსტრუქცია დორსეტის საგრაფოში ერთ-ერთ ბორცვზე, 1941 წელს აშენდა. მიწისქვეშა ბუნკერში უინსტონ ჩერჩილის მიერ შექმნილი ადრეული გაფრთხილების სისტემის ნაწილი - სამეფო საჰაერო ძალების სარადარო ბაზა განთავდა. „ცივი ომის“ პერიოდში ბუნკერი საბჭოთა ბომბდამშენების სათვალთვალო პუნქტად გადაკეთდა, რომელმაც 1956 წლამდე იარსება.
ყოფილი სამხედრო დანიშნულების ობიექტმა ცოტა ხნის წინ ახალი სიცოცხლე შეიძინა. აქ შეგიძლიათ იქირაოთ სასტუმროს ნომერი სამზარეულოთი, ორი საძინებლით და დორსეტის სანაპიროს განსაცვიფრებელი ხედებით.
მიწის ნაკვეთი, რომელზედაც ბუნკერი დგას, ადგილობრივი ფერმერის, ჯონ რასელის საკუთრებაა. რასელების ოჯახი მიწას 400 წლის მანძილზე ფლობს. შარშან ფერმერმა უფლება მიიღო, რომ ყოფილ სამხედრო ობიექტზე სასტუმრო გაეხსნა.
***
ახლა ბუნკერის შესასვლელთან დიდი შუშის კარია დამონტაჟებული, რომელიც ოდესღაც ბნელ და ნესტიან ოთახებს სინათლით ავსებს.
უნიკალურ სასტუმროს ოთხ ადამიანზე გათვლილი ორი საძინებელი აქვს. სასტუმროში ადგილები რამდენიმე თვით ადრე იჯავშნება, ამიტომ თუ დორსეტის ბუნკერში მოხვედრა მოგინდათ, გრძელ რიგში დგომა მოგიწევთ.
ბუნკერს მისაღები ოთახი და ღია სამზარეულო აქვს. იატაკის ქვეშ დამონტაჟებულია გათბობა, სასტუმროს ასევე აქვს Wi-Fi და თანამედროვე სამზარეულოს ტექნიკა, მათ შორის ჭურჭლის სარეცხი მანქანა.
ბუნკერის მძიმე წარსულის მოსაგონრად ფერმერმა შიშველი ბეტონის კედლები, წყლის მილები და ელექტროგაყვანილობა ხელუხლებად დატოვა.
არქიტექტორმა ჯონათან პლანტმა აღნიშნა, რომ რეკონსტრუქციის დროს მათი მიზანი შენობის ისტორიული მნიშვნელობის აღნიშვნა იყო, ამიტომ შენარჩუნდა ორიგინალური ბეტონის კედლები და სხვა მახასიათებლები. რასელის მიწაზე მალე მეორე, გაცილებით დიდი ბუნკერი აშენდება, რომელსაც პირველის მსგავსი დიზაინი ექნება.
ესეც დაგაინტერესებთ:
იაპონიაში არის ოჯახური სასტუმრო, რომელიც 13 საუკუნეა, მუშაობს!
მსოფლიოში ერთადერთი ოქროს სასტუმრო
მსოფლიოში ყველაზე ძვირფასი მატარებელი, სადაც სტუმრებისთვის ზღაპრული გარემოა
ოქროს მაძიებელთა მიწისქვეშა ქალაქი, სადაც 2 000 ადამიანი ცხოვრობს
წყარო: www.dailymail.co.uk
სიახლეები ამავე კატეგორიიდან